23 წლის ქართველი ნახევარმცველი ბექა დარცმელია ავსტრალიის ჩემპიონატიდან სამშობლოში დაბრუნდა. “დინამო თბილისის” აღზრდილმა ფეხბურთელმა ავსტრალიის რანგით ყველაზე მაღალი ლიგის – A ლიგის წარმომადგენელი “ნიუკასლ ჯეთსი” თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა და ამიერიდან საკლუბო კარიერას “საბურთალოში” გააგრძელებს. ბექა დარცმელია “საბურთალოს” შემადგენლობაში 30-ე ნომრიან მაისურს მოირგებს. ამის შესახებ ინფორმაციას კლუბის ოფიციალური გვერდი ავრცელებს. ბექა დარცმელია “ნიუკასლ ჯეთსს” რომელშიც კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი, […]
ბექა მიქელთაძის გოლი ავსტრალიის ჩემპიონატში | VIDEO
ბექა დარცმელიას ულამაზესი გოლი ნიუკასლ ჯეტსის შემადგენლობაში | VIDEO
ეროვნული ლიგა: XV ტურის მიმოხილვა და სიმბოლური გუნდი
საქართველოს ეროვნულმა ლიგამ 15 ტურის შემდეგ ორკვირიანი პაუზა აიღო და გზა სანაკრებო ფეხბურთს დაუთმო. 9 ივნისამდე გამართულ ბოლო სათამაშო კვირაში საკმაოდ საინტერესო შეხვედრები შედგა. ხუთივე გამართულ შეხვედრაში სულ მცირე 2 გოლი გავიდა, თანაც, ერთმანეთს ცხრილის პირველ ოთხეულში მყოფი გუნდები დაუპირისპირდნენ. მე-15 ტურის კალენდარი იმგვარად გადანაწილდა, რომ მესამე და მეოთხე პოზიციაზე მყოფი გუნდები ორი ლიდერი “დინამოს” […]
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
საქართველოს 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები უახლოეს პერიოდში საწვრთნელ შეკრებას გამართავს. ქვეყნის ახალგაზრდული გუნდი 26 მაისს სასტუმრო მოხალისეში შეიკრიბება. 8-დღიანი შეკრება, 4 ივნისს დასრულდება. საწვრთნელ პროცესში მონაწილეობის მისაღებად, ახალგაზრდული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ – 23 ფეხბურთელი გამოიძახა. საქართველოს 21-წლამდე ნაკრების შემადგენლობა მოახლოებული შეკრებისთვის ასეთია: მეკარეები: თორნიკე მეგრელიშვილი (საბურთალო), ლუკა ნანავა (კოლხეთი 1913) მცველები: ცოტნე კაპანაძე (თელავი), ბექა ბუიღლიშვილი (ლოკომოტივი თბილისი), ზურაბ ერაძე […]
საქართველოს ფეხბურთელთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა 2021 წელს პირველი მატჩი ჩაატარა და გამარჯვებით დაასრულა. ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელების მეტოქეები ბელარუსი თანატოლები იყვნენ. ამ გუნდების დაპირისპირება გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე შედგა და მასში ქართველებმა – 4:1 იმარჯვა. შეხვედრაში, რომელიც 21-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე სადებიუტო იყო რამაზ სვანაძისთვის, გოლები გიორგი გულიაშვილმა და შოთა შეყილაძემ გაიტანეს. ანგარიში მატჩის დასაწყისში […]
ეროვნული ლიგა: IV ტურის მიმოხილვა და სიმბოლური გუნდი
