ეროვნული ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონის დასრულებამდე მხოლოდ სამი თამაშიღა დარჩა. 33- ე ტურში, ბათუმის „დინამომ“ საჩხერეში, „ჩიხურასთან“ წააგო, ამით კი „დინამო თბილისმა“ ისარგებლა, „ტორპედო“ 2-1 დაამარცხა და სატურნირო ცხრილს სათავეში ჩაუდგა. სეზონის დასრულებამდე აშკარაა, რომ ჩემპიონობისთვის მებრძოლ გუნდებში ვნებათაღელვა მომატებულია. ივანწმინდაში განცდილი მარცხის შემდეგ, ბათუმელთა ახალმა მფლობელმა, არჩილ ბერიძემ განაწყენებულმა განაცხადა, რომ ის დიდი ალბათობით, ქართული ფეხბურთიდან და […]