სუპერ თასი | თელავივი ქართულ გუნდებს არ სწყალობს
რაგბი ევროპის სუპერ თასის ბოლოსწინა ტურში, ‘ჰითმა’ ‘ბათუმს’ თელავივში 25:8 სძლია და საქართველოს ჩემპიონს მეორე ადგილზე აღზევების შესაძლებლობა არ მისცა. ისევე, როგორც ერთი კვირის წინ ‘შავ ლომსა’ და ‘ჰითს’ შორის, ისრაელში გამართული შეხვედრა არასანახაობრივი გამოდგა. ორივე გუნდი მრავლად უშვებდა შეცდომებს და ხშირი იყო გაჩერებები, შერკინება კი პირველივე ცდაზე ფაქტობრივად ვერცერთხელ ვერ მოეწყო. მთლიანობაში, მასპინძლები ბურთს […]
სუპერ თასი | შავი ლომი აღმოსავლეთ კონფერენციის გამარჯვებულია!
რაგბი ევროპის სუპერ თასის მიმდინარე სეზონის ჯგუფური ეტაპი დასრულდა. გასაკვირი არაა, რომ აღმოსავლეთ კონფერენციის ჯგუფის გამარჯვებულად კვლავ “შავი ლომი” მოგვევლინა. ქართულ დერბიში ლევან მაისაშვილის გაწვრთნილი “შავი ლომისა” და “ბათუმის” დაპირისპირება შედგა. “ავჭალის სარაგბო სტადიონზე” უთანასწორო ბრძოლა გაიმართა, რომელიც “შავი ლომის” გამარჯვებით, 37:0 დასრულდა. სუპერ თასის დასავლეთ დივიზიონის გამარჯვებული პორტუგალიური “ლუზიტანუში” გახდა, რომელიც გასულ წელს “შავმა […]
სუპერ თასი | ‘ბათუმის’ ისტორიული გამარჯვება
რაგბი ევროპის სუპერ თასის მესამე ტურში, წვიმიან ამინდში, ‘ბათუმმა’ „ბათუმი არენაზე“ ისრაელის ‘ჰითს’ 19:11 სძლია და ტურნირში პირველი, ისტორიული გამარჯვება მოიპოვა. მასპინძლებმა მეტოქეს მეორე ტაიმში სამი ლელო გაუტანეს, თავად ერთი გაუშვეს და ბონუსი ვერ აიღეს. ‘ბათუმი’ 4 ქულით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-4 ადგილზე რჩება, თუმცა ამ გამარჯვებით მოწინავე ორეულში შესვლის შანსი შეინარჩუნა. წვიმამ და სველმა მოედანმა […]
სუპერ თასი | ‘ბათუმმა’ ფლეი ოფისკენ გაიწია
რაგბი ევროპის სუპერ თასზე ‘ბათუმმა’ ზედიზედ მეორე საშინაო შეხვედრა მოიგო. 3 კვირის წინ ისრაელის ‘ჰითის’ 19:11 ძლევის შემდეგ, ზღვისპირელებმა რუმინული ‘ვულვზი’ 23:3 დაამაცხეს და სამი უპასუხო ლელოს გატანისთვის ბონუს-ქულაც აიღეს. შედეგად, საქართველოს ჩემპიონს 9 საცხრილო ქულა დაუგროვდა და აღმოსავლეთ კონფერენციაში მეორე ადგილზეა. ის 3 ქულით ჩამორჩება ლიდერ ‘შავ ლომს’ და ამდენივეთი უსწრებს ‘ჰითს’. ხვალ თელავივში […]
სუპერ თასი | ‘შავმა ლომმა’ ქართული დერბი ბონუსით მოიგო
რაგბი ევროპის სუპერ თასის პირველ ტურში ‘შავმა ლომმა’ ქართულ დერბიში ‘ბათუმი’ ბონუსით, 29:3 დაამარცხა. საქართველოს ჩემპიონ ‘ბათუმს’ სუპერ თასზე სადებიუტო თამაში საკუთარ მოედანზე, „ბათუმი არენაზე“ ჰქონდა და მეტოქედ თასის მოქმედი ჩემპიონი ‘შავი ლომი’ ჰყავდა. ორივე გუნდს ეტყობოდა, რომ ახალ ტურნირში პირველ თამაშს ატარებდა და ეს ხარისხზე აისახა. მთლინობაში, ‘შავმა ლომმა’ მეტოქის შეცდომები უკეთ გამოიყენა დაგეგმილი […]