ქეცბაიას გუნდმა მეტოქე ქართველების გარეშე გაანადგურა – ანორთოსისი თასის ნახევარფინალში გავიდა
კვიპროსის თასის ნახევარფინალური ეტაპის საპასუხო შეხვედრაში, “ანორთოსისმა” საშინაო კედლებში, “კარმიოტისა” დიდი ანგარიშით – 5:1 დაამარცხა. ორი მატჩის ჯამში, ფამაგუსტელებმა – 7:2 მოიგეს (5:1, 2:1). საინტერესოა, რომ აღნიშნულ შეხვედრაში გამარჯვებული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ განაცხადში არცერთი ქართველი ფეხბურთელი არ შეიყვანა, თუმცა შემდეგ ეტაპზე გასვლა გიორგი ლორიას, მურთაზ დაუშვილის, თორნიკე ოქრიაშვილის და გიორგი ქვილითაიას დასვენების ფონზეც […]
სამი ქართველი ერთ გუნდში – დაუშვილი აპოელის ფეხბურთელია
გიორგი ქვილითაიასა და თორნიკე ოქრიაშვილის შემდეგ “აპოელს” ბუბა დაუშვილიც შეუერთდა. კვიპროსული გუნდი ტრანსფერს ოფიციალურად ადასტურებს. როგორც ცნობილია, ქართველმა ნახევარმცველმა “აპოელთან” 2 წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. იქიდან გამომდინარე, რომ დაუშვილს “ანორთოსისთან” ხელშეკრულება კვლავ ჰქონდა, სავარაუდოდ, გუნდმა დაუშვილის სანაცვლოდ გარკვეული თანხა გადაიხადა. 32 წლის საყრდენი ნახევარმცველი “ანორთოსისში” 2019 წლიდან თამაშობდა. ამ დროის მანძილზე ბუბამ ქეცბაიას გუნდის რიგებში […]
ნიკა კაჭარავამ კვიპროსის ჩემპიონატში მორიგი გოლი გაიტანა (ვიდეო)
კვიპროსის ჩემპიონატი ჩაიშლება – ოქრიაშვილი უკმაყოფილოა
თორნიკე ოქრიაშვილმა სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა. ქართველი ფეხბურთელის განცხადებით, კვიპროსის ჩემპიონატი აღარ განახლდება. “ანორთოსისის” 28 წლის შემტევი ნახევარმცველი ამბობს, რომ თითქმის გადაწყვეტილია, რომ წლევანდელი ჩემპიონატი კუნძულზე ჩაიშლება. “კვიპროსის ჩემპიონატის ბედი ბევრს აინტერესებდა და 99%-იანი ალბათობით, სეზონი აღარ განახლდება. ამ გადაწყვეტილების მიზეზს ვერ ვხდები. სხვა ქვეყნებში გუნდები ვარჯიშსა და თამაშს იწყებენ, 700 000-იან კუნძულზე კი – […]
ანორთოსისში კორონავირუსით ინფიცირება დადასტურდა
კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდის ინფორმაციით, “ანორთოსისის” ერთ-ერთ წევრს კორონავირუსით ინფიცირება დაუდასტურდა. ფამაგუსტური კლუბი ინფიცირებული პიროვნების სახელს და გვარს არ ადასტურებს და ინფორმაცია არც კვიპროსულ მედიაში ვრცელდება, თუმცა, მოგეხსნებათ, რომ “ანორთოსისში” 5 ქართველი ირიცხება: თემურ ქეცბაია, გიორგი ქვილითაია, გიორგი ლორია, თორნიკე ოქრიაშვილი და მურთაზ დაუშვილი. მიმდინარე სეზონში, 9 ტურის შემდეგ, “ანორთოსისს” 20 ქულა აქვს და მეორე ადგილს იკავებს.
