,,ბარსელონამ” დაიწყო შიდა გამოძიება, რათა დადგინდეს თუ როგორ მოხვდა ,,აინტრახტის” 30 ათასი გულშემატკივარი ,,კამპ ნოუზე”. ინფორმაციას Marca ავრცელებს. გამოცემის ცნობით, კატალონიელებმა მოწინააღმდეგე გუნდს ოფიციალურად 5 ათასი ბილეთი გადასცეს, დანარჩენები კი მატჩს, სავარაუდოდ, ტუროპერატორების დახმარებით დაესწრნენ. გარდა ამისა, გერმანელმა ფანებმა ბილეთები გადამყიდველებისგანაც შეიძინეს. ,,თავს ძალიან ცუდად ვგრძნობთ, ეს სამარცხვინო იყო! აღშფოთებული ვარ, რადგან ასეთი რამ არასდროს […]