რამდენიმე წუთის წინ, თავისუფალი სტილით მოჭიდავე – ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, უძლიერესი რუსი, 2 გზის მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი – აჰმედ ჩაკაევი 8:2 დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის ფინალში გავიდა. 28 წლის ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი – ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ევროპის ჩემპიონატის ფინალში აზერბაიჯანელ – ჰაჯი ალიევს დაუპირისპირდება. ბრძოლა ხვალ, თბილისის დროით 19:50 საათზე დაიწყება.