რამდენიმე წუთის წინ, კვიპროსის თასის 1/8 ფინალური მატჩი გაიმართა, სადაც ნიკოლოზ კაჭარავას “ანორთოსისი” “აკრიას ჩლორაკას” ესტუმრა და 0–7 გაიმარჯვა. სტუმართა შემადგენლობაში ითამაშა ქართველმა ცენტ–ფორვარდმა ნიკოლოზ კაჭარავამ, რომელმაც მატჩის 84–ე და 89–ე წუთებზე მასპინძელთა კარგის აღება შეძლო და დუბლი შეასრულა. საბოლოოდ, “ანორთოსისი” კვიპროსის თასის 1/4 ფინალში გავიდა, სადაც მისი მეტოქე “პარამლინსა” და “ვოროკლინს” შორის გამარჯვებული იქნება.