საქართველოს ნაკრებმა ევროპულ თამაშებზე გამოსვლა 30 მედლით დაასრულა
ბერძნულ – რომაული სტილით მოჭიდავე იაკობ ქაჯაია ბოლო სპორტსმენი იყო ვინც საქართველოს სახელით მინსკის რიგით მეორე ევროპულ თამაშებზე იასპარეზა. 130 კგ. წონითი კატეგორიის ფინალში იაკობი ბელარუს მეტოქესთან 1:5 დამარცხდა და ვერცხლის მედალი მოიპოვა. საქართველოს ნაკრებმა კი საბოლოო ჯამში 6 ოქროს, 10 ვერცხლის და 14 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ყველაზე წარმატებული სამბისტების გამოსვლა აღმოჩნდა 4 ოქროს მედალი […]
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების შემადგენლობა აბუ-დაბის გრანდ სლემზე
27-29 ოქტრომბერს სტარტს აიღებს აბუ-დაბის გრანსლემი, სადაც 12 ქართველი ძიუდოისტი იასპარეზებს. გთავაზობთ ქართველ ძიუდოისტებს, რომლებიც აბუ-დაბიში საქართველოს ღირსებას დაიცავენ. -60 კგ – ამირან პაპინაშვილი; ლუხუმ ჩხვიმიანი -66 კგ – ვაჟა მარგველაშვილი -73 კგ – ლაშა შავდათუაშვილი; ფრიდონ გიგანი -81 კგ – ზებედა რეხვიაშვილი -90 კგ – უშანგი მარგიანი; ავთანდილ ჭრიკიშვილი -100 კგ – ვარლამ ლიპარტელიანი; ლაშა […]
ქართველ ძიუდოისტთა სავარაუდო შემადგენლობა ბაქოს მსოფლიო ჩემპიონატისთვის
ძიუდოისტთა ნაკრებმა ამ წელს ბევრი კრიზისი და სკანდალი გადაიტანა. ჯერ იყო და ევროპის ჩემპიონატი ჩავაგდეთ და ამ მოვლენას მთავარი მწვრთნელი ირაკლი ცირეკიძე გადაჰყვა. შემდეგ ნაკრებმა ლოკაუტი გამოაცხადა ფედერაციის პრეზიდენტის – დავით ქევხიშვილის გადადგომამდე. ხმაურიანი და სისხლიანი გარჩევების შემდეგ პრეზიდენტი გადადგა, მაგრამ ჯერჯერობით ჩვენ ნაკრებს დალაგებული არაფერი ეტყობა, მთავარი მწვრთნელის და ფედერაციის ხელმძღვანელის თანამდებობა ვაკანტურია, რეალური […]
ქართველი ძიუდოისტები ოსაკას გრანდ სლემზე უძლიერესი შემადგენლობით მიდიან (შემადგენლობა)
23 ნოემბერს, სტარტს აიღებს იაპონიის გრანდ სლემი, სადაც საქართველოს სახელით 8 ძიუდოისტი იასპარეზებს. გთავაზობთ საქართველოს ნაკრების შემადგენლობას: -60 კგ: ლუხუმ ჩხვიმიანი; -66: ვაჟა მარგველაშვილი; -73: ლაშა შავდათუაშვილი, ფრიდონ გიგანი; -81: ნუგზარ ტატალაშვილი; -90: უშანგი მარგიანი; -100: ვარლამ ლიპარტელიანი; +100: გურამ თუშიშვილი.
ცნობილია რა ოდენობის თანხა გამოიმუშავეს ძიუდოისტებმა მინსკში
მინსკის მე-2 ევროპულ თამაშებზე ქართველმა ძიუდოისტებმა ჯამში 7 მედალი მოიპოვეს. 2 ოქროს, 1 ვერცხლისა და 4 ბრინჯაოს მედლით ჩვენმა ბიჭებმა გუნდური პირველი ადგილი დაიკავეს. ცნობილია, თუ რა ოდენობის თანხა გამოიმუშავეს ქართველმა ძიუდოისტებმა მინსკში. ოქროს მედლების მოგების გამო, გურამ თუშიშვილმა (+100) და ლუხუმ ჩხვიმიანმა (-60) 119-119 ათასი ლარი მიიღეს. თითოეულ ბრინჯაოს მედალოსანზე 59 ათასი ლარია განკუთვნილი. […]
ძიუდო – მსოფლიო ჩემპიონატზე ქართველთა მეტოქეები ცნობილია!
