“გლოსტერის” მთავარი მწვრთნელი – ჯორკ სკივინგტონი, გიორგი კვესელაძის პროგრესის შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რომ საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების ცენტრი ბრწყინვალე მორაგბეა, რომელიც ძალიან ბევრს შრომობს. “შემოდგომის ერთა თასზე”, ირლანდიის წინააღმდეგ დადებული გასაოცარი ლელოს შემდეგ, გიორგი კვესელაძე “გლოსტერს” შეუერთდა. იმ დროისათვის 23 წლის კვესელაძე, “არმაზის” ღირსებას იცავდა, თუმცა ირლანდიის წინააღმდეგ დადებულმა გამაოგნებელმა ლელომ, კვესელაძე ბრიტანული რაგბის […]