დანიის სუპერლიგის 22-ე ტურში ,,კოპენჰაგენი” ,,ვიბორგს” უმასპინძლებს. მასპინძელთა ძირითად შემადგენლობაშია საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი – დავით ხოჭოლავა. თუმცა, საინტერესოა, რომ გუშინ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ხოჭოლავას მუხლის ტრავმა ჰქონდა და მის ნაცვლად, ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა, გუნდში ბათუმის „დინამოს“ მცველი, მამუკა კობახიძე გამოიძახა. საქართველოს ეროვნული ნაკრები მარტში ორ მატჩს ჩაატარებს. […]