ეროვნულ ლიგა 2-ში დათა სიჭინავამ ჯარიმა 25 მეტრიდან გაიტანა (ვიდეო)
ბეგლარიშვილის მეშვიდე გოლი და საგოლე გადაცემა – ქართველების გუნდმა მეხუთე მატჩი მოიგო (ვიდეო)
ესტონეთის ჩემპიონატის მეექვსე ტურის შეხვედრაში, ზაქარია ბეგლარიშვილისა და ანტონ თოლორდავას “ლევადიამ” “ნარვას” უმასპინძლა და – 3:2 დაამარცხა. ორივე ქართველმა ლეგიონერმა თამაში გამარჯვებული გუნდის ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო, შეხვედრა სრულად ჩაამთავრა და 3 ქულის მოპოვებაში თავისი წვლილიც შეიტანა. ბეგლარიშვილმა 25-ე წუთზე თავისი გუნდის უპირატესობა ორამდე გაზარდა და 61-ზე საგოლე გადაცემაც მიითვალა, ხოლო თოლორდავამ 41-ე წუთზე ყვითელი ბარათი […]
“ნაკრები არაფერ შუაშია, ბოლო მატჩებში უთამაშებლობის შემდეგ, ყველა ემოცია ერთად გამოვხატე” – ლოჩოშვილის კომენტარი აუსტრიასთან გოლის შემდეგ
ავსტრიის ბუნდესლიგის 22-ე ტურის შეხვედრაში, “ვოლფსბერგერმა” ვენის “აუსტრია” 5:3 დაამარცხა. გამარჯვებაში თავისი წვლილი ლუკა ლოჩოშვილმაც შეიტანა, რომელმაც მე-14 წუთზე, მეტოქის კარი აიღო და ახალი კლუბის მაისურით სადებიუტო გოლი გაიტანა. შეხვედრის კიდევ ერთი გამორეული ეპიზოდი გოლის აღნიშვნა იყო, რომელმაც გარკვეული კითხვის ნიშნები გააჩინა. მატჩის დასრულების შემდეგ, აღნიშნულთან დაკავშირებით, 23 წლის ცენტრალურ მცველს Live.ge ავსტრიაში დაუკავშირდა და […]
გოლი და საგოლე გადაცემა: ბეგლარიშვილმა ჩემპიონატიც შედეგიანად დაიწყო, თოლორდავას ისევ არ უთამაშია (ვიდეო)
ქვეყნის თასის ნახევარფინალში გასვლის და 11-მეტრიანის გატანის შემდეგ, ესტონეთის ჩემპიონატის პირველივე ტურში, ზაქარია ბეგლარიშვილმა მეტოქის კარის დალაშქვრა და გამარჯვების მოპოვება მოახერხა. “ლევადიამ” შიდა ჩემპიონატში გამოსვლა ვაპრუსის “პარნუსთან” გამარჯვებით – 5:0 დაიწყო. შეხვედრის მე-18 წუთზე ანგარიში სწორედ ბეგლარიშვილის საგოლე გადაცემის შემდეგ გაიხსნა, 7 წუთში კი 30 წლის ნახევარმცველმა მიჯრით მეორე მატჩში პენალტი ზუსტად შეასრულა. ბეგლარიშვილმა მოედანი […]
ოფიციალურად: ლაშა შინდაგორიძე ეროვნულ ლიგაში დაბრუნდა – ვიცე-ჩემპიონის მე-13 ტრანსფერი
ბათუმის “დინამომ” 2021 წელს მე-13 ტრანსფერი განახორციელა და კიდევ ერთი თავდამსხმელი დაიმატა. საქართველოს ბოლო 2 სეზონის ვიცე-ჩემპიონმა 28 წლის თავდამსხმელი ლაშა შინდაგორიძე დაიმატა. ინფორმაცია კლუბის ოფიციალურმა გვერდმა დაადასტურა. “ზესტაფონის”, “ცხინვალის”, “დინამო თბილისის”, ქუთაისის “ტორპედოს”, ბოლნისის “სიონის” და “ბალმაზუივაროშის” ყოფილი ფორვარდი ბოლოს ბელარუსულ სოლიგორსკის “შახტიორში” თამაშობდა და ქვეყნის ჩემპიონატის მოგება მოახერხა. იქ შინდაგორიძე ყოფილ თანაგუნდელ გეგა […]
დებიუტი და გოლი – თოლორდავას და ბეგლარიშვილის გუნდმა წელი თასის ნახევარფინალში გასვლით დაიწყო
ესტონეთის თასის ნახევარფინალურ ეტაპზე, “ლევადიამ” “მაარდუს” უმასპინძლა და – 2:0 დაამარცხა. გამარჯვებაში თავისი წვლილი შეიტანა ზაქარია ბეგლარიშვილმა, რომლისთვისაც ეს ახალი კლუბის მაისურით პირველი ოფიციალური მატჩი გახლდათ და სადებიუტო გოლითაც აღნიშნა – ქართველმა შემტევმა 50-ე წუთზე პენალტი ზუსტად შეასრულა. აქამდე, “ფლორას” ყოფილ ფეხბურთელს “ტულევიკთან” ამხანაგურ შეხვედრაში ჰქონდა გატანილი. რაც შეეხება “ლევადიას” კიდევ ერთ ქართველ ახალწვეულს, ანტონ […]
დავით ვოლკოვის მეცხრე გოლი მიმდინარე სეზონში (ვიდეო)
