ავსტრალიელი მეკარე, მეთ რაიანი კარიერას ესპანეთის ჩემპიონატში გააგრძელებს. ლონდონის “არსენალის” ყოფილი გოლკიპერი ლა ლიგის ბინადარ, “რეალ სოსიედადს” შეუერთდა. 29 წლის კარის დარაჯმა, რომლის კონტრაქტიც “ბრაიტონის” საკუთრება გახლდათ და რომელიც “მეთოფეების’ შემადგენლობაში 2021 წლის იანვარ-მაისში იჯარის წესით ირიცხებოდა, ბასკურ კლუბთან ორწლიან ხელშეკრულებას მოაწერა, ხელი, რომელიც ერთი წლით გახანგრძლივების პუნქტსაც ითვალისწინებს. საინტერესოა, რომ ბასკებმა ახალი ფეხბურთელის დამატება საზოგადოებას […]