რაგბი ევროპა | ბორჯღალოსნების მომდევნო მატჩის გამართვის თარიღი ცნობილია

მარტში გამართული მატჩების წარმატებით დასრულების შემდეგ, რაგბი ევროპის ჩემპიონატის 2021 წლის გათამაშების მომდევნო მატჩების გამართვის თარიღი ცნობილი გახდა.

რაგბი ევროპის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის 2021 წლის გათამაშების მორიგ შეხვედრას 26 ივნისს გამართავს.

26 ივნისს, თბილისის დროით 16:00 საათზე, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ბელგიას ან ნიდერლანდებს დაუპირისპირდება. მატჩის გამართვის ადგილმდებარეობა ამ დროისათვის არ სახელდება. 3 ივლისს, ესპანეთი რუსეთს უმასპინძლებს, ხოლო 10 ივლისს რუსეთი პორტუგალიას დაუხვდება.

რაგბი ევროპის ჩემპიონატის 2021 წლის გათამაშების დარჩენილი მატჩების განრიგი 29 მაისს ბელგიასა და ნიდერლანდებს შორის გასამართი პლეი-ოფის მატჩის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.

რაგბი ევროპა | ბორჯღალოსნების მომდევნო მატჩის გამართვის თარიღი ცნობილია

სტატიის ავტორი
-