ხოჭოლავა ინტერთან მატჩის ძირითად შემადგენლობაშია
დღეს ევროპა ლიგის ბოლო ნახევარფინალური დაპირისპირება “ინტერსა” და “შახტარს” შორის გაიმართება. დონეცკელთა სასტარტო შემადგენლობაშია დავით ხოჭოლავა. 27 წლის ქართველი მცველი ლუკაკუ-მარტინესის დუეტის შეჩერებას შეეცდება. შეგახსენებთ, რომ 1/8 ფინალურ მატჩში “ვოლფსბურგთან” ხოჭოლავამ წითელი ბარათი მიიღო, რის გამოც მეოთხედფინალში “ბაზელთან” თამაში გამოტოვა. “ინტერსა” და “შახტარს” შორის შეხვედრა თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება.
ხოჭოლავა სევილიას წინააღმდეგ ძირითადში იქნება
დღეს ჩემპიონთა ლიგაზე ჯგუფური ეტაპის შეხვედრები გაიმართება. 23:00 საათზე G ჯგუფში “კოპენჰაგენი” და “სევილია” დაუპირისპირდებიან ერთანეთს. დანიურმა კლუბმა ძირითადი შემადგენლობა რამდენიმე წუთის წინ დაასახელა და ქართველი ფეხბურთელი სასტარტო თერთმეტეულშიც მოხვდა. შეგახსენებთ, რომ დღეს ჩემპიონთა ლიგაზე ხვიჩა კვარაცხელიაც ითამაშებს. “ნაპოლი” გასვლაზე შოტლანდიურ “რეინჯერსს” დაუპირისპირდება. აღნიშნული შეხვედრაც, ასევე, 23:00 საათზე დაიწყება.
ხოჭოლავა შახტარს დაუბრუნდა
დონეცკის “შახტარი” ჩემპიონთა ლიგაზე მე-3 ტურის მატჩისთვის ემზადება. გუნდმა “მიუნხენგლადბახთან” მატჩამდე ბოლო ვარჯიში გამართა. “შახტარის” ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დავით ხოჭოლავა კვლავ დონეცკელებთან ერთად ვარჯიშობს და მომდევნო თამაშისთვის ემზადება. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების მცველმა ჩემპიონთა ლიგაზე თამაშისას, “ინტერთან” მიკროტრავმა მიიღო და მოედანი 62-ე წუთზე დატოვა. შედეგად, ხოჭოლავას უკრაინის ჩემპიონატის 1 ტურის გამოტოვება მოუწია. ასევე […]
ხოჭოლავა შახტარს ემოციურად დაემშვიდობა | VIDEO
ხოჭოლავა ჩემპიონთა ლიგას ინტერთან უბრუნდება
დავით ხოჭოლავა მცირე ტრავმის შემდეგ “შახტარის” განაცხადს ჩემპიონთა ლიგაზე დაუბრუნდა. შეგახსენებთ, რომ ქართველი მცველი საქართველოს ნაკრებში დაშავდა და მას შემდეგ უკრაინელთა რიგებში არ უთამაშია. დონეცკელები ჩემპიონთა ლიგაზე უმნიშვნელოვანეს მატჩს ხვალ, “ინტერთან” გამართავენ. გამარჯვების შემთხვევაში “შახტარი” ურთულესი ჯგუფიდან გასვლას მოახერხებს. როგორც მოგეხსენებათ, ხოჭოლავა უკრაინელთა მიერ ჩატარებულ პირველ 3 ტურში სასტარტო შემადგენლობაში იყო.
ხოჭოლავამ შახტართან კონტრაქტი გაახანგძლივა
დავით ხოჭოლავას კარიერა უკრაინაში გრძელდება – ქართველმა ფეხბურთელმა “შახტართან” ახალი კონტრაქტი გააფორმა. როგორც ცნობილია, გამოცდილმა ცენტრალურმა მცველმა დონეცკურ კლუბთან ხელშეკრულება 2025 წლის ივნისამდე გაახანგძლივა. შეგახსენებთ, რომ ხოჭოლავა “შახტარს” 2017/18 წლების სეზონის დაწყებამდე შეუერთდა. ამ დროის განმავლობაში საქართველოს ნაკრების წევრმა 79 მატჩში მიიღო მონაწილეობა. დავითმა მიმდინარე სეზონში უკრაინული კლუბის რიგებში ჩემპიონთა ლიგაზე დასამახსოვრებელი მატჩები ჩაატარა. “რეალის” […]
ხოჭოლავას გოლი ამხანაგურ მატჩში | VIDEO
Please enable JavaScript EmbedCopy and paste this HTML code into your webpage to embed.