2022 წელი ქართული ძიუდოსთვის საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა. მამაკაცთა ნაკრებმა პირველხარისხოვან ტურნირებზე (Masters, Grand Prix, Grand Slam), ხარისხობრივ-რაოდენობრივი მაჩვენებლის მიხედვით, საუკეთესო შედეგი აჩვენა და მსოფლიოს მასშტაბით პირველ ადგილზე არის. საქართველომ შეძლო და ძიუდოს სამშობლოს იაპონიას გადაასწრო. ჩვენმა სპორტსმენებმა წელს 15 ოქროს, 11 ვერცხლის და 14 ბრინჯაო მოიპოვება შეძლეს. წელს მოპოვებული მედლების მიხედვით, საუკეთესო ტატო გრიგალაშვილი იყო, […]