საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ,,კოპენჰაგენის” მცველის, დავით ხოჭოლავას, მეუღლის მამა უკრაინაში რუსების დაბომბვას ემსხვერპლა. ინფორმაცია ქართველი ფეხბურთელის მეუღლემ, იულია ხოჭოლავამ, სოციალურ ქსელში გაავრცელა. ,,დღეს, ღამის 04:00 საათზე, სამხედრო ნაწილის დაბომბვის შედეგად მამაჩემი გარდაიცვალა. მამა, რომელიც ჩემთვის ყველაფერი იყო. ასეთი ტკივილი არასდროს განმიცდია,” – წერს იულია ხოჭოლავა. 21 თებერვალს ვლადიმერ პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის დამოუკიდებლობა აღიარა, […]