კანკავას და კაშიას სრული მატჩი – ვაისის გუნდი ჩემპიონთა ლიგის მეორე ეტაპზე გავიდა
უეფას ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო შეხვედრაში, საქართველოს ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელის, ვლადიმირ ვაისის გაწვრთნილმა ბრატისლავის “სლოვანმა“, ირლანდიურ “შემროკ როვერსთან” – 1:2 წააგო, თუმცა ორი მატჩის ჯამში (3:2) იმარჯვა და შემდეგი ეტაპის საგზური მოიპოვა. შეხვედრაში, სლოვაკური გუნდის ძირითად შემადგენლობაში იყვნენ და სრულადაც ითამაშეს საქართველოს ნაკრების მთავარმა და ვიცე-კაპიტნებმა, შესაბამისად, ჯაბა კანკავამ და გურამ კაშიამ, […]
საკუთარი შვილის გოლით – ვაისმა მეორე მატჩში მეორე ტიტული მოიგო
საქართველოს ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, ვლადიმირ ვაისმა ახალ გუნდთან ერთად მუშაობა შესანიშნავად დაიწყო. სლოვაკ სპეციალისტს ორი ტიტულის მოსაგებად მხოლოდ ორი შეხვედრა დასჭირდა. ცოტა ხნის წინ გაცნობეთ, რომ “ჯვაროსნების” ყოფილმა თავკაცმა სადებიუტო შეხვედრაში “ზლატე-მორავცეს” – 4:0 დამარცხების შემდეგ, მისი კოლეგის მიერ დაწყებული საქმე წარმატებით დააგვირგვინა და ჩემპიონობა იზეიმა, ახლა კი მეორე შეხვედრაში, ქვეყნის თასის ფინალში “ჟილინასაც” […]
ვლადიმირ ვაისმა გუნდში ქართველები მიიყვანა: კაშია და კანკავა ერთ გუნდში ითამაშებენ
საქართველოს ნაკრების კაპიტანი, ჯაბა კანკავა და ვიცე-კაპიტანი, გურამ კაშია კარიერას ბრატისლავის “სლოვანში” გააგრძელებენ. ბოლო პერიოდის განმავლობაში გავრცელებული ინფორმაცია უკვე ოფიციალურად დადასტურდა – გამოცდილი ქართველი ლეგიონერები ეროვნული გუნდის ყოფილი მთავარი მწვრთნელის, ვლადიმირ ვაისის მიერ გაწვრთნილ გუნდში ითამაშებენ. 33 წლის ცენტრალური მცველი და 35 წლის ნახევარმცველი ბოლოს, შესაბამისად, თბილისის “ლოკომოტივსა” და ფრანგულ “ვალენსიენში” გამოდიოდნენ, ახლა კი სლოვაკეთის […]
სარეკორდო შეთავაზება – გიორგი წიტაიშვილმა შესაძლოა ვლადიმირ ვაისთან ითამაშოს
საქართველოს ნაკრების ყოფილ მთავარ მწვრთნელს, ვლადიმირ ვაისს, ეროვნული გუნდის კიდევ ერთი ფეხბურთელის, გიორგი წიტაიშვილის დამატება სურს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს და წერს, რომ კიევის “დინამომ”, სლოვაკეთის მოქმედი ჩემპიონის, ბრატისლავის “სლოვანის” მხრიდან საკმაოდ მსუყე შეთავაზება მიიღო და ნიჭიერი ქართველი შემტევის სანაცვლოდ 2 მილიონი ევროს გადახდა დააპირა. ცნობილია, რომ გარდა ჯაბა კანაკვას და გურამ კაშიას გუნდისა, […]
ვაისს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი სლოვაკურ გუნდში მიჰყავს
საქართველოს ნაკრების ცენტრალური მცველი და ვიცე-კაპიტანი გურამ კაშია კარიერას „სლოვანის ბრატისლავაში“ გააგრძელებს, – ამის შესახებ sportnet.sme.sk იუწყება. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ სლოვაკეთის გუნდის მთავარი მწვრთნელი ვლადიმირ ვაისია, რომელიც „ჯვაროსნებს“ 4 წელი ხელმძღვანელობდა. წყაროს ცნობით, ვაისს დიდი ხანია, სურს გუნდში ქართველი ფეხბურთელის აყვანა და სლოვაკმა სპეციალისტმა „სლოვანში“ ყველაზე გამოცდილი მოთამაშე დაიმატა. „საქართველოს ნაკრებში თამაშობენ ფეხბურთელები, რომლებსაც ღმერთისგან ბოძებული ნიჭი აქვთ და გამოცდილებიც არიან. […]
საქართველოს ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი, ვლადიმირ ვაისი დიდი ალბათობით, მალე აქტიურ სამუშაოს დაუბრუნდება. სლოვაკური მედიიის ინფორმაციით, 56 წლის სპეციალისტის დასაქმებით მისი ყოფილი კლუბი, ბრატისლავის “სლოვანი” ინტერესდება. წყაროს ცნობით, სლოვაკური კლუბის მოქმედი მთავარი მწვრთნელი დარკო მილანიჩი, რომელმაც “სლოვანი” სექტემბერში ჩაიბარა, გუნდს სეზონის ბოლოს დატოვებს, მიუხედავად იმისა, რომ ბრატისლაველებს ჩემპიონატის დასრულებამდე 3 ტურით ადრე, ლიდერის პოზიცია უკავიათ და […]