ლეგიონერები | სამი ლელო ტოპ 14-ის მე-5 ტურში
საფრანგეთის პირველი ელიტარული დივიზიონის, ტოპ 14-ის მე-5 ტურში სამმა ქართველმა ლეგიონერმა ლელო გაიტანა. მათგან ორის გუნდმა გამარჯვება მოიპოვა, ერთი კი ამ ლელოს წყალობით ნუგეშ-ქულას გამორჩა. ‘ბრივმა’ მიმდინარე სეზონში მეორე გამარჯვება ‘ბეიონთან’ იზეიმა – 25:22. მასპინძელთა შემადგენლობაში პირველიდან 62-ე წუთამდე ითამაშა ვასილ ლობჟანიძემ. პირველი ტაიმის მიწურულს მან მეტოქეს ფეხით თამაშისას დაუფარა, ოვალი აიტაცა და ლელომდე 40 […]
Planet Rugby-ს კვირის სიმბოლურ გუნდში 4 ქართველი მოხვდა
ახლა, როდესაც ივლისის საერთაშორისო ტესტ-მატჩების მეორე თამაშებზე დიდი სენსაციები მოხდა, Planet Rugby-მ შეადგინა მეორე კვირის საუკეთესო XV-ეული. RugbyPass – ,,უმჯობესია, 6 ერისგან მოწვევა მეილზე მალე იყოს” World Rugby: ,,ისტორიული გამარჯვება საქართველოსთვის” “კვირის გამორჩეული ლელო…” – World Rugby საქართველოს ნაკრების ლელოს გამოეხმაურა დავით ნინიაშვილი ზაფხულის ტესტების ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა ბორჯღალოსნების ტრიუმფი – როგორ ეხმაურებიან ჟურნალისტები […]
ბექა გიგაშვილი მე-11 ქართველი ბარბაროსი!
საქართველოს რაგბის კავშირის ოფიციალურ Facebook გვერდზე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ბარბაროსების” რიგებში კიდევ ერთი ქართველი მორაგბე – ბექა გიგაშვილი გამოიძახეს. კიდევ ერთი ბარბაროსული მაგარი ამბავი! ბექა გიგაშვილი მე-11 ქართველი ბარბაროსი გახდება! დავით ნინიაშვილის შემდეგ, მსოფლიოს უძველესმა და ლეგენდარულმა წვეულმა კლუბმა, Barbarian FC-მ გიგაშვილი ინგლისის წინააღმდეგ გამოიძახა.
7 ბორჯღალოსანი ფინალური ტურის სიმბოლურ გუნდში
2022 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალურ შეხვედრაში, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ესპანეთს დაუპირისპირდა. თბილისში, “დინამო არენაზე” გამართული მატჩი “ბორჯღალოსანთა” დამაჯერებელი გამარჯვებით, 49:15 დასრულდა. საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ამ გამარჯვებით, რაგბი ევროპის ჩემპიონატის მე-14 ტიტული მოიპოვა, რომელიც საკუთარი გულშემატკივრის თვალწინ აღნიშნა. რაგბი ევროპის ოფიციალურ ვებგვერდზე ფინალური ტურის სიმბოლური გუნდი დასახელდა, რომელშიც საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების 7 […]
ლეგიონერები | ტოპ 14-ისა და პრო დე2-ის მეექვსე ტური
საფრანგეთის ელიტარულ დივიზიონებში გასულ კვირაში მეექვსე ტურის შეხვედრები გაიმართა და მასში ქართველმა ლეგიონერებმა მრავლად მიიღეს მონაწილეობა. ტოპ 14 ტოპ 14-ის მეექვსე ტურში “ლიონი” “ბიარიცს” ეწვია და ბონუსით, 40:5 დაამარცხა. გამარჯვებულთა ძირითადში იყო ბექა საღინაძე. ის მე-66 წუთზე შეცვალეს, თუმცა დასკვნით წუთებში კვლავ მოედანზე დააბრუნეს. მასპინძელთა ძირითადში იყო ლუკა აზარიაშვილი და 51-ე წუთზე მის ნაცვლად თამაშში […]
ბექა გიგაშვილმა ტულონთან კონტრაქტი 2024 წლამდე გაახანგრძლივა
