დრეიკმა არგენტინის ნაკრების მოგებაზე 1 მილიონი დოლარი დადო
დრეიკმა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ შეხვედრაში არგენტინის ეროვნული ნაკრების გამარჯვება ივარაუდა. კანადელმა რეპერმა ,,ალბისელესტეს” მოგებაზე 1 მილიონი დოლარი დადო და ბილეთის ფოტო სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. View this post on Instagram A post shared by champagnepapi (@champagnepapi) დრეიკმა რამდენიმე თვის წინ, 833 ათასი კანადური დოლარი (600 ათასი ამერიკული დოლარი) ,,ბარსელონასა” და ,,არსენალის” მოგებებზე დადო. ,,მეთოფეებმა” იმარჯვეს, თუმცა […]
მარტინესი: ,,კოპა ამერიკაზე ფავორიტად ბრაზილიას ასახელებდნენ, ახლა – საფრანგეთს”
არგენტინის ეროვნული ნაკრების მეკარემ, ემილიანო მარტინესმა, მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ მატჩზე ისაუბრა: ,,საუდის არაბეთთან წაგების შემდეგ, ვთქვით, რომ ფინალში სათამაშოდ ყველაფერს გავაკეთებდით და ახლა აქ ვართ. საფრანგეთი მხოლოდ ერთი ფეხბურთელის გუნდი არ არის, ეს ძალიან საშიში ნაკრებია, რომელსაც მსოფლიო დონის მცველები ჰყავს. ვეცდებით, ჩვენი ფეხბურთი ვითამაშოთ… კოპა ამერიკაზე ფავორიტად ბრაზილიას ასახელებდნენ, ახლა – საფრანგეთს. ეს მოგვწონს, […]
ჟინიაკი: ,,ფრანგი ვარ, მაგრამ მესის მსოფლიო ჩემპიონობა მსურს”
საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ყოფილ ფეხბურთელს, ანდრე-პიერ ჟინიაკს, ლეო მესის მსოფლიო ჩემპიონობა სურს: ..დღეს არგენტინაში უნდათ, რომ მესიმ მსოფლიო ჩემპიონატი მოიგოს, ფრანგი ვარ, მაგრამ იგივეს მეც ვისურვებდი, რადგან ლეო ამას იმსახურებს. მას ლიდერის ტემპერამენტი აქვს,” – განაცხადა ჟინიაკმა. მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში არგენტინის ეროვნული ნაკრები საფრანგეთს შეხვდება. მატჩი დღეს, 19:00 საათზეა ჩანიშნული. დეშამი: ,,შესაძლოა, მესის ჩემპიონობა ზოგიერთ […]
რეგრაგი: ,,მბაპე ახალი პელეა, მინდა, რომ ის მსოფლიო ჩემპიონი გახდეს”
მაროკოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვალიდ რეგრაგმა, მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ შეხვედრაზე ისაუბრა: ,,თანაბარი მატჩი გველის. არგენტინამ ნდობა მოიპოვა, ჰყავს მესი, რომელიც საუკეთესოა. საფრანგეთი თავს კარგად იცავს და თანახმაა, უბურთოდ ითამაშოს. ვფიქრობ, შანსები 50/50-ზეა. საფრანგეთს ისტორიული დუბლის შანსი აქვს. თუ გადავხედავთ, რას მიაღწიეს ბოლო 20 წლის განმავლობაში, დავრწმუნდებით, რომ მსოფლიოში საუკეთესოები არიან. ამით მეც ვამაყობ, რადგან […]
დეშამი: ,,შესაძლოა, მესის ჩემპიონობა ზოგიერთ ფრანგსაც სურდეს”
საფრანგეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, დიდიე დეშამმა, მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ შეხვედრაზე ისაუბრა: ,,არსებობს გაუთვალისწინებელი გარემოებები, სიტუაციები, რომლებსაც უნდა მოვერგოთ. ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ ხვალ არგენტინასთან ეს მატჩი გვეთამაშა. პრობლემებთან გამკლავება მათაც მოუწიათ, საუდის არაბეთთან პირველი შეხვედრა წააგეს. არ მეშინია და არც ვნერვიულობ. ასეთი შეხვედრისთვის მზადების პროცესში სიმშვიდის შენარჩუნება მნიშვნელოვანია. არის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური მატჩი და […]
რონალდინიომ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის ფავორიტი დაასახელა
ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელის, რონალდინიოს აზრით, მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული არგენტინა გახდება: ,,რატომ ვქომაგობდი არგენტინას ხორვატიასთან მატჩში, როცა ბრაზილიელთა უმეტესობა ამის წინააღმდეგი იყო? მათ მხარი პელემაც დაუჭირა. მე და პელე უკვე საკმარისი ვართ (იცინის). როგორ შემიძლია, სპექტაკლის ყურებისას გაყინული სახით ვიჯდე?! რა თქმა უნდა, ჩემს მეგობრებს ვგულშემატკივრობდი. ამაში ხელს ვერავინ შემიშლის. ჩემი ძვირფასი მეგობარი – […]
