“საქართველოსთან დიდი ბრძოლა გველის” – უელსელი მორაგბე

19 ნოემბერს, 17:00 საათზე, ლეგენდარულ “პრინსიპალიტიზე” უელსისა და საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრებების დაპირისპირება გაიმართება.

შემოდგომის ერთა სერიების დასკვნითი შეხვედრის წინ, “დრაკონების” ცენტრმა – ოუენ უოტკინმა საქართველოს შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ “ბორჯღალოსნებთან” დიდი ბრძოლა გაიმართება.

“ჩვენ ვიცით, რომ ეს იქნება დიდი ფიზიკური ბრძოლა. საქართველო ფიზიკურად ძალიან ძლიერი ნაკრებია. “ბორჯღალოსნებს” ძლიერი ფორვარდები ჰყავთ – ამიტომ მძიმე ფიზიკური დაპირისპირება გველის.

ძალიან უნდა მოვინდომოთ, რომ ქართველები ფიზიკურად დავჩაგროთ – ალბათ ეს მატჩის უკანასკნელ 20 წუთამდე შეუძლებელი იქნება, მაგრამ ჩვენ ბრძოლისთვის მზად ვართ”.

შეგახსენებთ, უელსის მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა – უეინ პივაკმა, საქართველოს წინააღმდეგ 12 და 13 ნომრად ოუენ უოტკინი და ლეგენდარული ჯორჯ ნორსი დაასახელა.


"საქართველოსთან დიდი ბრძოლა გველის" - უელსელი მორაგბე 1

დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ უელსელები საქართველოს უძლიერესი შემადგენლობით დაუპირისპირდებიან, რაც იმას მეტყველებს, რომ მეტოქე “ბორჯღალოსნებს” აფასებს. აღსანიშნავია, რომ ეს არის “დრაკონების” შემადგენლობა, რომელზეც არა მხოლოდ სამწვრთნელო შტაბი – არამედ გულშემატკივარიც დიდ იმედებს ამყარებს.

“საქართველოსთან დიდი ბრძოლა გველის” – უელსელი მორაგბე

სტატიის ავტორი
-