ბაიერნის სატრანსფერო სამიზნეები – სიაში 9 ფეხბურთელია

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში მიუნხენის ,,ბაიერნი” რამდენიმე პოზიციის გაძლიერებას გეგმავს. ინფორმაციას გერმანელი ჟურნალისტი, კრისტიან ფალკი ავრცელებს.

წყაროს ცნობით, ,,რეკორდმაისტერის” სატრანსფერო სამიზნეთა შორის 9 ფეხბურთელია. მათ შორის კიმი (ნაპოლი), პაუ ტორესი (ვილიარეალი), ვან დე ვენი (ვოლფსბურგი), კაილ უოკერი (მანჩესტერ სიტი), პიერ-ემილ ჰოიბერგი (ტოტენჰემი), კაი ჰავერცი (ჩელსი), კოლო მუანი (აინტრახტი), დუშან ვლაჰოვიჩი (იუვენტუსი), ვიქტორ ოსიმენი (ნაპოლი) და ჰარი კეინი (ტოტენჰემი) არიან.

გუშინ ფაბრიციო რომანომ დაწერა, რომ მიუნხენელებმა ,,ნაპოლის” მცველთან, კიმ მინ-ჯესთან, კონტრაქტი ფაქტობრივად შეათანხმეს და კორეელი ახალ გუნდთან 5-წლიან ხელშეკრულებას მოაწერს ხელს.

,,ბაიერნმა” გასული სეზონი ბუნდესლიგის პირველ პოზიციაზე დაასრულა და გერმანიის ჩემპიონი ზედიზედ მეთერთმეტედ გახდა.

ბაიერნის სატრანსფერო სამიზნეები – სიაში 9 ფეხბურთელია

სტატიის ავტორი
-