ლუკა ლოჩოშვილი ტოტენჰემთან მატჩში ძირითად შემადგენლობაშია
ლიგის მეთექვსმეტედფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში “ვოლფსერგერი” “ტოტენჰემს” დაუპირისპირდება. მატჩი 18 თებერვალს, თბილისის დროით 21:55 საათზე დაიწყება. მატჩის დაწყებამდე 1 საათით ადრე ცნობილი ხდება გუნდების ძირითადი შემადგენლობა. ავსტრიული კლუბის სასტარტო თერთმეტეულში საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ცენტრალური მცველი ლუკა ლოჩოშვილი მოხვდა. ლონდონური კლუბის წინააღმდეგ ჩასატარებელ მატჩში სათადარიგოთა სკამზეა გურამ გიორბელიძე. მიმდინარე სეზონში, 22 წლის მცველმა “ვოლფსბერგერის” 25 შეხვედრაში […]
გურამ გიორბელიძე: “აღდგენით პროცესს ვასრულებ, მოედანზე რამდენიმე დღეში გავალ”
2020 წლის ზაფხულიდან საქართველოს კიდევ 2 ლეგიონერი შეემატა – “დინამო თბილისის” ცენტრალური მცველმა ლუკა ლოჩოშვილმა და გორის “დილას” მარცხენა ფლანგელმა გურამ გიორბელიძემ ავსტრიული “ვოლფსბერგერის” მაისური მოირგეს. ლოჩოშვილი გუნდის ძირითად შემადგენლობაში მალევე დამკვიდრდა და ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე დებიუტიც მოასწრო. 22 წლის მცველის აქტივში უკვე 9 მატჩი და 1 საგოლე გადაცემაა, რაც შეეხება გიორბელიძეს, მას ტრავმა […]
დავით თარგამაძე სამტრედიაში ითამაშებს
დავით თარგამაძე საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში ითამაშებს. 30 წლის ნახევარმცველი “სამტრედიას” ფეხბურთელი გახდება. ჯერჯერობით, იმერულ კლუბს ინფორმაცია არ დაუდასტურებია, თუმცა ეროვნული ლიგის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოცდილი ფეხბურთელი უკვე “სამტრედიას” მოთამაშეთა სიაში ირიცხება. საქართველოს ნაკრებში 21 მატჩის ჩამტარებელი ფეხბურთელი უკრაინასა და გერმანიაში გატარებული 10 წლის შემდეგ, სამშობლოში 2018 წელს დაბრუნდა და “საბურთალოს”, “სიონისა” და “შევარდენის” მაისურით თამაშობდა.
გურამ გიორბელიძე: “კონტრაქტს ხელი მოვაწერე, სამედიცინო შემოწმებას გავივლი და აგვისტოდან გუნდს შევუერთდები”
ავსტრიულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქართველი მცველი გურამ გიორბელიძე კარიერას ტიპიკო ბუნდესლიგის ბინადარ “ვოლფსბერგერში” გააგრძელებს. ეს ცნობები გორის “დილას” პრესსამსახურში გადავამოწმეთ, სადაც დაგვიდასტურეს, რომ 24 წლის მარცხენა ფლანგელის მიმართ ინტერესი მართლაც არსებობს, მოგვიანებით კი Live.ge უშუალოდ ფეხბურთელს გაესაუბრა, ვინც შემდეგი კომენტარი გააკეთა: “ვოლფსბერგერთან” 2+1წლიან კონტრაქტს მოვაწერე ხელი. ყველაფერი უკვე შეთანხმებულია, 26 ივლისამდე გორის “დილაში” დავრჩები, […]
გურამ გიორბელიძე ავსტრიის ჩემპიონატში ითამაშებს – ქართველი ევროპის ლიგის მონაწილე გუნდში ჩაირიცხება
უდიდესი ალბათობით, გორის “დილას” მარცხენა მცველი გურამ გიორბელიძე კარიერას ევროპაში გააგრძელებს. 24 წლის ფლანგის ფეხბურთელი ავსტრიის ჩემპიონატის ბინადარ “ვოლფსბერგერში” უახლოეს დღეებში ჩაირიცხება. ევროპულ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია Live.ge-მ გორის “დილას” პრესსამსახურში გადაამოწმა, სადაც თქვეს, რომ ტიპიკო ბუნდესლიგიდან ინტერესი მართლაც არსებობს, მიღწეულია წინასწარი სიტყვიერი შეთანხმება, თუმცა მხარეებს კონტრაქტზე ხელი ჯერჯერობით არ მოუწერიათ. ავსტრიულმა კლუბმა ჩემპიონატში მესამე პოზიცია […]