6 სეზონი და 150-ზე მეტი მატჩი – ლაშა პარუნაშვილმა ესბიერგი დატოვა
დანიის ჩემპიონატის წარმომადგენელ კლუბ “ესბიერგში” გატარებული თითქმის 6 სეზონის შემდეგ, ქართველმა ნახევარმცველმა, ლაშა პარუნაშვილმა გუნდი დატოვა. “დინამო თბილისის” , “საბურთალოს”, “ცხინვალის”, ბოლნისის “სიონისა” და რუსთავის “მეტალურგის” ყოფილი ფეხბურთელი, რომელსაც საქართველოს ნაკრებში თამაშის გამოცდილებაც აქვს, ამჟამად უკლუბოდ იმყოფება და ევროტურნირების მიმდინარეობის დროს, ქართული კლუბებისთვის მისი დამატება გაძლიერების თვალსაზრისით ურიგო აზრი არ უნდა იყოს. 29 წლის საყრდენმა ნახევარმცველმა […]
ლევან მჭედლიძის სადებიუტო გოლი ტორპედოში | VIDEO
სამგურალის მეკარის შეცდომა და კურიოზული გოლი ეროვნულ ლიგაში | VIDEO
დინამო ბათუმს პირველ ტურში უკრაინელი ფეხბურთელი კაპიტნობს | VIDEO
საქართველოს ეროვნული ლიგის 2022 წლის გათამაშება მოქმედი ჩემპიონის, “დინამო ბათუმისა” და ეროვნული ლიგა 2-ის გამარჯვებულის, ბოლნისის “სიონის” მატჩით დაიწყო. საინტერესოა, რომ “დინამო ბათუმს” ამ შეხვედრაში უკრაინელი ცენტრალური მცველი, ოლექსანდრ აზაცკი კაპიტნობს. მიუხედავად იმისა, რომ გუნდის კაპიტანი, მამუკა კობახიძე მოედანზეა, გუნდი სათამშოდ კაპიტნის სამკლაურით უკრაინელმა ლეგიოერმა გაიყვანა, რაც ცხადია რუსეთსა და უკრაინას შორის მიმდინარე საომარ მდგომარეობას უკავშირდება.
ზამთრის ყველა ტრანსფერი: როგორი შემადგენლობებით ხვდებიან გუნდები ეროვნული ლიგის ახალ სეზონს?
საქართველოს ეროვნული ლიგის 2022 წლის გათამაშება 24 თებერვალს, ქვეყნის მოქმედი ჩემპიონის, “დინამო ბათუმისა” და ეროვნული ლიგა 2-ის გამარჯვებულის, ბოლნისის “სიონის” მატჩით დაიწყება. შეხვედრა ბათუმში, ცენტრალურ სტადიონზე შედგება და 19:00 საათზე დაიწყება. გუნდები ახალ სეზონს განახლებული შემადგენლობებით ხვდებიან. ზამთრის სატრანსფერო პერიოდი საკმაოდ დატვირთული და საინტერესო გამოდგა. ზოგიერთი კლუბი საგრძნობლად გაძლიერდა, მაგალითად ქუთაისის “ტორპედო”, რომელმაც ახალი გუნდის ჩამოყალიბება […]
ახალი ფორმა და 6 ახალი ფეხბურთელი – მოქმედი ჩემპიონი ძლიერდება
ცოტა ხნის წინ გაცნობეთ, რომ საქართველოს მოქმედი ჩემპიონი, “დინამო ბათუმი” 2022 წის სეზონისთვის მზადებას იწყებდა და კლუბმა წლის პირველი ტრანსფერებიც გამოაცხადა – გუნდში ორი ლეგიონერი, სერბი, მილან რადინი და მონტენეგროელი, სტეფან დენკოვიჩი მივიდნენ. მოგვიანებით, აჭარულმა კლუბმა ოთხი ქართველი ფეხბურთელის დამატებაც დაადასტურა, რაზეც ქართულ მედიაში ბოლო დროს ბევრი იწერებოდა. გუნდს გორის “დილას” ყოფილი და ერონული ლიგის 2021 წლის სეზონის ერთ-ერთი […]
როდის, სად და რომელი მატჩით გაიხსნება სეზონი? – ეროვნული ლიგის კალენდარი ცნობილია
