თავს ზევით ძალა არ არის – მადლობა ბიჭებს! (ვიდეო)
ხანდახან ყველაფერი ისე არ ხდება როგორც გულშემატკივარს სურს, ამის დასტური კი დღევანდელი საქართველო – ესტონეთის მატჩია. ალბათ ვერავინ ვერ დაგვაჯერებს რომ ესტონეთის ნაკრები თუნდაც ამ შემადგენლობით მოთამაშე საქართველოს ნაკრებზე მაღალი კლასის გუნდია. მაგრამ ესტონელებს ერთი დიდი უპირატესობა ჰქონდათ რაც პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმაც აღნიშნა – გუნდურობა. “მათ ორივე შესარჩევი ეტაპი ერთი გუნდით […]
ილიას ზუროსმა ისრაელისთვის 12 კალათბურთელი შეარჩია
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მეორე ეტაპზე ასპარეზობას იწყებს. ილიას ზუროსის მომზადებული ნაკრები 13 და 16 სექტემბერს მეორე ეტაპის სადებიუტო მატჩებს გამართავს თელ ავივსა და თბილისში.
პირველი ტაიმის შემდეგ : ისრაელი 37 – 49 საქართველო
დასრულდა პირველი ტაიმი თელ ავივში, სადაც ქართველმა კალათბურთელებმა საკმაოდ ეფექტური თამაშით დაგვამახსოვრეს თავი. პირველ ტაიმში საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ყველაზე მეტი ქულა თორნიკე შენგელიას ანგარიშზეა (13).
სანაძე ევროპაში დაბრუნდა – დუდა სერბულ კლუბში ითამაშებს
დუდა სანაძე ევროპაში დაბრუნდა, ქართველი კალათბურთელი კარიერას “ბორაცში” გააგრძელებს. აღნიშნულ ინფორმაციას სერბული კლუბი ოფიციალურად ადასტურებს. როგორც ცნობილია, საქართველოს ნაკრების მსროლელმა “ბორაცთან” კონტრაქტი სეზონის ბოლომდე გააფორმა. OFFICIAL: @DudaSanadze pens deal with @BoracKlub Welcome to #ABALiga! Read more at: https://t.co/fjnQUbvIr4 pic.twitter.com/i9pe6m0EIc — ABA Liga (@ABA_League) February 1, 2021 შეგახსენებთ, რომ 28 წლის სანაძე ბოლოს ყატარში, “ალ ხორას” […]
სანაძე კვიპროსის ლიგის საუკეთესო ახალწვეულად დასახელდა
“ანორთოსისის” ქართველი ვარსკვლავი – დუდა სანაძე, კვიპროსის საკალათბურთო ლიგის საუკეთესო ახალწვეულად დასახელდა. დასრულდა კვიპროსის ჩემპიონატი და ევროპის ყველაზე დიდმა პორტალმა Eurobasket.com-მა ლიგის საუკეთესოები დაასახელა. მოგეხსენებათ, კვიპროსის ჩემპიონატში გასული, არასრული სეზონი დუდა სანაძემ გაატარა. იგი სეზონის დაწყების შემდეგ შეუერთდა “ანორთოსისს” და გუნდის ლიდერის ფუნქციები იტვირთა. სანაძემ 17 მატჩი ჩაატარა და საშუალოდ 19.5 ქულას ითვლიდა. “ანორთოსისი” “აეკ […]
სანაძე: ,,ძლიერს უმართლებს, ჩვენ კი უფრო ძლიერი გუნდი ვიყავით”
მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლაზე საქართველოს ეროვნული ნაკრების უკანახაზელმა, დუდა სანაძემ, ისაუბრა: ,,ძალიან რთული მატჩი გამოვიდა. ემოციებისგან დაცლილები ვართ… რა გითხრათ, ამ მომენტისთვის ვლოცულობდით და ღმერთმა გადმოგვხედა. ჩვენი თამაში არ გამოგვივიდა, მაგრამ, ასე რომ ვთქვათ, ძლიერს უმართლებს, ჩვენ კი უფრო ძლიერი გუნდი ვიყავით და გაგვიმართლა. მინდა, ყველას მადლობა გადავუხადო, მსოფლიოს საუკეთესო გულშემატკივრებს! გპირდებით, რომ მსოფლიოზე უკეთესი გუნდი […]
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების ვარჯიში სლოვენიაში | VIDEO