ეროვნული ლიგის მეოთხე ტური უხვგოლიანი და დაძაბული გამოვიდა. წინა ტურში ნაჩვენები დაბალი შედეგისა და ხუთ მატჩში გასული მხოლოდ 2 გოლის შემდეგ, 19-გოლიანი სათამაშო კვირა ვიხილეთ და მხოლოდ ერთი ისეთი გუნდი, რომელმაც კარის მშრალად შენახვა მოახერხა. ეს გუნდი ბათუმის “დინამო” გახლდათ, რომელმაც გორში, “სამტრედიას” ორი გოლი გაუტანა და თავად რომ არ გაუშვა, მეტწილად, ლაზარე კუპატაძის დამსახურება […]
სიმბოლური გუნდი: ეროვნული ლიგის ფეხბურთელები, რომლებსაც შესაძლოა საქართველოს ნაკრებში შანსი მიეცეთ
გაზაფხულის მოსვლასთან ერთად, ახლოვდება სანაკრებო პაუზაც და ქვეყნის მთავარი საფეხბურთო გუნდის წლის პირველი მატჩები. საქართველოს ნაკრები 2021 წელს, მარტის თვეში, მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის სამი შეხვედრით დაიწყებს. ვილი სანიოლის დებიუტი 25 რიცხვში, სტოქჰოლმში, შვედეთის წინააღმდეგ შედგება, სამ დღეში ფრანგი სპეციალისტი გუნდს „დინამო არენაზე“ პირველად გაიყვანს და ესპანეთს დაუპირისპირდება, 31-ში კი ჩვენი მეტოქე საბერძნეთი იქნება. სანაკრებო […]
ეროვნული ლიგა: 2020 წლის სეზონის მიმოხილვა, სიმბოლური გუნდი და საუკეთესოები
საქართველოში 2020 წლის საფეხბურთო სეზონი “დინამო თბილისის” ჩემპიონობით დასრულდა. ქვეყნის ყველაზე ტიტულოვანმა კლუბმა ტრიუმფი ისტორიაში მეთვრამეტედ იზეიმა და საჩემპიონო ფარი თავისთან კიდევ ერთი წლით დაიტოვა. “ლურჯ-თეთრებს” რთული სეზონი გამოუვიდათ: სეზონის შუაში შეცვლილი მთავარი მწვრთნელი, ევროტურნირებზე უმძიმესი მარცხი, თუმცა ამის მიუხედავად ჩისკოს გუნდმა შიდა ჩემპიონატში 40 ქულა დააგროვა და მეტოქეთათვის მიუწვდომელი გახდა. ზედიზედ მეორედ, ვიცე-ჩემპიონის წოდება […]
ეროვნული ლიგა: XVI ტურის სიმბოლური გუნდი
საქართველოს ეროვნული ლიგის მე-15 და მე-16 ტურის გადადებული შეხვედრები 5 დეკემბერს გაიმართა და შედეგად, სატურნიო ცხრილში გუნდებს თანაბარი რაოდენობის ჩატარებული შეხვედრები დაუგროვდათ. გადადებული მატჩი, რომელიც XVI-ე ტურის ეგიდით, “დინამო არენაზე” გაიმართა, მასპინძელი “დინამო თბილისის” “სამტრედიასთან” – 1:0 გამარჯვებით დასრულდა. ასეთივე ანგარიშით მოახერხა მეორე თბილისურმა კლუბმა მეორე იმერული კლუბის დამარცხება – “საბურთალომ” “ტორპედოს” სძლია. იმერული კლუბების […]
ეროვნული ლიგა: XII ტურის სიმბოლური გუნდი
ეროვნული ლიგის 2020 წლის სეზონში ყველაზე ხანგრძლივი მე-12 ტური გამოდგა. “დინამო არენას” მოედნის საფარის კარგ მდგომარეობაში ყოფნის მიზნით, რაც 8 ოქტომბერს, ბელარუსთან გამართული ისტორიული შეხვედრის გამო აუცილებელი გახდა და საბოლოო ჯამში, სათამაშო კვირა 21 დღის განმავლობაში გაგრძელდა. შედეგად, “დინამო თბილისისა” და “საბურთალოს” დერბი 23 ოქტომბერს შედგა და მასში ჩისკოს შეგირდებმა – 3:1 იმარჯვეს. მე-12 ტური […]