ოქრიაშვილი ანორთოსისს ტოვებს, მაგრამ კვიპროსში რჩება
კვიპროსული მედიის ინფორმაციით, თორნიკე ოქრიაშვილი მალე კარიერას ახალ კლუბში გააგრძელებს. ბერძნულენოვანი პრესა აქტიურად წერს, რომ საქართველოს ნაკრების ათიანი ქვეყნის ბოლო ორი სეზონის ჩემპიონ “ომონიაში” გადაბარგდება. “ჩვენს მიერ აქამდე გავრცელებულ ცნობასთან დაკავშირებით არაფერი შეცვლილა. თუ ოქრიაშვილი უცხოურ შემოთავაზებას არ დათანხმდება, მაშინ მისი დამატებისთვის ბრძოლაში ლიდერი “ომონია” გახდება. ამ ეტაპისთვის “ანორთოსისის” შემტევის სურვილი კარიერის სხვა ქვრყანაში გაგრძელებაა […]
კვიპროსული მედია: ქართველები ანორთოსისს ტოვებენ
კვიპროსული მედია საქართველოს ნაკრების მეკარის, გიორგი ლორიას და ავთო ებრალიძის საკლუბო კარიერის მომავლის შესახებ წერს და ამბობს, რომ დიდი შანსია, 37 წლის კარის დარაჯმა და 31 წლის შემტევმა მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ “ანორთოსისი” დატოვონ. ამის შესახებ ინფორმაციას კვიპროსული მედია ავრცელებს და წერს, რომ როგორც გიორგი ლორია, ისე ავთო ებრალიძე კლუბის დატოვებისთვის ემზადებიან. ებრალიძესთან დაკავშირებით ნათქვამია, […]
ქეცბაია: “ასე ხდება, როცა მეტოქეს არ აფასებ, პასუხისმგებლობას ჩემს თავზე ვიღებ”
ქართველთა “ანორთოსისი” კვიპროსის ჩემპიონატში ტიტულისთვის იბრძვის. საჩემპიონო ჯგუფის დაწყებამდე 1 ტურით ადრე კი, 5 ქართველი ფეხბურთელისა და სამწვრთნელო შტაბის გუნდმა ერთ-ერთ აუტსაიდერ “ეთნიკოსთან” გამანადგურებელი ანგარიშით – 0:5 წააგო. შეხვედრის შემდეგ, ფამაგუსტელთა მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო. “მეტოქეს ამ გამარჯვებას ვულოცავ, თამაშიდან გამოჩნდა, რომ მათ ეს შედეგი დაიმსახურეს. არადა, ყველაფერი პირიქით უნდა ყოფილიყო. ჩვენ […]
ოქრიაშვილი ანორთოსისში რჩება? – კვიპროსული მედია ქართველის მომავალზე წერს
კვიპროსული მედიის ინფორმაციით, თორნიკე ოქრიაშვილი “ანორთოსისთან” კონტრაქტს გაახანგრძლივებს. “28 წლის ფეხბურთელს გუნდთან კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულამდე აქვს, მისი გუნდში დარჩენის შესახებ მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია. რა თქმა უნდა, პროცესი ჯერ მხოლოდ ადრეულ ეტაპზეა, მაგრამ ფამაგუსტურ კლუბში ყველას იმედი აქვს, რომ ოქრიაშვილი გუნდში დარჩება. “ანორთოსისის” სურვილია, რომ კონტრაქტი თორნიკეს გარდა, გიორგი ლორიასთან და მთავარ მწვრთნელ თემურ ქეცბაიასთან […]
მთავარი არბიტრი ცნობილია: მსაჯი, რომელსაც საქართველო-ესპანეთის მატჩზე აქამდეც უმუშავია
საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეორე ტურში, ესპანეთს დაუპირისპირდება. ცნობილია, რომ შეხვედრას საკმაოდ გამოცდილი არბიტრი, რადუ მარიან პეტრესკუ მოემსახურება. რუმინელი არბიტრი ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის თუ ევროპის ლიგის შეხვედრებს ხშირად ხელმძღვანელობს და დიდი სანაკრებო ტურნირების შესარჩევ რაუნდებზეც მუშაობს ხოლმე. საინტერესოა, რომ 38 წლის რეფერის საქართველოსთან გადაკვეთა აქამდეც ჰქონია და ის სამ […]
თემურ ქეცბაია: “კვარაცხელია საკუთარ თავზე მუშაობას არ უნდა შეეშვას, დრო მოვა და რუბინიდან წავა”
საქართველოს პირველი არხის საფეხბურთო გადაცემა “ტაიმაუტში” სტუმრობისას, საქართველოს ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, თემურ ქეცბაიამ ქართული ფეხბურთის ორი ამოამავლი ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიასა და გიორგი ჩაკვეტაძის შესახებ ისაუბრა. “ეს ორი ფეხბურთელი იმსახურებს, რომ უკეთესი დონის კლუბსა და ჩემპიონატში თამაშობდნენ. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ის არ გააკეთო, რაც გასაკეთებელია. უნდა გააგრძელონ შრომა და თამაში, ჯერ გუნდში გამოიჩინონ […]
ოფიციალურად: დაუშვილი ქეცბაიას გუნდის ფეხბურთელია
დღეს ოფიციალურად დადასტურდა, რომ ბუბა დაუშვილი კარიერას ფამაგუსტას “ანორთოსისში” გააგრძელებს. თემურ ქეცბაიას გუნდმა მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე მე-4 ქართველი ფეხბურთელი დაიმატა. შეგახსენებთ, რომ “ანორთოსისთან” კონტრაქტი გიორგი ლორიამ, თორნიკე ოქრიაშვილმა და ნიკა კაჭარავამაც გააფორმეს. რაც შეეხება დაუშვილს, 30 წლის ნახევარმცველი კვიპროსული გუნდის შემადგენლობაში 2021 წლამდე ითამაშებს. ბუბა ბოლოს უნგრულ “ჰალაბაშში” იყო, სადაც 18 მატჩი ჩაატარა.
