ბელგიის ეროვნული ნაკრებისა და ,,ლესტერის” მცველმა, ტიმოთი კასტანმა, რუსეთთან შეხვედრაში თვალის მძიმე დაზიანება მიიღო, რის გამოც ევროპის ჩემპიონატზე ვეღარ ითამაშებს. კასტანს დალერ კუზიაევთან შეჯახების შემდეგ, თვალის ბუდის მოტეხილობა დაუდგინდა, რაც ბელგიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რობერტო მარტინესმაც დაადასტურა. ,,ტიმოთის ორმაგი მოტეხილობა დაუდგინდა, მას ოპერაცია დასჭირდება, რაც იმას ნიშნავს რომ კასტანი ევროპის ჩემპიონატს გამოტოვებს,” – განაცხადა მარტინესმა. […]