სუპერ თასი 2022 | ახალი სეზონი ბათუმში ქართული დერბით იწყება
რაგბი ევროპის სუპერ თასის მეორე გათამაშება 11 სექტემბერს ბათუმში, ქართული დერბით იწყება. თასის მოქმედი გამარჯვებული “შავი ლომი” პირველ ტურში დებიუტანტს, საქართველოს ჩემპიონ “ბათუმს” ეწვევა. პირველი გათამაშების მსგავსად, ტურნირში ამჯერადაც 8 გუნდი იღებს მონაწილეობას, რომლებიც ჯგუფურ ეტაპზე დასავლეთ და აღმოსავლეთ კონფერენციაში არიან გადანაწილებული. დასავლეთ კონფერენციაში კვლავინდებურად პორტუგალიური “ლუზიტანუში”, ესპანური “იბერიანსი”, ბელგიური “დევილსი” და ნიდერლანდური “დელტა” ითამაშებენ. […]
სუპერ თასი | ‘შავმა ლომმა’ ქართული დერბი ბონუსით მოიგო
რაგბი ევროპის სუპერ თასის პირველ ტურში ‘შავმა ლომმა’ ქართულ დერბიში ‘ბათუმი’ ბონუსით, 29:3 დაამარცხა. საქართველოს ჩემპიონ ‘ბათუმს’ სუპერ თასზე სადებიუტო თამაში საკუთარ მოედანზე, „ბათუმი არენაზე“ ჰქონდა და მეტოქედ თასის მოქმედი ჩემპიონი ‘შავი ლომი’ ჰყავდა. ორივე გუნდს ეტყობოდა, რომ ახალ ტურნირში პირველ თამაშს ატარებდა და ეს ხარისხზე აისახა. მთლინობაში, ‘შავმა ლომმა’ მეტოქის შეცდომები უკეთ გამოიყენა დაგეგმილი […]
სუპერ თასი | ‘ბათუმის’ ისტორიული გამარჯვება
რაგბი ევროპის სუპერ თასის მესამე ტურში, წვიმიან ამინდში, ‘ბათუმმა’ „ბათუმი არენაზე“ ისრაელის ‘ჰითს’ 19:11 სძლია და ტურნირში პირველი, ისტორიული გამარჯვება მოიპოვა. მასპინძლებმა მეტოქეს მეორე ტაიმში სამი ლელო გაუტანეს, თავად ერთი გაუშვეს და ბონუსი ვერ აიღეს. ‘ბათუმი’ 4 ქულით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-4 ადგილზე რჩება, თუმცა ამ გამარჯვებით მოწინავე ორეულში შესვლის შანსი შეინარჩუნა. წვიმამ და სველმა მოედანმა […]
სუპერ თასი | ‘ბათუმმა’ ფლეი ოფისკენ გაიწია
რაგბი ევროპის სუპერ თასზე ‘ბათუმმა’ ზედიზედ მეორე საშინაო შეხვედრა მოიგო. 3 კვირის წინ ისრაელის ‘ჰითის’ 19:11 ძლევის შემდეგ, ზღვისპირელებმა რუმინული ‘ვულვზი’ 23:3 დაამაცხეს და სამი უპასუხო ლელოს გატანისთვის ბონუს-ქულაც აიღეს. შედეგად, საქართველოს ჩემპიონს 9 საცხრილო ქულა დაუგროვდა და აღმოსავლეთ კონფერენციაში მეორე ადგილზეა. ის 3 ქულით ჩამორჩება ლიდერ ‘შავ ლომს’ და ამდენივეთი უსწრებს ‘ჰითს’. ხვალ თელავივში […]
ულამაზესი მოძრაობა და სამქულიანი საქართველოს ჩემპიონატში (ვიდეო)
სუპერ თასი | თელავივი ქართულ გუნდებს არ სწყალობს
რაგბი ევროპის სუპერ თასის ბოლოსწინა ტურში, ‘ჰითმა’ ‘ბათუმს’ თელავივში 25:8 სძლია და საქართველოს ჩემპიონს მეორე ადგილზე აღზევების შესაძლებლობა არ მისცა. ისევე, როგორც ერთი კვირის წინ ‘შავ ლომსა’ და ‘ჰითს’ შორის, ისრაელში გამართული შეხვედრა არასანახაობრივი გამოდგა. ორივე გუნდი მრავლად უშვებდა შეცდომებს და ხშირი იყო გაჩერებები, შერკინება კი პირველივე ცდაზე ფაქტობრივად ვერცერთხელ ვერ მოეწყო. მთლიანობაში, მასპინძლები ბურთს […]