შემოდგომის ტესტ-მატჩები | ბორჯღალოსნების სამივე მეტოქე ცნობილია!

იტალიის წინააღმდეგ ისტორიული გამარჯვების მოპოვების შედეგად, ამაღლებულ ნოტაზე დასრულებული ზაფხულის ტესტ-მატჩების შემდეგ, ქართველ გულშემატკივარს მორიგი სასიხარულო სიახლე ელის.

შემოდგომის ტესტ-მატჩების ეგიდით გასამართ შეხვედრებში, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების სამივე მეტოქის ვინაობა ცნობილი გახდა. გავრცელებული ინფორმაციით, ნოემბერში, “ბორჯღალოსნები” ურუგვაის, სამოასა და უელსს დაუპირისპირდებიან. აღსანიშნავია, რომ პირველი 2 დაპირისპირება თბილისში გაიმართება, დასკვნით ტესტ-მატჩში კი საქართველოს ნაკრები უელსს ესტუმრება.

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების კალენდარი

5 ნოემბერი – საქართველო Vs. ურუგვაი
12 ნოემბერი – საქართველო Vs. სამოა
19 ნოემბერი – უელსი Vs. საქართველო

შეგახსენებთ, ზაფხულის ტესტ-მატჩებზე, სამოამ ბრწყინვალედ იასპარეზა. წყნარი ოკეანის ერთა თასზე, სამოამ ფიჯი, ტონგა და ავსტრალიის A ნაკრები დაამარცხა, რის შედეგადაც ტურნირის ტრიუმფატორად მოგვევლინა და მსოფლიო რაგბის რეიტინგშიც დაწინაურდა. განახლებულ რეიტინგში სამოა მე-11 პოზიციაზე იმყოფება, ხოლო საქართველო მე-13 პოზიციას იკავებს.

შემოდგომის ტესტ-მატჩები | ბორჯღალოსნების სამივე მეტოქე ცნობილია!

სტატიის ავტორი
-