საქართველოს ნაკრების მარცხენა მცველი, გურამ გიორბელიძე შესაძლოა სათამაშოდ გერმანიაში გადაბარგდეს. ქართველი ფეხბურთელის პოტენციური ტრანსფერის შესახებ გერმანული და ავსტრიული გამოცემები წერენ. krone.at-ის ინფორმაციით, 25 წლის ფეხბურთელს დრეზდენის “დინამოში” გადასვლა მისმა ყოფილმა თანაგუნდელმა, ავსტრიელმა ცენტრალურმა მცველმა, მიხაელ შოლბაუერმა შესთავაზა. აღსანიშნავია, რომ ავსტრიის ბუნდესლიგის მეორე ტურის შეხვედრაში, ოთარ კიტეიშვილის გრაცის “შტურმთან”, გიორბელიძე “ვოლფსბერგერის” განაცხადში არ ყოფილა, მისმა გუნდმა კი – […]