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრებისა და ფრანგული “ტულონის” მარცხენა ბურჯმა – ბექა გიგაშვილმა, “ტულონთან” ახალ, 3 წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი და ფრანგულ გრანდში 2024 წლამდე დარჩება. ამის შესახებ ინფორმაცია თავად ფრანგულმა კლუბმა, სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. 🖊+ 3️⃣ans ✍️Beka Gigashvili prolonge son contrat et portera le maillot Rouge & Noir jusqu’en 2024. Plus d’infos ➡️ https://t.co/VrP6bMLXXE La […]
ლეგიონერები | ტური ნაახალწლევს
მიუხედავად საახალწლო დღეებისა, ტოპ 14-ში მე-13 ტურის თამაშები გაიმართა და მასში ათმა ქართველმა ლეგიონერმა მიიღო მონაწილეობა. “ბორდომ” “ტულონს” უმასპინძლა და 31:18 დაამარცხა, მოედანზე კი ოთხი ჩვენებური გავიდა. მასპინძელთა რიგებში შეცვლაზე შევიდნენ და მეორე ტაიმი სრულად ითამაშეს ლექსო ყაულაშვილმა და ლაშა ტაბიძემ. სტუმართა ძირითადში იყო ბექა გიგაშვილი და ის 65-ე წუთზე ლუკა ჭელიძემ შეცვალა. “მონპელიეს” რიგებში […]
როგორ ეხმაურებიან მსოფლიო და ქართული რაგბის ვარსკვლავები მამუკა გორგოძის კარიერის დასრულებას?! (ფოტოები)
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების ყველა დროის საუკეთესო მელელოვე (27 ლელო) და მსოფლიო რაგბის ერთ-ერთი ვარსკვლავი – მამუკა გორგოძე სარაგბო კარიერას ასრულებს. სამწუხაროდ, კორონავირუსის პანდემიის გამო, TOP 14 შეწყდა და სეზონი ნაადრევად დასრულდა, შესაბამისად მამუკა გორგოძემ კარიერა დაასრულა. მან ბოლო მატჩი 2019 წლის 30 ნოემბერს “პოს” წინააღმდეგ გამართა. მამუკა გორგოძე მადლობებს და მოლოცვებს მისი ბრწყინვალე კარიერის […]
ოფიციალურად: ბექა გიგაშვილი TOP 14-ის გრანდში ითამაშებს!
რამდენიმე წუთის წინ, ცნობილმა სარაგბო გამოცემამ rugbyrama.fr-მ გაავრცხელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ქართველი ბურჯი – ბექა გიგაშვილი “გრენობლიდან” “ტულონში” გადავიდა. დუდუ ქუბრიაშვილისა და ბექა გიგაშვილის “გრენობლი” TOP 14-დან გავარდა და შესაბამისად კლუბს მოთამაშეებზე ხელფასის შემცირება მოუხდა, რამაც მორაგბეების მხრიდან გუნდის დატოვება გამოიწვია. სწორედ ასე მოხდა ქართველის შემთხვევაშიც, ბექა გიგაშვილმა “გრენობლი” დატოვა და “ტულონს” შეუერთდება. შეგახსენებთ, […]
ნაკრების ახალწვეულმა ბექა გიგაშვილმა TOP 14-ში თავი ლელოთი გამოიჩინა
რამდენიმე წუთის წინ, TOP 14-ის მე-9 ტურის მატჩში, სადაც ბექა გიგაშვილის და დავით ქუბრიაშვილის “გრენობლი”, ბექა კაკაბაძის, დავით ზირაქაშვილის და ვიტო კოლელიშვილის “კლერმონს” უპირისპირდება, 1 ტაიმის შემდეგ ანგარიში 11:3-ია მასპინძლების სასარგებლოდ. მატჩი ქართველი გულშემატკივრებისთვის კარგად მიმდინარეობს, რადგან მოედანზე 4 ქართველი თამაშობს. “კლერმონელთა” ძირითად შემადგენლობაში ბექა კაკაბაძე და დავით ზირაქაშვილი არიან, ხოლო “გრენობლის” შემადგელობაში კი დავით […]
ტოპ 14-ის მეოთხე ტურის მატჩები და ქართული ლეგიონი
15 სექტემბერს განახლდება TOP 14-ის მეოთხე ტურის მატჩები. მეოთხე ტურს “ლიონისა” და “მონპელიეს” მატჩი გახსნის, რომელიც თბილისის დროით 16:45 საათზე დაიწყება. ლიონის შემადგენლობაში არცერთი ქართველი არ ირიცხება, ხოლო მონპელიეს შემადგენლობაში ირიცხებიან: მიხეილ ნარიაშვილი, კოტე მიქაუტაძე და ლევან ჩილაჩავა. სამწუხაროდ ვერცერთი ვერ დაეხმარება საკუთარ კლუბს, რადგან სამივეს ტრავმა აწუხებს. “ლიონისა” და “მონპელიეს” დაპირისპირების შემდეგ, 20:00 საათზე […]