14 იანვარს გამთენიისას, 03:00 საათზე, მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ საჩოგბურთო ტურნირზე, ავსტრალიის ღია პირველობაზე, ბრძოლაში ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩაებმევა, რომელიც პირველ რაუნდში ამერიკელ კრისტოფერ ეუბანკსს დაუპირისპირდება, რომელიც ამჟამად 171-ე ჩოგანია. ქართველი ჩოგბურთელი ამჟამად მსოფლიოს მე-20 ჩოგანია, ავსტრალიაში კი მე-19 ჩოგნად იქნება განთესილი. აღსანიშნავია, რომ ბასილას საუკეთესო მაჩვენებელი ავსტრალიის ღია პირველობაზე დაფიქსირებული მესამე რაუნდია, წელს კი კალენდრის […]