არგენტინის ეროვნული ნაკრების კაპიტანმა, ლეო მესიმ, მომავალ მსოფლიო ჩემპიონატზე ისაუბრა: ,,ჩვენთვის, არგენტინელებისთვის, რთულია, მშვიდად ვიყოთ. ახლა გამარჯვების პრეტენდენტთა შორის ვართ, მაგრამ ეს სულ ასე არ ყოფილა. მსოფლიო ჩემპიონატი ძალიან რთული ტურნირია. მოგებისთვის ბოლომდე უნდა დაიხარჯო. ბევრ გუნდს სურს მიაღწიოს იმავეს, რაც ჩვენ გვინდა. თუ კარგად არ ვითამაშებთ, ჩვენი ბარიერის გადალახვას ბევრი შეძლებს,” – განაცხადა მესიმ. […]