არგენტინისა და ხორვატიის შეხვედრის მსაჯი ცნობილია
არგენტინასა და ხორვატიას შორის მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალური ეტაპის შეხვედრას იტალიელი მსაჯი, დანიელე ორსატო გაუძღვება. მისი ასისტენტები ჩირო კარბონე და ალესანდრო ჯალატინი იქნებიან. მიმდინარე მუნდიალზე ორსატომ ჯგუფური ეტაპის ორ მატჩში (კატარი 0:2 ეკვადორი; არგენტინა 2:0 მექსიკა) იმსაჯა, ფეხბურთელებს 11 ყვითელი ბარათი უჩვენა და ერთი პენალტი დანიშნა. არგენტინისა და ხორვატიის მატჩი სამშაბათს, 13 დეკემბერს, 23:00 საათზეა ჩანიშნული.
არგენტინული მედიის ცნობით, ლიონელ სკალონი ეროვნულ ნაკრებთან კონტრაქტს გაახანგრძლივებს
ლიონელ სკალონი არგენტინის ეროვნულ ნაკრებს 2026 წლამდე უხელმძღვანელებს. ინფორმაციას TyC Sports-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, მხარეებს შორის შეთანხმება უკვე მიღწეულია და 44 წლის სპეციალისტი ახალ ხელშეკრულებას ხელს მარტში მოაწერს. სკალონი ,,ალბისელესტეს” მთავარ მწვრთნელად 2018 წელს დაინიშნა. მისი ხელმძღვანელობით არგენტინამ მსოფლიო ჩემპიონატი (2022 წელს), კოპა ამერიკა (2021 წელს) და ფინალისიმა (2022 წელს) მოიგო.
ბრაზილიასთან მარცხის შემდეგ ლეო მესიმ მსაჯები გააკრიტიკა
კოპა ამერიკის ნახევარფინალურ შეხვედრაში ბრაზილია არგენტინას დაუპირისპირდა. მატჩი ბრაზილიის გამარჯვებით, ანგარიშით 2:0 დასრულდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბარში ლეო მესიმ უკმაყოფილება ვერ დამალა და მსაჯები გააკრიტიკა. არგენტინელი სუპერვარსკვლავის მტკიცებით, მსაჯები ბრაზილიის სასარგებლოდ არაერთხელ შეცდნენ და “ალბისელესტეს” პენალტი არ დაუდეს. განსაკუთრებული უკმაყოფილება ლეო მესიმ არგენტინის კარში გასული მეორე გოლის შესახებ გამოხატა. მესის მტკიცებით, გოლის გაშვებამდე მსაჯს […]
ლივერპულის ფარული მარგალიტი, სი სენიორ!
“ლივერპულს” წაგება დაავიწყდა. იურგენ კლოპის იმპერიული გუნდი ინგლისის პემიერლიგაში 40 შეხვედრაა არ დამარცხებულა (ერთ კალენდრულ წელიწადზე მეტი დრო) და ჟოზე მოურინიოს “ჩელსის” სარეკორდო შედეგი გაიმეორა. წითლები “არსენალის” დღემდე ხელშეუხებელ ბრწყინვალე რეკორდსაც უახლოვდებიან – 49 მატჩი მარცხის გარეშე. უდიდესი ალბათობით, გერმანელი მესაჭის მონსტრი მანქანა ამ მიღწევასაც გაიმეორებს – წინ 9 მატჩია და აქედან არცერთი დიდი ექვსეულის […]
კოპა ამერიკა – არგენტინამ ურუგვაის მოუგო და პირველ ადგილზე გადაინაცვლა (მიმოხილვა)
კოპა ამერიკის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში არგენტინის ეროვნულმა ნაკრებმა ურუგვაი 1:0 დაამარცხა. ,,ალბისელესტემ” მატჩის სტარტზე რამდენიმე მომენტი შექმნა, რასაც შედეგი მალევე მოყვა – შეხვედრის ერთადერთი გოლი მე-13 წუთზე გვიდო როდრიგესმა გაიტანა, რომელმაც ლეო მესის გადაცემით ისარგებლა. მეორე ნახევარში ურუგვაის ნაკრები ბურთს ფლობდა, თუმცა ოსკარ ტაბარესის გუნდმა მეტოქის კარისკენ მხოლოდ ერთხელ დაარტყა. 2 ტურის შემდეგ არგენტინა […]
იტალია 0:3 არგენტინა (მიმოხილვა)
მუნდიალი 2022 | მსოფლიო ჩემპიონატზე ყველაზე ძვირადღირებული ნაკრები ინგლისს ეყოლება
Transfermarkt-მა ყატარის მსოფლიო ჩემპიონატის 10 ყველაზე ძვირადღირებული ნაკრები დაასახელა. ვებგვერდის მონაცემებით, ათეულში პირველ პოზიციაზე ინგლისის ეროვნული ნაკრებია, რომლის შემადგენლობაც 1,26-მილიარდ ევროდაა შეფასებული. მეორე ადგილს ბრაზილია იკავებს – ,,სელესაოს” ფეხბურთელთა საერთო ფასი 1,14 მილიარდი ევროა. მესამე ადგილზე მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი – საფრანგეთია (1,03 მილიარდი ევრო). 10 ყველაზე ძვირადღირებული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე: ინგლისი (1,26 მილიარდი ევრო) ბრაზილია […]
ჟინიაკი: ,,ფრანგი ვარ, მაგრამ მესის მსოფლიო ჩემპიონობა მსურს”
საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ყოფილ ფეხბურთელს, ანდრე-პიერ ჟინიაკს, ლეო მესის მსოფლიო ჩემპიონობა სურს: ..დღეს არგენტინაში უნდათ, რომ მესიმ მსოფლიო ჩემპიონატი მოიგოს, ფრანგი ვარ, მაგრამ იგივეს მეც ვისურვებდი, რადგან ლეო ამას იმსახურებს. მას ლიდერის ტემპერამენტი აქვს,” – განაცხადა ჟინიაკმა. მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში არგენტინის ეროვნული ნაკრები საფრანგეთს შეხვდება. მატჩი დღეს, 19:00 საათზეა ჩანიშნული. დეშამი: ,,შესაძლოა, მესის ჩემპიონობა ზოგიერთ […]