ლეგიონერები | ტური ნაახალწლევს
მიუხედავად საახალწლო დღეებისა, ტოპ 14-ში მე-13 ტურის თამაშები გაიმართა და მასში ათმა ქართველმა ლეგიონერმა მიიღო მონაწილეობა. “ბორდომ” “ტულონს” უმასპინძლა და 31:18 დაამარცხა, მოედანზე კი ოთხი ჩვენებური გავიდა. მასპინძელთა რიგებში შეცვლაზე შევიდნენ და მეორე ტაიმი სრულად ითამაშეს ლექსო ყაულაშვილმა და ლაშა ტაბიძემ. სტუმართა ძირითადში იყო ბექა გიგაშვილი და ის 65-ე წუთზე ლუკა ჭელიძემ შეცვალა. “მონპელიეს” რიგებში […]
ლეგიონერები | ხუთი ლელო საფრანგეთის მე-6 ტურში
საფრანგეთის ტოპ 14-ისა და პრო დე2-ის მე-6 ტური წარმატებული აღმოჩნდა ქართველი ლეგიონერებისთვის. გასულ კვირაში ოთხმა მათგანმა ჯამში 5 ლელო გაიტანა. ტოპ 14-ის მე-6 ტურში ‘სტად ფრანსემ’ ‘პერპინიანი’ მიიღო, 8 ლელო გაუტანა და ბონუსით დაამარცხა – 52:3. გიორგი მელიქიძე სასტარტო შემადგენლობაში იყო და მე-19 წუთამდე დუბლი შეასრულა. მე-10 წუთზე ის რამდენჯერმე მიეძალა მეტოქის დაცვას, ბოლოს კარის […]
ნაკრების ახალწვეულმა ბექა გიგაშვილმა TOP 14-ში თავი ლელოთი გამოიჩინა
რამდენიმე წუთის წინ, TOP 14-ის მე-9 ტურის მატჩში, სადაც ბექა გიგაშვილის და დავით ქუბრიაშვილის “გრენობლი”, ბექა კაკაბაძის, დავით ზირაქაშვილის და ვიტო კოლელიშვილის “კლერმონს” უპირისპირდება, 1 ტაიმის შემდეგ ანგარიში 11:3-ია მასპინძლების სასარგებლოდ. მატჩი ქართველი გულშემატკივრებისთვის კარგად მიმდინარეობს, რადგან მოედანზე 4 ქართველი თამაშობს. “კლერმონელთა” ძირითად შემადგენლობაში ბექა კაკაბაძე და დავით ზირაქაშვილი არიან, ხოლო “გრენობლის” შემადგელობაში კი დავით […]
ნინიაშვილის, გორგაძისა და გიგაშვილის მორიგი აღიარება
საფრანგეთის ტოპ 14-ის მე-11 ტურის დასრულების შემდეგ, Midi Olympique-მ ტურის სიმბოლური გუნდი გამოქვეყნა, რომელშიც სამი ქართველი მორაგბე მოხვდა. ობიექტურობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ ბექა გორგაძე, ბექა გიგაშვილი და დავით ნინიაშვილი სრულიად დამსახურებულად მოხვდნენ მე-11 ტურის სიმბოლურ გუნდში – გორგაძემ “პოს” უკაპიტნა და უმნიშვნელოვანესი გამარჯვების მოპოვებაში დაეხმარა – გიგაშვილმა და ნინიაშვილმა კი ლელოს დადება მოახერხეს და საკუთარი […]
ამ უიქენდზე ‘გლაზგოს’, ‘ტულონის’, ‘ლენსთერისა’ და ‘ლა როშელის’ სარაგბო კლუბების მაისურებში გამოწყობილმა გულშემატკივრებმა დუბლინი გადააჭრელეს. ოფიციალური მონაცემებით, 12 ქვეყნიდან ირლანდიაში რაგბის 50 ათასზე მეტი გულშემატკივარი ჩავიდა ჩელენჯ თასისა და ჩემპიონთა თასის ფინალებზე დასასწრებად. მათ შორის საქართველოს რაგბის კავშირის ადმინისტრაციიდანაც იყვნენ, – ისინი ამ ტურნირების ორგანიზატორებმა, – ევროპის პროფესიული კლუბების რაგბიმ (EPCR) მოლაპარაკების მორიგ რაუნდზე მიიწვია. […]
ოფიციალურად: ბექა გიგაშვილი TOP 14-ის გრანდში ითამაშებს!
