“ლივერპულის” მთავარი მწვრთნელის, იურგენ კლოპის განცხადებით, გერმანული ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო გოლის ავტორი ნიგერიელი ჯეი-ჯეი ოკოჩაა. გერმანელმა სპეციალისტმა ოკოჩას საოცარი გოლი გაიხსენა, რომელიც ნიგერიელმა “აინტრახტის” მაისურით, 1992/93 წლების სეზონში, თვით ოლივერ კანს გაუტანა. “ოკოჩამ გერმანული ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე გამორჩეული გოლი გაიტანა. ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ კანსა და მის მცველებს 5 წუთის განმავლობაში თავგაზას ურევდა, სანამ საბოლოოდ […]