ანანიძე ანორთოსისში სადებიუტო მატჩში უმძიმეს ტრავმას გადაურჩა (ვიდეო)
ანანიძე: “ანორთოსისში ქეცბაიას გამო გადავედი”
ჯანო ანანიძე “ანორთოსისის” ფეხბურთელი გახდა. ქართველი ფეხბურთელის ტრანსფერი კვიპროსულ გუნდში ოფიციალურად დადასტურდა. 27 წლის ნახევარმცველმა ფამაგუსტას გუნდის ოფიციალურ საიტთან კომენტარი გააკეთა, სადაც “ანორთოსისში” ტრანსფერის მთავარ მიზეზსა და სხვა დეტალებზე ისაუბრა. – რას ფიქრობ ახლა, როგორც “ანორთოსისის” ფეხბურთელი? – აქ გადმოსვლით ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან ჩემი კარიერის ერთ-ერთი მთავარი მიზანი იყო ის, რომ თავი სხვა ჩემპიონატშიც […]
ანანიძე: “ფეხბურთი ძალიან მომენატრა, მინდა დავამტკიცო, რომ როტორში თამაშის ღირსი ვარ”
საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა ჯანო ანანიძემ ვოლგოგრადის “როტორთან” კონტრაქტის გაფორმების შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა. “საქართველოში ვიყავი, როცა “როტორიდან” დამირეკეს. მანამდე, სამშობლოდან და თურქეთიდან მქონდა შემოთავაზებები, თუმცა ოფიციალური წინადადება მხოლოდ “როტორმა” შემომთავაზა. მე რუსეთის ჩემპიონატს კარგად ვიცნობ, როგორც ფეხბურთელი აქ გავიზარდე და 15 წლის ასაკიდან 11 სეზონი სწორედ რუსეთში გავატარე, სპარტაკში ბევრი მეგობარი შევიძინე და კარგი დრო […]
ანანიძემ სპარტაკიდან წასვლის მიზეზებზე ისაუბრა
ჯანო ანანიძემ იანვრის სატრანსფერო ფანჯარაზე მოსკოვის “სპარტაკი” დატოვა და “ანორთოსისში” გადავიდა. ქართველმა ფეხბურთელმა რუსულ კლუბთან 12-წლიანი ურთიერთობის დასრულების მიზეზებზე ისაუბრა. “ძალიან განაწყენებული ვიყავი, როდესაც ლეონიდ ფედუნმა თქვა, რომ გუნდის დონეს არ შევესაბამებოდი. მე “სპარტაკის” ისტორიაში საუკეთესო გუნდის ძირითადი შემადგენლობისთვის ვიბრძოდი და კონკურენციას სერიოზულ მოთამაშეებს ვუწევდი,” – თქვა ანანიძემ.
ანორთოსისის ფეხბურთელები ნიკა კაჭარავას დაემშვიდობნენ (ფოტო)
“ანორთოსისის” ქართველი ლეგიონერები ნიკა კაჭარავას სოციალური ქსელის მეშვეობით დაემშვიდობნენ. როგორც მოგეხსენებათ, 26 წლის თავდამსხმელი უახლოეს პერიოდში პოლონურ “ლეხს”, იჯარით შეუერთდება. წარმატებები! მოგვენატრები, ძმაო. შევხვდებით საქართველოს ნაკრებში,” – წერს თორნიკე ოქრიაშვილი.
