საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების შემადგენლობა აბუ-დაბის გრანდ სლემზე
27-29 ოქტრომბერს სტარტს აიღებს აბუ-დაბის გრანსლემი, სადაც 12 ქართველი ძიუდოისტი იასპარეზებს. გთავაზობთ ქართველ ძიუდოისტებს, რომლებიც აბუ-დაბიში საქართველოს ღირსებას დაიცავენ. -60 კგ – ამირან პაპინაშვილი; ლუხუმ ჩხვიმიანი -66 კგ – ვაჟა მარგველაშვილი -73 კგ – ლაშა შავდათუაშვილი; ფრიდონ გიგანი -81 კგ – ზებედა რეხვიაშვილი -90 კგ – უშანგი მარგიანი; ავთანდილ ჭრიკიშვილი -100 კგ – ვარლამ ლიპარტელიანი; ლაშა […]
ძიუდოს ახალი რეიტინგი ცნობილია
გუშინ დასრულდა ძიუდოს მსოფლიოს ჩემპიონატი. მსოფლიოს ჩემპიონატის დასრულების შემდეგ გამოქვეყნდა ახალი რეიტინგებიც. შეგახსენებთ, რომ საქართველოს აქტივში მსოფლიოს ჩემპიონატზე 3 მედალია – 1 ოქრო (გურამ თუშიშვილი), 1 ვერცხლი (ვარლამ ლიპარტელიანი) და 1 ბრინჯაო (ამირან პაპინაშვილი). Live.ge გთავაზობთ განახლებულ რეიტინგებს სხვადასხვა კილოგრამ წონით კატეგორიებში: სასიხარულოა, რომ საერთო რეიტინგს კვლავ გურამ თუშიშვილი ლიდერობს, რომელსაც ამ დროისთვის 7202 ქულა აქვს. […]
პირველი მედალი მსოფლიო ჩემპიონატიდან – ამირან პაპინაშვილი ბრინჯაოს პრიზიორია
დღეს ბაქოში სტარტი აიღო მსოფლიოს ჩემპიონატმა ძიუდოში, სადაც პირველივე დღეს ამირან პაპინაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოუტანა საქართველოს ნაკრებს. ამირანმა ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში, მასპინძელი კარამატ ჰუსეინოვი დაამარცხა. შეგახსენებთ, რომ ხვალ -66 კილოგრამ წონით კატეგორიაში, საქართველოს სახელით ვაჟა მარგველაშვილი იასპარეზებს.
ამირან პაპინაშვილი ბრინჯაოსთვის იჭიდავებს
ქართველი ფალავანი, ამირან პაპინაშვილი, მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში რუსეთის სახელით მოასპარეზე რობერტ მშვიდობაძესთან დამარცხდა. პაპინაშვილის მეტოქე ბრინჯაოსთვის ბრძოლაში აზერბაიჯანელი ჰუსეინოვი იქნება. ორთაბრძოლა დაახლოებით 30-40 წუთში გაიმართება. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ძიუდოში მხოლოდ 2 მსოფლიოს ჩემპიონი ჰყავს: ავთანდილ ჭრიკიშვილი (2014) და ირაკლი ცირეკიძე (2007).
ამირან პაპინაშვილი ნახევარფინალშია
ამირან პაპინაშვილს ერთი ნაბიჯი აკლია მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალამდე. მან 1/4 ფინალში ბრაზილიელი ერიკ ტაკაბატაკე დაამარცხა. ამირან პაპინაშვილის მეტოქე ნახევარფინალში ქართველი რობერტ მშვიდობაძეა, რომელიც რუსეთის სახელით ასპარეზობს.
ამირან პაპინაშვილი მსოფლიო ჩემპიონატის 1/4 ფინალშია
ქართველი ფალავანი, ამირან პაპინაშვილი 1/8 ფინალში მასპინძელ ორხან საფაროვს შეხვდა და გაიმარჯვა. იგი 1/4 ფინალში გავიდა, სადაც ბრაზილიელ ერიკ ტაკაბატაკესა და ყაზახ გუსმან ყირგიზბაიევს შორის გამარჯვებულს შეხვდება.
ამირან პაპინაშვილმა იანისლავ გერჩევი დაამარცხა
ამირან პაპინაშვილმა მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე მეორე გამარჯვება მოიპოვა და მეოთხე ეტაპზე გავიდა. მან ბულგარელი იანისლავ გერჩევი იპონით დაამარცხა. მისი მომავალი მეტოქე ცნობილია, იგი მასპინძელ ორჰან საფაროვს ხვდება. სულ მალე ტატამზე ლუხუმ ჩხვიმიანი გამოჩნდება.
ამირან პაპინაშვილი და ლუხუმ ჩხვიმიანი მესამე ეტაპზე გავიდნენ
დღეს, 20 სექტემბერს ბაქოში სტარტი აიღო მსოფლიოს ჩემპიონატმა. მოგეხსენებათ, რომ საქართველოს ნაკრები 10 ძიუდოისტით იასპარეზებს. დღეს, -60 კილოგრამ წონით კატეგორიაში ორი ქართველი ასპარეზობს. ამირან პაპინაშვილი და ლუხუმ ჩხვიმიანი. ორივემ მოიგო თავისი პირველი შეხვედრა და მესამე ეტაპზე გავიდნენ. ამირან პაპინაშვილის მეტოქე, მესამე ეტაპზე ბულგარელი იანისლავ გერჩევი იქნება, ხოლო რაც შეეხება ჩხვიმიანს, მისი მეტოქე იაპონელი რიუჯიუ ნაგაიამაა.
მსოფლიო ჩემპიონატზე ჩვენი მეტოქეები გაირკვა!
პარასკევს ბაქოში ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი აიღებს სტარტს, დღეს გაიმართა კენჭისყრა სადაც ჩვენი ძიუდოისტების მეტოქეები გაირკვნენ: -60 კგ – ამ წონაში ჩვენი ქვეყნის ღირსებას ამირან პაპინაშვილი და ლუხუმ ჩხვიმიანი დაიცავენ. ლუხუმი პირველ წრეში დაისვენებს, ხოლო მეორეში მისი მეტოქე მაროკოელ ბასოუსა და ბულგარელ ვალენტინ ალიპიევს შორის გამარჯვებული იქნება, ამის შემდეგ კი მისი გზა იაპონელ რიუჯუ ნაგაიამასთან იკვეთება, ნახევარფინალში […]
ქართველ ძიუდოისტთა სავარაუდო შემადგენლობა ბაქოს მსოფლიო ჩემპიონატისთვის
ძიუდოისტთა ნაკრებმა ამ წელს ბევრი კრიზისი და სკანდალი გადაიტანა. ჯერ იყო და ევროპის ჩემპიონატი ჩავაგდეთ და ამ მოვლენას მთავარი მწვრთნელი ირაკლი ცირეკიძე გადაჰყვა. შემდეგ ნაკრებმა ლოკაუტი გამოაცხადა ფედერაციის პრეზიდენტის – დავით ქევხიშვილის გადადგომამდე. ხმაურიანი და სისხლიანი გარჩევების შემდეგ პრეზიდენტი გადადგა, მაგრამ ჯერჯერობით ჩვენ ნაკრებს დალაგებული არაფერი ეტყობა, მთავარი მწვრთნელის და ფედერაციის ხელმძღვანელის თანამდებობა ვაკანტურია, რეალური […]