ანანიძე: “ფეხბურთი ძალიან მომენატრა, მინდა დავამტკიცო, რომ როტორში თამაშის ღირსი ვარ”
საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა ჯანო ანანიძემ ვოლგოგრადის “როტორთან” კონტრაქტის გაფორმების შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა. “საქართველოში ვიყავი, როცა “როტორიდან” დამირეკეს. მანამდე, სამშობლოდან და თურქეთიდან მქონდა შემოთავაზებები, თუმცა ოფიციალური წინადადება მხოლოდ “როტორმა” შემომთავაზა. მე რუსეთის ჩემპიონატს კარგად ვიცნობ, როგორც ფეხბურთელი აქ გავიზარდე და 15 წლის ასაკიდან 11 სეზონი სწორედ რუსეთში გავატარე, სპარტაკში ბევრი მეგობარი შევიძინე და კარგი დრო […]
ანორთოსისში შესაძლოა კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი გადავიდეს
შესაძლოა, “ანორთოსისში” იანვრის სატრანსფერო ფანჯარაზე კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი გადავიდეს. კვიპროსული მედიის ინფორმაციით, გიორგი აბურჯანიამ “რეალ ოვიედოსთან” კონტრაქტის გაწყვეტა მოითხოვა, რათა პირველივე შესაძლებლობის დროს კლუბი დატოვოს. balla.com.cy-ის თანახმად, არის შანსი, რომ 25 წლის ნახევარმცველი ქართველების “ანორთოსისს” შეუერთდეს. შეგახსენებთ, რომ აბურჯანია ფამაგუსტას გუნდში 2014 წელს ერთხელ უკვე თამაშობდა. სწორედ კვიპროსული კარიერის შემდეგ გადავიდა გიორგი პირველად ესპანეთში, […]
“ფინალამდე მხოლოდ გამარჯვებისთვის მოვედით” – თემურ ქეცბაიას ინტერვიუ სეზონის გადამწყვეტი მატჩის წინ
“ანორთოსისის” მთავარმა მწვრთნელმა, თემურ ქეცბაიამ სეზონის მთავარი და კვიპროსულ კლუბში თავისი ბოლო შეხვედრის წინ, გუნდში არსებულ განწყობაზე, მეტოქის ძალებზე, ტიტულის მოპოვების შანსებსა და ამ მატჩის მნიშვნელობაზე კვიპროსულ მედიასთან ინტერვიუში ისაუბრა. “ეს არის ის, რაც ბევრჯერ განგვიცდია. ასეთ მომენტში პირველად არ ვიმყოფებით და როცა ასეთ თამაშში მონაწილეობის მიღების უფლებას მოიპოვებ, ემოციები ყოველთვის ერთგვარი გაქვს. ტიტულის მოპოვების სურვილი ძალინ […]
“ერთ-ერთი საუკეთესო ტრანსფერი – ქვილითაიას დონის ფეხბურთელი აპოელს არ ჰყავს” – კვიპროსში ქართველ ფეხბურთელზე წერენ
კვიპროსული მედია საქართველოს ნაკრების თავდამსხმელის, გიორგი ქვილითაიას შესახებ საინტერესო სტატიას აქვეყნებს. protathlima.cyprustimes-ი ქართველების “აპოელის” ამჟამინდელ მდგომარეობას განიხილავს და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ გიორგი ქვილითაიას დონის საფეხბურთო უნარ-ჩვევების მქონე ფეხბურთელი ნიქოზიურ კლუბს არ ჰყავს და რომ კუნძულის ჩემპიონატისთვის ეს ერთ-ერთი საუკეთესო ტრანსფერია. “შესაძლოა აპოელს გუნდურად შესანიშნავი ნახევარდაცვა ჰყავს, მაგრამ არიან შეუცვლელი ფეხბურთელებიც. ამ შემთხვევაში აშკარაა, რომ გიორგი […]
კვიპროსული მედია: ანანიძე ხვალ ანორთოსისთან კონტრაქტს გააფორმებს
მას შემდეგ, რაც ჯანო ანანიძემ “სპარტაკთან” კონტრაქტი გაწყვიტა, კვიპროსული მედია გააქტიურდა. Alphanews-ის ინფორმაციით, 27 წლის ქართველი ფეხბურთელი ხვალ კუნძულზე ჩავა და “ანორთოსისისხელმძღვანელებს შეხვდება, რის შემდეგაც კლუბთან კონტრაქტს გააფორმებს. კვიპროსელები წერენ, რომ ანანიძის ტრანსფერის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი თემურ ქეცბაიას ფაქტორია. შეგახსენებთ, რომ “ანორთოსისში” კიდევ 4 ქართველი ფეხბურთელი: ბუბა დაუშვილი, გიორგი ლორია, თორნიკე ოქრიაშვილი და ნიკა კაჭარავა […]