ანორთოსისის ქართველ ფეხბურთელებს კორონავირუსი არ დაუდასტურდათ
გუშინ გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ “ანორთოსისის” ერთ-ერთ ფეხბურთელს კორონავირუსი დაუდასტურდა. დადებითი პასუხის მიღების შემდეგ, კვიპროსული გუნდის მოთამაშეებს COVID19-ზე ტესტები ჩაუტარდათ. შეგახსენებთ, რომ “ანორთოსისში” საქართველოს ნაკრების 4 ფეხბურთელი: გიორგი ქვილითაია, გიორგი ლორია, ბუბა დაუშვილი და თორნიკე ოქრიაშვილი თამაშობს. აქედან გამომდინარე, ჩრდილოეთ მაკედონიასთან მათი ჯანმრთელობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. როგორც ცნობილია, “ანორთოსისის” არცერთ სხვა მოთამაშეს კორონავირუსი არ დაუდასტურდა. […]
ანორთოსისმა ნიკა კაჭარავას გოლით მოქმედი ჩემპიონი დაამარცხა | VIDEO
ანორთოსისმა ოქრიაშვილის გოლით მოიგო (ვიდეო)
კვიპროსის ჩემპიონატის მეორე ტურის შეხვედრა “ანორთოსისმა” “პაფოსთან” – 1:0 მოიგო. გამარჯვების შემოქმედი საქართველოს ნაკრების შემტევი თორნიკე ოქრიაშვილი გახდა. ქართველმა ფეხბურთელმა მატჩის ძირითადი დროის ბოლო წუთზე 11-მეტრიანი ზუსტად შეასრულა და თავის გუნდს 3 ქულა მოუტანა. ოქრიაშვილთან ერთად, შეხვედრის ძირითად შემადგენლობაში იყო სამივე ქართველი ლეგიონერი: გიორგი ლორიამ და მურთაზ დაუშვილმა შეუცვლელად ითამაშეს, ნიკა კაჭარავამ კი მოედანი 58-ე […]
ანორთოსისმა ჩემპიონსაც მოუგო – ქართველების გუნდი შეუჩერებელია
ქართველების “ანორთოსისი” შესანიშნავ ფორმაშია. თემურ ქეცბაიას გაწვრთნილმა გუნდმა კვიპროსის ჩემპიონატში ზედიზედ მესამე და ბოლო 7 ტურში მეექვსე მატჩი მოიგო. თანაც, ამჯერად ფამაგუსტელებმა მოქმედ ჩემპიონ “აპოელს” (1:0) სძლიეს. ქეცბაიას გუნდის ძირითად შემადგენლობაში იყო საქართველოს ნაკრების ოთხივე ფეხბურთელი: გიორგი ლორიამ და მურთაზ დაუშვილმა სრულად ითამაშეს, ნიკა კაჭარავამ და თორნიკე ოქრიაშვილმა კი მოედანი შესაბამისად 46-ე და 88-ე წუთზე […]
ანორთოსისმა ჩისკო მუნიოსი დაითხოვა
ქართული ფეხბურთისთვის კარგად ნაცნობმა კლუბმა, ფამაგუსტის “ანორთოსისმა” ჩვენთვის ასევე კარგად ცნობილი მწვრთნელი, ჩისკო მუნიოსი მთავარი მწვრთნელის პოზიციიდან გაათავისუფლა. გუნდმა, რომელშიც ბოლო წლების განმავლობაში არაერთმა ქართველმა ფეხბურთელმა თუ მწვრთნელმა იმუშავა, ახლა კი გიორგი ლორია და ავთო ებრალიძე თამაშობენ, ესპანელი ახალგაზრდა სპეციალისტი 13 შეხვედრაში ხელმძღვანელობის შემდეგ დაითხოვა. 42 წლის სპეციალისტმა 4 გამარჯვების მოპოვება მოახრეხა, 2 შეხვედრა ფრედ დაასრულა, […]
ანორთოსისში კორონავირუსით ინფიცირება დადასტურდა
კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდის ინფორმაციით, “ანორთოსისის” ერთ-ერთ წევრს კორონავირუსით ინფიცირება დაუდასტურდა. ფამაგუსტური კლუბი ინფიცირებული პიროვნების სახელს და გვარს არ ადასტურებს და ინფორმაცია არც კვიპროსულ მედიაში ვრცელდება, თუმცა, მოგეხსნებათ, რომ “ანორთოსისში” 5 ქართველი ირიცხება: თემურ ქეცბაია, გიორგი ქვილითაია, გიორგი ლორია, თორნიკე ოქრიაშვილი და მურთაზ დაუშვილი. მიმდინარე სეზონში, 9 ტურის შემდეგ, “ანორთოსისს” 20 ქულა აქვს და მეორე ადგილს იკავებს.
ანორთოსისში შესაძლოა კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი გადავიდეს
შესაძლოა, “ანორთოსისში” იანვრის სატრანსფერო ფანჯარაზე კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი გადავიდეს. კვიპროსული მედიის ინფორმაციით, გიორგი აბურჯანიამ “რეალ ოვიედოსთან” კონტრაქტის გაწყვეტა მოითხოვა, რათა პირველივე შესაძლებლობის დროს კლუბი დატოვოს. balla.com.cy-ის თანახმად, არის შანსი, რომ 25 წლის ნახევარმცველი ქართველების “ანორთოსისს” შეუერთდეს. შეგახსენებთ, რომ აბურჯანია ფამაგუსტას გუნდში 2014 წელს ერთხელ უკვე თამაშობდა. სწორედ კვიპროსული კარიერის შემდეგ გადავიდა გიორგი პირველად ესპანეთში, […]