ერთი ნაბიჯი ტიტულამდე – ქართველების ანორთოსისი თასის ფინალში გავიდა
ქართველებით დაკომპლექტებული “ანორთოსისი” კვიპროსის თასის ფინალში გავიდა. ეს მას შემდეგ გაირკვა, რაც თემურ ქეცბაიამ ყოფილი კლუბი, ნიქოზიის “აპოელი” – ნახევარფინალური ეტაპის საპასუხო შეხვედრაში – 3:1, ორი მატჩის ჯამში კი – 4:1 დაამარცხა. 21 აპრილს გამართულ მატჩში “ანორთოსისის” ძირითად შემადგენლობაში იყვნენ და სრულადაც ითამაშეს გიორგი ლორიამ და თორნიკე ოქრიაშვილმა, ხოლო გიორგი ქვილითაიამ მოედანი 64-ე წუთზე […]
ქეცბაიას და ლორიას ანორთოსისმა ქართველების აპოელი დაამარცხა და სამეულში შევიდა
კვიპროსის ჩემპიონატში, ქართული დაპირისპირება შედგა – თემურ ქეცბაიას გაწვრთნილმა “ანორთოსისმა“, რომლის კარსაც გიორგი ლორია იცავს, გიორგი ქვილითაიას, თორნიკე ოქრიაშვილის და მურთაზ დაუშვილის ნიქოზიის “აპოელი” სტუმრად – 2:0 დაამარცხა. მასპინძელი გუნდის რიგებში გიორგი ქვილითაია და მურთაზ დაუშვილი ძირითად შემადგენლობაში იყვნენ, პირველმა მათგანმა სრულად ითამაშა, მეორე კი მოედანზე მეორე ტაიმში აღარ გამოსულა. რაც შეეხება ოქრიაშვილს, იგი თამაშში […]
ოთხივე ქართველი თამაშობს – ანორთოსისი შეუჩერებელია (ვიდეო)
ქართველების კვიპროსული გუნდი წინ შესანიშნავად მიიწევს. “ანორთოსისმა” კვიპროსის ჩემპიონატში მორიგი შეხვედრა მოიგო და 9 ტურის შემდეგ წაუგებლის სტატუსს ინარჩუნებს. თემურ ქეცბაიას გაწვრთნილმა გუნდმა “ეთნიკოსს” საშინაო არენაზე 2:1 მოუგო. ოთხივე ქართველი ფეხბურთელი, გიორგი ლორია, მურთაზ დაუშვილი, ნიკა კაჭარავა და თორნიკე ოქრიაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო. პირველმა ორმა მათგანმა სრულად ითამაშა კაჭარავა და ოქრიაშვილი კი შესაბამისად 71-ე და […]
ტრანსფერის დეტალები: რა თანხას მიიღებს ანორთოსისი კაჭარავაში?
საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი ნიკა კაჭარავა კარიერას პოლონურ “ლეხში” გააგრძელებს. პოზნანურ კლუბში 26 წლის ფეხბურთელი იჯარის წესით ითამაშებს. “ანორთოსისის” ფორვარდი ექსტრაკლასას ბინადარ კლუბში ერთი სეზონის განმავლობაში ითამაშებს, შემდეგ კი “ლეხს” მისი გამოსყიდვის შესაძლებლობა ექნება. კვიპროსული მედიის ინფორმაციით, საიჯარო ხელშეკრულების ფარგლებში, თემურ ქეცბაიას გუნდი 250 000 ევროს მიიღებს, იმ შემთხვევაში კი თუ პოლონელები კაჭარავას გამოისყიდიან, კვიპროსული გუნდი […]
არასპორტული საქციელის გამო ქეცბაია კვიპროსში დააჯარიმეს
თემურ ქეცბაია კვიპროსის ფეხბურთის ფედერაციამ კიდევ ერთხელ დააჯარიმა. როგორც ცნობილია, 2 ტურის წინ, “ომონიასთან” 2:3 წაგებულ მატჩში, ქართველმა სპეციალისტმა “არასპორტული საქციელი ჩაიდინა”. კვიპროსული მედია აღნიშნავს, რომ ორივე შემთხვევაში ეს “ანორთოსისის” ფეხბურთელების მიმართ დაფიქსირდა. შეგახსენებთ, რომ ქეცბაიას ჯარიმის გადახდა აქამდეც მოუწია. “ანორთოსისის” მწვრთნელმა პრესკონფერენციებზე ჟურნალისტების კითხვებს არ უპასუხა, რისთვისაც რამდენჯერმე დაისაჯა. კვიპროსის ჩემპიონატში ჩატარებული 18 მატჩის […]
გიორგი ქვილითაია: “რთული პერიოდი მქონდა, ახლა კი ბედნიერი ვარ”
კვიპროსის თასის ფინალში გამარჯვების გოლის გატანის, ნიქოზიის “ოლიმპიაკოსის” 2:1 დამარცხების და ტიტულის მოპოვების შემდეგ, საქართველოს ნაკრების და “ანორთოსისის” თავდამსხმელმა გიორგი ქვილითაიამ პირველი ემოციები გაამჟღავნა და სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა. “არც კი ვიცი რა უნდა ვთქვა. ეს გულშემატკივარი ამას იმსახურებს. ისინი მთელი გუშინდელი დღის განმავლობაში ემზადებოდნენ ამ თამაშისთვის. ჩვენ ემოციებით ვიყავით სავსე და ამ ემოციების გამო მთელი ღამე არ მეძინა. […]
ოფიციალურად: თემურ ქეცბაია კვიპროსის ნაკრების მწვრთნელი გახდა!
კვიპროსის ფეხბურთის ფედერაციამ ბოლო პერიოდის განმავლობაში მედიაში გავრცელებული ინფორმაცია ოფიციალურად დაადასტურა – საქართველოს ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი, თემურ ქეცბაია კვიპროსის ეროვნული გუნდის ხელმძღვანელი გახდა. კონტრაქტის მიხედვით, თემურ ქეცბაიამ ნაკრებს 2026 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის დასრულებამდე უნდა უხელმძღვანელოს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ თემურ ქეცბაიას კონტრაქტის მიხედვით ექნება შესაძლებლობა, სხვა კლუბის ან ნაკრების დაინტერესების შემთხვევაში, კვიპროსის ფეხბურთის […]