ლაშა შავდათუაშვილი ფინალშია!
აბუ-დაბიში მიმდინარე ძიუდოს გრანდ სლემის მეორე დღეს კიდევ ერთი ოქროს მედლის მოპოვების შანსი გვაქვს. 73 კგ. წონითი კატეგორიის გადამწყვეტ შეხვედრაში ლაშა შავდათუაშვილი იასპარეზებს. ლაშამ შეჯიბრი იაპონელი ტაკეში დოის 32 წამში დაიპონებით დაიწყო, შემდეგ კი იპონ-იპონ ჩამოიცილა ჩინელი ხუ რიგანგი, უკრაინელი არტემ ხომულა და შვედი ტომი მაციასი. ფინალში ლაშას მეტოქე კოსოვოს წარმომადგენელი აკილ გიაკოვა იქნება. ამავე […]
ამირან პაპინაშვილი ნახევარფინალშია
ამირან პაპინაშვილს ერთი ნაბიჯი აკლია მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალამდე. მან 1/4 ფინალში ბრაზილიელი ერიკ ტაკაბატაკე დაამარცხა. ამირან პაპინაშვილის მეტოქე ნახევარფინალში ქართველი რობერტ მშვიდობაძეა, რომელიც რუსეთის სახელით ასპარეზობს.
ამირან პაპინაშვილი 1/8 ფინალში დამარცხდა
რამდენიმე საათის წინ, იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში, 2019 წლის ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატმა აიღო სტარტი. დღევანდელ, პირველ საშეჯიბრო დღეს, საქართველოს ღირსებას -60 კგ წონით კატეგორიაში ლუხუმ ჩხვიმიანი და ამირან პაპინაშვილი იცავენ. ამირან პაპინაშვილი საქმეში მეორე ეტაპიდან ჩაერთო, სადაც მისი მეტოქე ეკვადორელი – ლენინ პრესიადო იყო. ქართველმა ეკვადორული ბარიერი მარტივად დაძლია და შემდეგ ეტაპზე გავიდა, სადაც მისი მეტოქე […]
ექსკლუზიური ინტერვიუ ჯაბა პაპინაშვილთან: “ამ წარმატებას ჩემს შვილს ვუძღვნი…”
Live.ge 2021 წლის ბაქოს გრანდ სლემის გამარჯვებულს – ჯაბა პაპინაშვილს დაუკავშირდა და ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა. გამარჯობა ჯაბა, პირველ რიგში გილოცავთ ბაქოს გრანდ სლემის გამარჯვებას, პირველად მოიგე გრანდ სლემი, როგორი ემოცია იყო ეს შენთვის?! გამარჯობა, ნამდვილად დიდი ემოციები მქონდა და ძალიან გამიხარდა ეს წარმატება, რადგან უფროსებში ეს ჩემთვის პირველი ტიტული იყო და პირველივე რომ ბაქოს გრანდ […]
ამირან პაპინაშვილმა იანისლავ გერჩევი დაამარცხა
ამირან პაპინაშვილმა მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე მეორე გამარჯვება მოიპოვა და მეოთხე ეტაპზე გავიდა. მან ბულგარელი იანისლავ გერჩევი იპონით დაამარცხა. მისი მომავალი მეტოქე ცნობილია, იგი მასპინძელ ორჰან საფაროვს ხვდება. სულ მალე ტატამზე ლუხუმ ჩხვიმიანი გამოჩნდება.
ამირან პაპინაშვილი მსოფლიო ჩემპიონატის 1/4 ფინალშია
ქართველი ფალავანი, ამირან პაპინაშვილი 1/8 ფინალში მასპინძელ ორხან საფაროვს შეხვდა და გაიმარჯვა. იგი 1/4 ფინალში გავიდა, სადაც ბრაზილიელ ერიკ ტაკაბატაკესა და ყაზახ გუსმან ყირგიზბაიევს შორის გამარჯვებულს შეხვდება.
ამირან პაპინაშვილი ბრინჯაოსთვის იჭიდავებს
ქართველი ფალავანი, ამირან პაპინაშვილი, მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში რუსეთის სახელით მოასპარეზე რობერტ მშვიდობაძესთან დამარცხდა. პაპინაშვილის მეტოქე ბრინჯაოსთვის ბრძოლაში აზერბაიჯანელი ჰუსეინოვი იქნება. ორთაბრძოლა დაახლოებით 30-40 წუთში გაიმართება. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ძიუდოში მხოლოდ 2 მსოფლიოს ჩემპიონი ჰყავს: ავთანდილ ჭრიკიშვილი (2014) და ირაკლი ცირეკიძე (2007).
ამირან პაპინაშვილი და ლუხუმ ჩხვიმიანი მესამე ეტაპზე გავიდნენ
დღეს, 20 სექტემბერს ბაქოში სტარტი აიღო მსოფლიოს ჩემპიონატმა. მოგეხსენებათ, რომ საქართველოს ნაკრები 10 ძიუდოისტით იასპარეზებს. დღეს, -60 კილოგრამ წონით კატეგორიაში ორი ქართველი ასპარეზობს. ამირან პაპინაშვილი და ლუხუმ ჩხვიმიანი. ორივემ მოიგო თავისი პირველი შეხვედრა და მესამე ეტაპზე გავიდნენ. ამირან პაპინაშვილის მეტოქე, მესამე ეტაპზე ბულგარელი იანისლავ გერჩევი იქნება, ხოლო რაც შეეხება ჩხვიმიანს, მისი მეტოქე იაპონელი რიუჯიუ ნაგაიამაა.
ქართველ ძიუდოისტთა სავარაუდო შემადგენლობა ბაქოს მსოფლიო ჩემპიონატისთვის
ძიუდოისტთა ნაკრებმა ამ წელს ბევრი კრიზისი და სკანდალი გადაიტანა. ჯერ იყო და ევროპის ჩემპიონატი ჩავაგდეთ და ამ მოვლენას მთავარი მწვრთნელი ირაკლი ცირეკიძე გადაჰყვა. შემდეგ ნაკრებმა ლოკაუტი გამოაცხადა ფედერაციის პრეზიდენტის – დავით ქევხიშვილის გადადგომამდე. ხმაურიანი და სისხლიანი გარჩევების შემდეგ პრეზიდენტი გადადგა, მაგრამ ჯერჯერობით ჩვენ ნაკრებს დალაგებული არაფერი ეტყობა, მთავარი მწვრთნელის და ფედერაციის ხელმძღვანელის თანამდებობა ვაკანტურია, რეალური […]
ახალი რეიტინგი: პაპინაშვილი დაქვეითდა
ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ (IJF) განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა. მოგეხსენებათ, 23-25 თებერვალს დიუსელდორფის გრანდ სლემი მიმდინარეობდა. ახალი რეიტინგის მიხედვით, ამირან პაპინაშვილი (-60) ერთი პოზიციით დაქვეითდა და მე-3 ადგილზე გადავიდა. საქმე იმაშია, რომ ამირანი ამ ტურნირზე არ ასპარეზობდა. იაპონელმა ნაგაიამა რიუჯუმ კი ოქროს მედალი მოიპოვა, აქტივში 1000 ქულა ჩაიწერა და ამირანს გადაასწრო. უნდა აღინიშნოს, რომ -60 წონით კატეგორიის […]