დემბელე: ,,ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მესი ბურთს რაც შეიძლება ნაკლებად შეეხოს”
მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური მატჩის წინ, საფრანგეთის ეროვნული ნაკრების შემტევმა, უსმან დემბელემ, ლეო მესიზე ისაუბრა: ,,მესი გამორჩეული ფეხბურთელია, მან ინიესტასთან ერთად ,,ბარსელონა” შემაყვარა. ლეოსთან ერთად 4 შესანიშნავი წელი გავატარე. ის გასახდელში ჩვეულებრივი ბიჭია, რომელიც ახალგაზრდებს ეხმარება. მესიმ ბევრი რამ მასწავლა. მისი გაკონტროლება ძალიან რთულია და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ბურთს რაც შეიძლება ნაკლებად შეეხოს,” […]
როგორ უნდა ითამაშო მესის წინააღმდეგ – საუდის არაბეთის ნაკრების მწვრთნელის რჩევა ფრანგებს
საუდის არაბეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ერვე რენარმა, უპასუხა შეკითხვას, თუ როგორ უნდა ითამაშოს საფრანგეთის ნაკრებმა ლეო მესის წინააღმდეგ. ფრანგი სპეციალისტის გუნდმა მსოფლიო ჩემპინატის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში არგენტინის დამარცხება შეძლო. ,,ჩვენ კონცენტრირებულნი ვიყავით არამხოლოდ მესიზე, არამედ მთელ გუნდზე. თქვენ მას ამ კონტექსტში უნდა შეხედოთ, რათა გააანალიზოთ, როგორ იღებს ბურთს. უპირველეს ყოვლისა, საჭიროა დე პაულზე ზეწოლა, […]
ფინალურ მატჩამდე 3 დღით ადრე, მესიმ არგენტინის ნაკრების ვარჯიში გამოტოვა
არგენტინის ეროვნული ნაკრების კაპიტანმა, ლეო მესიმ დღეს ვარჯიში გამოტოვა. ინფორმაციას Mundo Deportivo ავრცელებს. მესის ხორვატიასთან ნახევარფინალურ მატჩში მარცხენა ფეხის ბარძაყი აწუხებდა, მაგრამ შეხვედრის შემდეგ ფეხბურთელმა თავად განაცხადა, რომ მას ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემა არ ჰქონია. დღეს მოედანზე მხოლოდ იმ ფეხბურთელებმა ივარჯიშეს, რომლებიც ხორვატიასთან მატჩში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთვნენ ან სათადარიგოთა სკამზე ისხდნენ. ძირითადის მოთამაშეები კი დარბაზში ვარჯიშობდნენ. […]
მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური მატჩის მსაჯი ცნობილია
არგენტინასა და საფრანგეთს შორის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ შეხვედრას პოლონელი მსაჯი, შიმონ მარცინიაკი გაუძღვება. მისი ასისტენტები პაველ სოკოლნიცკი და ტომაშ ლისტკევიჩი იქნებიან. მიმდინარე მუნდიალზე მარცინიაკმა ჯგუფურ ეტაპსა და მერვედფინალში (საფრანგეთი 2:1 დანია; არგენტინა 2:1 ავსტრალია) იმსაჯა და ფეხბურთელებს 5 ყვითელი ბარათი უჩვენა. არგენტინისა და საფრანგეთის ფინალური მატჩი კვირას, 18 დეკემბერს, 19:00 საათზეა ჩანიშნული.
მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალური ეტაპის სიმბოლური გუნდი WhoScored-ის ვერსიით
ვებგვერდმა, WhoScored.com-მა, მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალური ეტაპის სიმბოლური თერთმეტეული შეადგინა. გუნდი სრულად არგენტინისა და საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელებით დაკომპლექტდა. 1/2-ფინალში ყველაზე მაღალი შეფასება ,,ალბისელესტეს” თავდამსხმელმა, ხულიან ალვარესმა (8,5) დაიმსახურა, რომელმაც ხორვატიასთან მატჩში დუბლი შეასრულა და თერთმეტმეტრიანი მოიპოვა. მუნდიალის ნახევარფინალური ეტაპის სიმბოლური თერთმეტეული WhoScored-ის ვერსიით: მეკარე – ემილიანო მარტინესი (7,7) მცველები – კუნდე (7,5), კონატე (7,6), რომერო (7), […]