ხოჭოლავა შახტარს დაუბრუნდა
დონეცკის “შახტარი” ჩემპიონთა ლიგაზე მე-3 ტურის მატჩისთვის ემზადება. გუნდმა “მიუნხენგლადბახთან” მატჩამდე ბოლო ვარჯიში გამართა. “შახტარის” ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დავით ხოჭოლავა კვლავ დონეცკელებთან ერთად ვარჯიშობს და მომდევნო თამაშისთვის ემზადება. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების მცველმა ჩემპიონთა ლიგაზე თამაშისას, “ინტერთან” მიკროტრავმა მიიღო და მოედანი 62-ე წუთზე დატოვა. შედეგად, ხოჭოლავას უკრაინის ჩემპიონატის 1 ტურის გამოტოვება მოუწია. ასევე […]
დავით ხოჭოლავა ეტიჰადზე სასტარტოდან დაიწყებს
დღეს “კოპენჰაგენი” ჩემპიონთა ლიგაზე მორიგ შეხვედრას გამართავს. ამჯერად მათი მეტოქე დაუმარცხებელი “მანჩესტერი სიტი” იქნება. რამდენიმე წუთის წინ, დანიური კლუბის ოფიციალურმა გვერდმა სასტარტო თერთმეტეული გამოაქვეყნა, სადაც დავით ხოჭოლავას სახელსაც ამოვიკითხავთ. აღნიშნულ შეხვედრას მანჩესტერი, კერძოდ კი “ეტიჰად სთეიდიუმი” უმასპინძლებს. მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.
საუკეთესო გუნდი – დავით ხოჭოლავა
მაშინ, როდესაც კორონავირუსის პანდემიის გამო მსოფლიო სპორტი დროებით შეჩერებულია Live.ge გთავაზობთ ახალ რუბრიკას –“საუკეთესო გუნდი”, რომელიც შემდეგში მდგომარეობს: 2 დღეში ერთხელ ქართველი სპორტსმენები თავიანთ TOP გუნდებს დაგვისახელებენ, მაგალითად: კალათბურთელები გააკეთებენ საუკეთესო V-ეულს და მწვრთნელს, ფეხბურთელები საუკეთესო XI-ეულს და მწვრთნელს, მორაგბეები საუკეთესო XV-ეულს და მწვრთნელს, რაც შეეხებათ ძიუდოისტებს, ისინი ყველა წონის ლიდერებს დაგვისახელებენ. რუბრიკა – “საუკეთესო გუნდის” […]
რუმინეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები 2 ივნისს, რუმინეთში, ქალაქ პლოიეშტში ილიე ოანას სტადიონზე, რუმინეთის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება. ამხანაგურ შეხვედრაში “ჯვაროსნების” ძირითადი შემადგენლობა ცნობილია. საინტერესოა, რომ ეროვნული გუნდის სასტარტო თერთმეტეულში დებიუტანტია, ლაზარე კუპატაძე და . საქართველოს ნაკრები: ლაზარე კუპატაძე – გრიგოლ ჩაბრაძე, დავით ხოჭოლავა, სოლომონ კვირკველია, ირაკლი აზაროვი – ნიკა კვეკვესკირი, გიორგი აბურჯანია, ლევან შენგელია, თორნიკე ოქრიაშვილი (კ) , მურთაზ დაუშვილი […]
ტეტემ შახტარი დააწინაურა – ხოჭოლავას გუნდი რეალს მადრიდში ამარცხებს (ვიდეო)
ხოჭოლავას გოლი ამხანაგურ მატჩში | VIDEO
Please enable JavaScript EmbedCopy and paste this HTML code into your webpage to embed.
ხოჭოლავა ჩემპიონთა ლიგას ინტერთან უბრუნდება
დავით ხოჭოლავა მცირე ტრავმის შემდეგ “შახტარის” განაცხადს ჩემპიონთა ლიგაზე დაუბრუნდა. შეგახსენებთ, რომ ქართველი მცველი საქართველოს ნაკრებში დაშავდა და მას შემდეგ უკრაინელთა რიგებში არ უთამაშია. დონეცკელები ჩემპიონთა ლიგაზე უმნიშვნელოვანეს მატჩს ხვალ, “ინტერთან” გამართავენ. გამარჯვების შემთხვევაში “შახტარი” ურთულესი ჯგუფიდან გასვლას მოახერხებს. როგორც მოგეხსენებათ, ხოჭოლავა უკრაინელთა მიერ ჩატარებულ პირველ 3 ტურში სასტარტო შემადგენლობაში იყო.