პირველი ტაიმის შემდეგ : ისრაელი 37 – 49 საქართველო
დასრულდა პირველი ტაიმი თელ ავივში, სადაც ქართველმა კალათბურთელებმა საკმაოდ ეფექტური თამაშით დაგვამახსოვრეს თავი. პირველ ტაიმში საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ყველაზე მეტი ქულა თორნიკე შენგელიას ანგარიშზეა (13).
ქართველი ლეგიონერების ბრწყინვალე ტური ესპანეთში!
ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის მორიგ ტურში თორნიკე შენგელიასა და მეთ ჯენინგის “ბასკონია” შინ “გრან კანარიას” დაუპირისპირდა და ახალი მწვრთნელის ველიმირ პერაშოვიჩის ხელმძღვანელობით მეტოქე 91-76 დაამარცხა. მატჩის დაწყების წინ თოკოს ესპანეთის ჩემპიონატის ოქტომბრის თვის MVP-სათვის დაწესებული პრიზი გადასცეს. რაც შეეხება მატჩს საქართველოს ნაკრების ლიდერმა მოედანზე 27:14 წუთი გაატარა და ამ ხნის განმალობაში 16 ქულა, 5 მოხსნა და […]
გიანის ანტეტოკუმპო საბერძნეთის ნაკრებთან ერთად თბილისში არ ითამაშებს
ბერძნების და “მილუოკი ბაქსის” ლიდერი, გიანის ანტეტოკუმპო, საქართველოს წინააღმდეგ არ ითამაშებს. გიანისი “მილუოკმა” ნაკრების შეკრებაზე არ გაუშვა, აღნიშნულის მიზეზი კი უცნობია.
შენგელიას 14 ქულა და სანაძის დებიუტი ესპანეთში
ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის მორიგ ტურში საქართველოს ნაკრების მცველის დუდა სანაძის დებიუტი შედგა. მისი და ბექა ბურჯანაძის “გიპუზკოა” სტუმრად “ხოვენტუდთან” 88-64 დამარცხდა. დუდამ პარკეტზე 16:59 წუთი გაატარა და ამ პერიოდში თავი 7 ქულასა და 1 მოხსნას მოუყარა, ტრავმის გამო არ უასპარეზია ბექა ბურჯანაძეს. მორიგი წარმატებული მატჩი ჩაატარა თორნიკე შენგელიას “ბასკონიამ”. ვიტორიელებმა შინ მურსია 93-49 გაანადგურეს. თოკომ […]
სანაძე ევროპაში დაბრუნდა – დუდა სერბულ კლუბში ითამაშებს
დუდა სანაძე ევროპაში დაბრუნდა, ქართველი კალათბურთელი კარიერას “ბორაცში” გააგრძელებს. აღნიშნულ ინფორმაციას სერბული კლუბი ოფიციალურად ადასტურებს. როგორც ცნობილია, საქართველოს ნაკრების მსროლელმა “ბორაცთან” კონტრაქტი სეზონის ბოლომდე გააფორმა. OFFICIAL: @DudaSanadze pens deal with @BoracKlub Welcome to #ABALiga! Read more at: https://t.co/fjnQUbvIr4 pic.twitter.com/i9pe6m0EIc — ABA Liga (@ABA_League) February 1, 2021 შეგახსენებთ, რომ 28 წლის სანაძე ბოლოს ყატარში, “ალ ხორას” […]