რამდენიმე წუთის წინ, ცნობილმა სარაგბო გამოცემამ rugbyrama.fr-მ გაავრცხელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ქართველი ბურჯი – ბექა გიგაშვილი “გრენობლიდან” “ტულონში” გადავიდა. დუდუ ქუბრიაშვილისა და ბექა გიგაშვილის “გრენობლი” TOP 14-დან გავარდა და შესაბამისად კლუბს მოთამაშეებზე ხელფასის შემცირება მოუხდა, რამაც მორაგბეების მხრიდან გუნდის დატოვება გამოიწვია. სწორედ ასე მოხდა ქართველის შემთხვევაშიც, ბექა გიგაშვილმა “გრენობლი” დატოვა და “ტულონს” შეუერთდება. შეგახსენებთ, […]
როგორ ეხმაურებიან მსოფლიო და ქართული რაგბის ვარსკვლავები მამუკა გორგოძის კარიერის დასრულებას?! (ფოტოები)
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების ყველა დროის საუკეთესო მელელოვე (27 ლელო) და მსოფლიო რაგბის ერთ-ერთი ვარსკვლავი – მამუკა გორგოძე სარაგბო კარიერას ასრულებს. სამწუხაროდ, კორონავირუსის პანდემიის გამო, TOP 14 შეწყდა და სეზონი ნაადრევად დასრულდა, შესაბამისად მამუკა გორგოძემ კარიერა დაასრულა. მან ბოლო მატჩი 2019 წლის 30 ნოემბერს “პოს” წინააღმდეგ გამართა. მამუკა გორგოძე მადლობებს და მოლოცვებს მისი ბრწყინვალე კარიერის […]
ევროპის ჩელენჯ ქაფის 1/2-ფინალურ შეხვედრაში, “ტულონისა” და “ბენეტონის” დაპირისპირპირება შედგა. ტულონში გამარტული მატჩი, მასპინძელთა გამარჯვებით 23:0 დასრულდა. აღსანიშნავია, რომ მატჩის მე-6 წუთიდან “ტულონი” კაცნაკლული დარჩა – მთავარმა არბიტრმა უხეში ბოჭვის გამო, გუნდის კაპიტანი – შარლ ოლივონი გააძევა. “ტულონის” გამარჯვებაში ლომის წილი ბექა გიგაშვილმა დაიდო, რომელიც 1/2-ფინალური მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. ქართველმა ბურჯმა პირველ ტაიმში ლელოს […]
ტოპ 14-ის მეოთხე ტურის მატჩები და ქართული ლეგიონი
15 სექტემბერს განახლდება TOP 14-ის მეოთხე ტურის მატჩები. მეოთხე ტურს “ლიონისა” და “მონპელიეს” მატჩი გახსნის, რომელიც თბილისის დროით 16:45 საათზე დაიწყება. ლიონის შემადგენლობაში არცერთი ქართველი არ ირიცხება, ხოლო მონპელიეს შემადგენლობაში ირიცხებიან: მიხეილ ნარიაშვილი, კოტე მიქაუტაძე და ლევან ჩილაჩავა. სამწუხაროდ ვერცერთი ვერ დაეხმარება საკუთარ კლუბს, რადგან სამივეს ტრავმა აწუხებს. “ლიონისა” და “მონპელიეს” დაპირისპირების შემდეგ, 20:00 საათზე […]
ქართული დაპირისპირება ტოპ 14-ში და ამაშუკელის მორიგი აღიარება
საფრანგეთის ტოპ 14-ის მე-12 ტურის შეხვედრაში, “ტულონისა” და “რასინგ 92”-ის დაპირისპირება შედგა. პრინციპული მატჩი, “ტულონის” მარცხით, 14:31 დასრულდა. რაგბის ქართველი გულშემატკივრისათვის, აღნიშნული მატჩი საკმაოდ დიდ დატვირთვას ატარებდა, რადგან ერთმანეთის წინააღმდეგ ქართველი მორაგბეები აღმოჩნდნენ – მატჩის მთავარ არბიტრად კი ნიკა ამაშუკელი გახდლათ დანიშნული. “ტულონის” ძირითად შემადგენლობაში ბექა გიგაშვილმა იასპარეზა – მისი ვიზავი კი გურამ გოგიჩაშვილი აღმოჩნდა, […]
ჩელენჯ თასი | გიგაშვილი ჩემპიონია! ქართული რაგბი ტურნირს უახლოვდება!
ბორჯღალოსანი ბექა გიგაშვილი ევროპის ჩელენჯ თასის ჩემპიონია! მისმა ‘ტულონმა’ ფინალში ‘გლაზგო უორიორსი’ „ავივა სთედიუმზე“ 43:19 დაამარცხა. ჩელენჯ თასი მეორე დონის საკლუბო ევროტურნირია ჩემპიონთა თასის შემდეგ. ევროპის პროფესიული კლუბების რაგბი (EPCR) მათ 1996 წლიდან ატარებს. ჩელენჯ თასზე საფრანგეთის ტოპ 14-ის, ინგლისის პრემიერშიფის, ასევე „იუნაიტედ რაგბი ჩემპიონშიფიდან“ ირლანდიის, უელსის, შოტლანდიის, იტალიისა და სამხრეთ აფრიკის გუნდები თამაშობენ. წელს […]