“დინამო ბათუმი” უეფა-ს კონფერენს ლიგის პირველ მატჩში “ბატესთან” მინიმალური ანგარიშით, 0:1 დამარცხდა. შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტების კითხვებს ბათუმელთა მთავარმა მწვრთნელმა, გია გეგუჩაძემ უპასუხა. “ვფიქრობ, რომ შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსები არ დაგვიკარგავს. რატომღაც მიიჩნევენ, რომ “ბატე” ძლიერი გუნდი არ არის. ბელარუსული კლუბს ზურგს დიდი გამოცდილება უმაგრებს, რაც, საბოლოოდ, გამარჯვების მთავარი ფაქტორი გახდა. რა თქმა უნდა, დღევანდელ მატჩში […]