კვირას დილით ტოკიოში ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი აიღებს სტარტს, დღეს გამართულ კენჭისყრაზე ჩვენი ფალავნების პირველი მეტოქეები გაირკვა. 60 კგ. – ლუხუმ ჩხვიმიანი თავიდანვე ერთვება ბრძოლაში, მისი მეტოქე კი ჰონგ- კონგის წარმომადგენელი ლა იუნგ ლაი იქნება, გამარჯვების შემთხვევაში ლუხუმი ესპანელ ფრანსისკო გარიგოსს დაუპირისპირდება. ჩხვიმიანის ბადეშია რუსეთის წარმომადგენელი რობერტ მშვიდობაძე, ნახევარფინალში გასვლის შემთხვევაში ლუხუმი შეიძლება იაპონელ რიუჯუ ნაგაიამას […]
ძიუდო – უნიკალური შემთხვევა საქართველოს ჩემპიონატის ფინალში
28-29 სექტემბერს ძიუდოში საქართველოს პირველობა გაიმართა, რომელიც ულამაზესი გდებებითა და დაძაბული ბრძოლებით გამოირჩეოდა. -60 კგ წონით კატეგორიის ფინალში უნიკალური რამ მოხდა, ერთმანეთს ძმები: ამირან და ვაჟა პაპინაშვილები შეხვდნენ. ამირან პაპინაშვილმა, რომელიც საქართველოს 2-გზის ჩემპიონია (2008;2015) ფინალში არ გამოცხადდა და ჩემპიონობა მის უმცროს ძმას, 21 წლის ჯაბა პაპინაშვილს დაუთმო.
ძიუდოს ახალი რეიტინგი ცნობილია
გუშინ დასრულდა ძიუდოს მსოფლიოს ჩემპიონატი. მსოფლიოს ჩემპიონატის დასრულების შემდეგ გამოქვეყნდა ახალი რეიტინგებიც. შეგახსენებთ, რომ საქართველოს აქტივში მსოფლიოს ჩემპიონატზე 3 მედალია – 1 ოქრო (გურამ თუშიშვილი), 1 ვერცხლი (ვარლამ ლიპარტელიანი) და 1 ბრინჯაო (ამირან პაპინაშვილი). Live.ge გთავაზობთ განახლებულ რეიტინგებს სხვადასხვა კილოგრამ წონით კატეგორიებში: სასიხარულოა, რომ საერთო რეიტინგს კვლავ გურამ თუშიშვილი ლიდერობს, რომელსაც ამ დროისთვის 7202 ქულა აქვს. […]
ძიუდოს ახალი რეიტინგი ცნობილია – 6 ქართველი ათეულში
მინსკის ევროპული თამაშები ქართველი ძიუდოისტებისთვის საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა, ჩვენმა ნაკრებმა 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 4 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. დღეს ძიუდოს ახალი რეიტინგი გამოქვეყნდა სადაც პოზიციები შემდეგნაირად განაწილდა. 60 კგ-ში ამირან პაპინაშვილი ერთი ადგილით დაწინაურდა, იაპონელ რიუჯუ ნაგაიამას გაუსწრო და ამჟამად მეორე პოზიციას იკავებს, პირველ ადგილზე რუსეთის წარმომადგენელი რობერტ მშვიდობაძეა. ოქროს მედლის მოპოვების შემდეგ ათეულში […]
ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი – პაპინაშვილი და ჩხვიმიანი 1/8 ფინალში არიან
რამდენიმე საათის წინ, იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში, 2019 წლის ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატმა აიღო სტარტი. დღევანდელ, პირველ საშეჯიბრო დღეს, საქართველოს ღირსებას -60 კგ წონით კატეგორიაში ლუხუმ ჩხვიმიანი და ამირან პაპინაშვილი იცავენ. ლუხუმ ჩხვიმიანი საქმეში პირველივე ეტაპიდან ჩაერთო და მისი მეტოქე ჰონგ კონგელი იუ ლონგ ლაი იყო, რომელიც ქართველმა დაამარცხა და მეორე ეტაპზე გავიდა, სადაც მას -60 კგ […]