ბელგიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რობერტო მარტინესმა, იტალიასთან გასამართ მატჩზე ისაუბრა: ,,იტალიასთან მატჩისთვის კარგად მოვემზადეთ. საფრანგეთთან წაგება დიდი იმედგაცრუება იყო, მაგრამ ეს უკვე წარსულია და ახალ ციკლს ვიწყებთ. ვიცი, რომ ყველანი მზად არიან. იქნება თუ არა ცვლილებები? დიახ, რადგან ედენ აზარი და რომელუ ლუკაკუ აქ აღარ არიან. ასევე, კლუბში დაბრუნდა ტომას ფოკეტი, რომელმაც გახურებისას ტრავმა […]