ჩემპიონთა ლიგაზე დინამო თბილისის სავარაუდო მეტოქეები 5-მდე შემცირდა
UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე “დინამო თბილისის” სავარაუდო მეტოქეები 5-მდე შემცირდა. ევროპის უპრესტიჟულესი საკლუბო ტურნირის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე, ტიტულოვანი ქართული კლუბი შესაძლოა ამ ხუთეულიდან ერთ-ერთს დაუპირისპირდეს: “შერიფი” (მოლდოვა), “ბატე” (ბელარუსი), “ასტანა” (ყაზახეთი), “მაკაბი ჰაიფა” (ისრაელი), “ზრინსკი (ბოსნია). წილისყრა ტრადიციულად შვეიცარიის ქალაქ ნიონში, თბილისის დროით, 16:00 საათზე დაიწყება.
ბატე 1:4 დინამო ბათუმი (მიმოხილვა)
დინამო ბათუმის გასახდელი ბატესთან მატჩის შემდეგ | VIDEO
დინამო ბათუმის გოლები ბატეს კარში | VIDEO
ბატეს მწვრთნელი: “ვიცოდით როგორ ითამაშებდა დინამო ბათუმი”
“ბატეს” მთავარმა მწვრთნელმა ვიტალი ჟუკოვსკიმ კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე, “დინამო ბათუმთან” გამარჯვების (0:1) შემდეგ, ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. “პრინციპში, ჩვენმა გეგმამ დღეს იმუშავა. როგორც ვთქვი, საქართველოსა და ბელარუსის ჩემპიონატები მიმდინარეობს და მეტოქეები ერთმანეთს კარგად ვიცნობთ. გუნდებს დღეს ერთმანეთი შესწავლილი გვყავდა. ვიცოდით, რომ “დინამო ბათუმი” შეუტევდა. “დინამო ბათუმი” ძალიან კარგი გუნდი და მოწინააღმდეგეა. ჯერ ჩვენ მხოლოდ […]
გია გეგუჩაძე: “ბატემ მარტივი ფეხბურთი ითამაშა და გამოცდილებით დაგვამარცხა”
“დინამო ბათუმი” უეფა-ს კონფერენს ლიგის პირველ მატჩში “ბატესთან” მინიმალური ანგარიშით, 0:1 დამარცხდა. შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტების კითხვებს ბათუმელთა მთავარმა მწვრთნელმა, გია გეგუჩაძემ უპასუხა. “ვფიქრობ, რომ შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსები არ დაგვიკარგავს. რატომღაც მიიჩნევენ, რომ “ბატე” ძლიერი გუნდი არ არის. ბელარუსული კლუბს ზურგს დიდი გამოცდილება უმაგრებს, რაც, საბოლოოდ, გამარჯვების მთავარი ფაქტორი გახდა. რა თქმა უნდა, დღევანდელ მატჩში […]
ოფიციალურად: დინამო ბათუმთან მატჩამდე ბატე საუკეთესო ბომბარდირმა დატოვა
“დინამო ბათუმთან” მატჩამდე 2 დღით ადრე “ბატე” მაქსიმ სკავიშმა დატოვა. გუნდის საუკეთესო ბომბარდირი კარიერას სოლიგორსკის “შახტიორში” გააგრძელებს. 31 წლის ბელარუსმა თავდამსხმელმა მიმდინარე სეზონში “ბატეს” მაისურით 15 მატჩი ჩაატარა, სადაც 9 გოლი და 1 საგოლე გადაცემა მიითვალა. View this post on Instagram A post shared by FC Shakhtyor Soligorsk (@fcshakhterby) გარდა სკავიშისა, “ბატეს” საქართველოს ვიცე-ჩემპიონის წინააღმდეგ […]
კონფერენს ლიგა | დინამო ბათუმის პოტენციური მეტოქეები მე-3 ეტაპზე ცნობილია
დღეს UEFA-ს კონფერენს ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართება. საქართველოს ვიცე-ჩემპიონის, “დინამო ბათუმის” პოტენციური მეტოქეების ვინაობა ცნობილია. შეგახსენებთ, რომ გია გეგუჩაძის გუნდი მეორე შესარჩევ რაუნდში ბორისოვის “ბატეს” დაუპირისპირდება. პირველი შეხვედრა ხუთშაბათს, 22 ივლისს, “ბათუმი არენაზე” გაიმართება. ვინაიდანაც “ბატე” აღნიშნულ ეტაპზე განთესილია, ბელარუსული ბარიერის დაძლევის შემთხვევაში, მე-3 რაუნდში “დინამო ბათუმიც” განთესილი იქნება. ბათუმელები განუთესავი წყვილებიდან ერთ-ერთ […]
კონფერენს ლიგა – დინამო ბათუმის, გაგრასა და დილას პოტენციური მეტოქეები ცნობილია
დღეს UEFA-ს შტაბ-ბინაში კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართება. შეგახსენებთ, რომ გუშინ გამართული პირველი რაუნდის წილისყრით, “დინამო ბათუმს” მეტოქედ სან მარინოს “ტრე პენე” ერგო, “გაგრას” – მონტენეგროს “სუტიესკა”, ხოლო გორის “დილა” სლოვაკურ “ზილინას” დაუპირისპირდება. ცნობილია იმ პოტენციური მეტოქეების ვინაობა, ვისაც ქართული გუნდები პირველი ეტაპის წარმატებით დაძლევის შემთხვევაში შეხვდებიან. “დინამო ბათუმი”: “პარტიზანი” (სერბეთი), “ბატე” (ბელარუსი), […]
ბატეს ფეხბურთელი მე-3 დღეა არავის უნახავს
ბელარუსული მედიის ინფორმაციით, “ბატეს” ფეხბურთელ ანტონ საროკასთან უკვე მე-3 დღეა ყველანაირი კონტაქტი გაწყვეტილია. არსებობს ვარაუდი, რომ 28 წლის თავდამსხმელი დააკავეს. როგორც მოგეხსენებათ, ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ საპროტესტო აქციები დაიწყო. ცესკო-ს ოფიციალური მონაცემებით, პრეზიდენტის პოსტს მეექვსე ვადით ალექსანდრ ლუკაშენკო დაიკავებს, რასაც ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერები აქციებით აპროტესტებენ. გარდა “ბატეს” მოთამაშისა, დაზუსტებული ინფორმაცია არსებობს იმის შესახებ, რომ სამშაბათს […]
ალექსანდრ გლები: მთელი მსოფლიო ბელარუსის ჩემპიონატს უყურებს
კორონავირუსის გამო, ევროპის პრაქტიკულად ყველა საკლუბო საფეხბურთო ჩემპიონატი შეჩერდა ან განუსაზღვრელი ვადით გადაიდო. ერთ-ერთ გამონაკლისს ბელარუსი წარმოადგენს, სადაც უმაღლესი ლიგის მატჩები მიმდინარეობს. ლონდონის “არსენალისა” და “ბარსელონას” ყოფილმა ნახევარმცველმა – ალექსანდრ გლებმა შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. “ამ წუთას ბელარუსში ყველაფერი კარგადაა. მთელი მსოფლიო ბელარუსის ჩემპიონატის მატჩებს უყურებს – არ ვიცი იღებენ თუ არა ამით სიამოვნებას. […]