ვარშავაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების ხუთმა წევრმა დაიწყო. პირველივე შეხვედრაში დამარცხდნენ და მედლის გარეშე დარჩნენ: ბექა ბუიჯიშვილი (57კგ) და დავით ტლაშაძე (70კგ), რომელმაც თურქ ჰაიდარ იავუზთან 10:0 წააგო. პირველი წრე წარმატებით დაძლია შმაგი თოდუამ (65), რომელმაც 1/8 ფინალში ფრანგი ჟან-რენე სტიკერი 8:4 დაამარცხა. სამწუხაროდ, ქართველმა მოჭიდავემ მეოთხედფინალში აზერბაიჯანელ ალი რაჰიმზადესთან […]