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები შეკრებას სლოვენიაში გადის. სამთო-სათხილამურო კურორტ როგლაში, საქართველოს ნაკრებს სავარჯიშოდ იდეალური პირობები აქვს შექმნილი. პირველმა ვარჯიშმა სახალისოდ და პროდუქტიულად ჩაიარა – ხანგრძლივი მგზავრობის შემდეგ კალათბურთელებს განტვირთვის საშუალება მიეცათ. საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა სლოვენიაში პირველი ვარჯიში გამართა | VIDEO საქართველოს კალათბურთის ფედერაციის Facebook გვერდზე, ნაკრების ვარჯიშის ამსახველი ვიდეო განთავსდა. შეგახსენებთ, ჩვენი ნაკრები ფორმისა […]
საქართველოს ნაკრებმა ჩრდ. მაკედონია დიდი ანგარიშით დაამარცხა
FIBA-ის ეგიდით გასამართი კალათბურთის 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი გრძელდება. მსოფლიო ჩემპიონატის საგზურისათვის ევროპის ზონიდან 32 ქვეყანა იბრძოლებს, საიდანაც მხოლოდ 12 მათგანს ექნება შანსი, რომ ტურნირზე იასპარეზოს. საქართველოს ნაკრებმა შესარჩევ ციკლში 2 შეხვედრა უკვე გამართა. პირველ მატჩში ქართველებმა უკრაინელებს უმასპინძლეს და ანგარიშით – 88:83 იმარჯვეს. რაც შეეხება მეორე მატჩს, ქართველი კალათბურთელები ესპანელებს ესტუმრნენ და […]
საქართველოს წინსვლა – ევრობასკეტმა განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა
ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის შეხვედრების წინ, ევრობასკეტის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა ევროპული ნაკრებების რეიტინგი გამოაქვეყნა. საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ევროპის რეიტინგში მე-12 პოზიცია დაიკავა, მსოფლიოში კი 36-ე საფეხურზე იმყოფება. საქართველოს ნაკრები რეიტინგში 6 ადგილით დაწინაურდა. “თორნიკე შენგელია, გიორგი შერმადინი და თადუს მაკფადენი ილიას ზუროსის განკარგულებაში იქნებიან, თუმცა მათი შემადგენლობა მაქსიმალურად სრულფასოვანი არ იქნება, რადგან ქართველებს რატი […]
ფურკან კორკმაზი: თავს 5 ადამიანი დაგვესხა!
საქართველოსთან მატჩის შემდეგ, თურქეთის ნაკრების ლიდერმა ფურკან კორკმაზმა პირველი კომენტარი გააკეთა. კორკმაზმა რამდენიმე ეპიზოდთან დაკავშირებით, პროტესტის დაფიქსირება გადაწყვიტა. საუბარია დუდა სანაძესთან მომხდარ ინციდენტზე, პარკეტიდან გაძევებასა და გასახდელში მომხდარ ჩხუბზე, რომლის დროსაც, კოკრმაზის მტკიცებით, 5 ადამიანი დაუპირისპირდა. დუდა სანაძის კომენტარი კორკმაზთან დაპირისპირების შემდეგ საქართველო – თურქეთის ბოლო წუთი | VIDEO რა ხდებოდა საქართველოს ნაკრების ავტობუსში თურქეთთან […]
ქართველი ლეგიონერების ბრწყინვალე ტური ესპანეთში!
ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის მორიგ ტურში თორნიკე შენგელიასა და მეთ ჯენინგის “ბასკონია” შინ “გრან კანარიას” დაუპირისპირდა და ახალი მწვრთნელის ველიმირ პერაშოვიჩის ხელმძღვანელობით მეტოქე 91-76 დაამარცხა. მატჩის დაწყების წინ თოკოს ესპანეთის ჩემპიონატის ოქტომბრის თვის MVP-სათვის დაწესებული პრიზი გადასცეს. რაც შეეხება მატჩს საქართველოს ნაკრების ლიდერმა მოედანზე 27:14 წუთი გაატარა და ამ ხნის განმალობაში 16 ქულა, 5 მოხსნა და […]
შენგელიას 14 ქულა და სანაძის დებიუტი ესპანეთში
ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის მორიგ ტურში საქართველოს ნაკრების მცველის დუდა სანაძის დებიუტი შედგა. მისი და ბექა ბურჯანაძის “გიპუზკოა” სტუმრად “ხოვენტუდთან” 88-64 დამარცხდა. დუდამ პარკეტზე 16:59 წუთი გაატარა და ამ პერიოდში თავი 7 ქულასა და 1 მოხსნას მოუყარა, ტრავმის გამო არ უასპარეზია ბექა ბურჯანაძეს. მორიგი წარმატებული მატჩი ჩაატარა თორნიკე შენგელიას “ბასკონიამ”. ვიტორიელებმა შინ მურსია 93-49 გაანადგურეს. თოკომ […]