ეროვნული ლიგის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ჩემპიონატის 2022 წლის სეზონის კალენდარი გამოქვეყნდა. ცნობილია, რომ ტრადიციულად, ჩემპიონატს ეროვნული ლიგისა და ლიგა 2-ის ჩემპიონი გუნდების, შესაბამისად, “დინამო ბათუმისა” და ბოლნისის “სიონის” დაპირისპირება გახსნის. შეხვედრა 26 თებერვალს, “ბათუმი არენაზე” გაიმართება და 18:00 საათზე დაიწყება. რაც შეეხება პირველი ტურის კალენდარს, იგი შემდეგნაირად გამოიყურება: საინტერესოა, რომ მეორე ტურშივე მოქმედი და ვიცე-ჩემპიონები, ბოლო წლების ორი […]
საქართველოს ეროვნულ ლიგა 2-ში 2021 წლის სეზონი დასრულდა
3 დეკემბერს საქართველოს ეროვნული ლიგა 2-ის 36-ე ტურის შეხვედრები გაიმართა და ამით ტურნირის რეგულარული სეზონი დასრულდა. ბოლო ტურის შეხვედრებში ნაადრევად გაჩემპიონებული ბოლნისის “სიონი” თბილისის “მერანთან” – 1:2 დამარცხდა, ხოლო სამეულში მოხვედრილმა “გაგრამ” 3:0 (“გარეჯთან) და მარტვილის “მერანმა” – 6:0 (“ჩიხურასთან”) დიდი ანგარიშებით იმარჯვეს. 4 უპასუხო გოლის გატანა მოახერხა გასავარდნ ზონაში მოხვედრილმა “ვიტ ჯორჯიამაც“, რომელმაც ზუგდიდის […]
ხელჩართული ჩხუბი და 2 წითელი ბარათი გაგრა Vs. ბოლნისის მატჩში | VIDEO
რაფაელ ვან დერ ვაარტი ლაშა პარუნაშვილის გუნდის მწვრთნელი გახდა
ლეგენდარული ნიდერლანდელი მწვრთნელი, რაფაელ ვან დერ ვაარტი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელის, ლაშა პარუნაშვილის გუნდის მწვრთნელი გახდა. ნიდერლანდების ნაკრების, მადრიდის “რეალის”, ამსტერდამის “აიაქსის”, “ჰამბურგის”, “ტოტენჰემის” და “რეალ ბეტისის” ყოფილმა შემტევმა ნახევარმცველმა კარიერა დანიის სუპერლიგის ბინადარ “ესბიერგში” დაასრულა და 28 წლის ქართველ ფეხბურთელთან ერთად, მოედანზეც 4-ჯერ გავიდა. 38 წლის ნიდერლანდელი, რომელსაც ჯერ სამწვრთნელო გამოცდილება არ აქვს, “ესბიერგში” მთავარი მწვრთნელის, […]
ინტერესი გერმანიიდან: გურამ გიორბელიძის დამატება მეორე ბუნდესლიგის გუნდს სურს
საქართველოს ნაკრების მარცხენა მცველი, გურამ გიორბელიძე შესაძლოა სათამაშოდ გერმანიაში გადაბარგდეს. ქართველი ფეხბურთელის პოტენციური ტრანსფერის შესახებ გერმანული და ავსტრიული გამოცემები წერენ. krone.at-ის ინფორმაციით, 25 წლის ფეხბურთელს დრეზდენის “დინამოში” გადასვლა მისმა ყოფილმა თანაგუნდელმა, ავსტრიელმა ცენტრალურმა მცველმა, მიხაელ შოლბაუერმა შესთავაზა. აღსანიშნავია, რომ ავსტრიის ბუნდესლიგის მეორე ტურის შეხვედრაში, ოთარ კიტეიშვილის გრაცის “შტურმთან”, გიორბელიძე “ვოლფსბერგერის” განაცხადში არ ყოფილა, მისმა გუნდმა კი – […]
ზაქარია ბეგლარიშვილმა ესტონეთის მოქალაქეობა მიიღო
31 წლის თავდამსხმელმა, ზაქარია ბეგლარიშვილმა ესტონეთის მოქალაქეობის დამადასტურებელი საბუთი ოფიციალურად მიიღო. წარმოშობით ქართველმა ფეხბურთელმა, რომელსაც თავისი პროფესიონალური კარიერის უდიდესი ნაწილი სწორედ ბალტიისპირულ ქვეყანაში აქვს გატარებული, ესტონეთის მოქალაქეობის დამადასტურებელი მოწმობა ოფიციალურად, ესტონეთის ჩემპიონატის მე-17 ტურის შეხვედრის წინ, მიიღო. აღნიშნულ შეხვედრაში, “ლევადიამ” “კალიუ” – 4:1 დაამარცხა, ბეგლარიშვილი კი თამაშში 65-ე წუთზე შევიდა. უეფას ევროპის კონფერენს ლიგის მეორე […]