ბათუმის ახალ სტადიონზე მინდვრის დაგება დასრულდა (ფოტო)
ბათუმის საფეხბურთო სტადიონზე მიმდინარე სამუშაოები, შპს “სტადიონის” დირექტორმა ჯაბა სურმანიძემ შეაჯამა: სტადიონზე მინდვრის საფარის დაგება დავასრულეთ. საფარის დაგებისას გამოყენებულია, პოას ჯიშის, უმაღლესი ხარისხის ბალახი. ერთმნიშვნელოვნად შემიძლია განვაცხადო, რომ ბალახი კლიმატური პირობების, სათამაშო მოცემულობისა და სხვა სახის ღონისძიებების მიმართ მდგრადია. აქვს საგარანტიო და ხარისხის მაჩვენებელი ყველა სერთიფიკატი და რაც ასევე მნიშვნელოვანია, სრულად შეესაბამება უეფას სტანდარტებს. ამჟამად […]
დიდი 10 | ექვსეული გაირკვა, ‘ხვამლმა’ სინი დაიბევა
2022/2023 წლების დიდი 10-ის რეგულარული გათამაშება დასრულდა. ჩემპიონის გამოსავლენად ფლეი ოფის ექვსი შეხვედრაღა დარჩა. კიდევ ორი თამაში დიდი 10-ის მომავალი სეზონის მონაწილეს გამოავლენს. უძლიერესთა შორის დარჩენისთვის მე-9 ადგილოსანი თბილისის ‘აკადემია’ პირველი ლიგის მეორეადგილოსანთან იბრძოლებს. „მხატვრების“ მომავალი მეტოქე 5-7 მაისს გამოვლინდება, დიდი 10-ის ფლეი ოფები კი 20-21 და 27-28 მაისს გაიმართება. ლოკომოტივი 10:63 აკადემია ‘აკადემიას’ ქონდა […]
დიდი 10-ის დიდი ფინალი ქუთაისში გაიმართება
30 წლის შემდეგ, საქართველოს უმაღლესი ლიგის, დიდი 10-ის დიდი ფინალი ქუთაისში, “აია არენაზე” ჩატარდება. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, საქართველოს სიდიდით მეორე ქალაქში ფინალური შეხვედრა ერთადერთხელ, 1991 წელს გაიმართა და “ლოკომოტივის” 11:6 ძლევით, მასპინძელმა “აიამ” ზედიზედ მეორედ მოიპოვა ქვეყნის ჩემპიონის ტიტული! დიდი ფინალი “აია არენაზე” 5 ივნისს გაიმართება. დიდ ფინალზე დასასწრებ ბილეთებთან დაკავშირებულ ინფორმაციას უახლოეს მომავალში მოგაწვდით! […]
დიდი 10 | ბათუმი 17:13 ყოჩები
საქართველოს ჩემპიონმა ‘ბათუმმა’, დიდი 10-ის მიმდინარე სეზონის ფლეი ოფის პირველ ეტაპზე ბოლნისის ‘ყოჩები’ 17:13 დაამარცხა და ტიტულის დაცვას აგრძელებს. ზღვისპირეთში გამართული მატჩი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და დაძაბული გამოდგა. მასპინძლები მეტოქეზე მეტხანს აკონტროლებდნენ ბურთს, ერთით მეტი ლელო გაიტანეს და 23 აპრილს ქუთაისში, ‘აიას’ წინასწარი ფინალის საგზურისთვის შეერკინებიან. თამაში მაღალ ტემპში, ბათუმელთა შეტევებით დაიწყო და უკვე მე-4 […]
დიდი 10 | დიდი ფინალის ბილეთები | ქუთაისი
30 წლის შემდეგ საქართველოს ჩემპიონი ქუთაისში გამოვლინდება. 12 ივნისს, 17 საათზე “აია არენაზე” დიდი 10-ის დიდი ფინალი იმართება. ბილეთები დიდი ფინალის ბილეთების შეძენა ტრადიციულად ონლაინ და სტადიონის სალაროებში იქნება შესაძლებელი. ონლაინ: WWW.TKT.GE/DIDI10 “აია არენას” სალაროში: 8 ივნისიდან ყოველდღე (11:00-19:00 სთ) ბილეთის ფასი – 5 ლარი. შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში არსებული კოვიდ რეგულაციებიდან გამომდინარე, სტადიონზე გულშემატკივრის მხოლოდ 30% დაიშვება! გზა დიდ ფინალამდე 22 […]
დიდი 10 | ბათუმი ფინალშია!
კვირას, ავდრიან ავჭალაში, დიდი 10-ის წინასწარი ფინალი მოეწყო, სადაც ერთმანეთს პირველ-ადგილოსანი ლელო და მოქმედი ჩემპიონი ბათუმი დაუპირისპირდა. ამინდის მიუხედავად, სტადიონზე ხალხი მრავლად მივიდა და არც გაწბილებული დარჩა, ასეთი უშეღავათო ბრძოლა, წლევანდელ პლეი-ოფში ნამდვილად არ გვინახავს. თამაში მაღალ ტემპში დაიწყო, ლელომ ხელდახელ კარგად შეუტია, რაქში ჯარიმა მოიპოვა და ყიასაშვილმა ანგარიში ჯარიმით გახსნა. 3:0მალევე, ავდარმა და წვიმამ […]