უეფას ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო შეხვედრაში, “დინამო ბათუმი”, ბრატისლავის “სლოვანს” უმასპინძლებს. შეხვედრას, რომელიც 13 ივლისს, ბათუმში უნდა გაიმართოს, პორტუგალიელი მთავარი არბიტრი, ანტონიო ნობრე მოემსახურება. 33 წლის რეფერი სამსაჯო კარიერაში ჯერ ახალბედაა და საერთაშორისო დონეზე მუშაობის ვრცელი წარსული და გამოცდილება არ აქვს. მისი დებიუტი პორტუგალიის პრიმეირა ლიგაში 2017 წელს შედგა, ხოლო ფიფას კატეგორიის მსაჯის წოდება […]