საქართველოს ნაკრების შემტევი, გიორგი ჩაკვეტაძე ავსტრიის ყველაზე ტიტულოვან კლუბს, ვენის “რაპიდს” დაუკავშირეს. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას ავსტრიული გამოცემა laola1.at-ი ავრცელებს და წერს, რომ დიდი შანსია, ახალი სეზონიდან ბრატისლავის “სლოვანის” ქართველმა მეათე ნომერმა საკლუბო კარიერა სწორედ “თეთრ-მწვანეთა” შემადგენლობაში გააგრძელოს. “გენტის” ნახევარმცველი, რომელიც სეზონის ბოლომდე იჯარით “სლოვან ბრატისლავაშია”, კვირას ვენაში იმყოფებოდა. ქართველის Instagram-ზე გავრცელდა ფოტოები, სადაც ჩაკვეტაძე წარმომადგენლებთან […]