სანაძე ევროპაში დაბრუნდა – დუდა სერბულ კლუბში ითამაშებს
დუდა სანაძე ევროპაში დაბრუნდა, ქართველი კალათბურთელი კარიერას “ბორაცში” გააგრძელებს. აღნიშნულ ინფორმაციას სერბული კლუბი ოფიციალურად ადასტურებს. როგორც ცნობილია, საქართველოს ნაკრების მსროლელმა “ბორაცთან” კონტრაქტი სეზონის ბოლომდე გააფორმა. OFFICIAL: @DudaSanadze pens deal with @BoracKlub Welcome to #ABALiga! Read more at: https://t.co/fjnQUbvIr4 pic.twitter.com/i9pe6m0EIc — ABA Liga (@ABA_League) February 1, 2021 შეგახსენებთ, რომ 28 წლის სანაძე ბოლოს ყატარში, “ალ ხორას” […]
დუდა სანაძე ესპანეთის ჩემპიონატის კლუბში ითამაშებს!
საქართველოს საკალათბურთო ნაკრების მცველი დუდა სანაძე ესპანურ “გიპუზკოაში” გადავიდა. როგორც ჩვენი წყაროდან შევიტყვეთ დუდამ 1 თვიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. დუდა წინა სეზონში იტალიური “პისტოიას” ღირსებას იცავდა. “გიპუზკოას” ღირსებას ნაკრების კიდევ ერთი წევრი, ბექა ბურჯანაძე იცავს.
საქართველოს ნაკრებმა ჩრდ. მაკედონია დიდი ანგარიშით დაამარცხა
FIBA-ის ეგიდით გასამართი კალათბურთის 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი გრძელდება. მსოფლიო ჩემპიონატის საგზურისათვის ევროპის ზონიდან 32 ქვეყანა იბრძოლებს, საიდანაც მხოლოდ 12 მათგანს ექნება შანსი, რომ ტურნირზე იასპარეზოს. საქართველოს ნაკრებმა შესარჩევ ციკლში 2 შეხვედრა უკვე გამართა. პირველ მატჩში ქართველებმა უკრაინელებს უმასპინძლეს და ანგარიშით – 88:83 იმარჯვეს. რაც შეეხება მეორე მატჩს, ქართველი კალათბურთელები ესპანელებს ესტუმრნენ და […]
შენგელიას 14 ქულა და სანაძის დებიუტი ესპანეთში
ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის მორიგ ტურში საქართველოს ნაკრების მცველის დუდა სანაძის დებიუტი შედგა. მისი და ბექა ბურჯანაძის “გიპუზკოა” სტუმრად “ხოვენტუდთან” 88-64 დამარცხდა. დუდამ პარკეტზე 16:59 წუთი გაატარა და ამ პერიოდში თავი 7 ქულასა და 1 მოხსნას მოუყარა, ტრავმის გამო არ უასპარეზია ბექა ბურჯანაძეს. მორიგი წარმატებული მატჩი ჩაატარა თორნიკე შენგელიას “ბასკონიამ”. ვიტორიელებმა შინ მურსია 93-49 გაანადგურეს. თოკომ […]
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების ვარჯიში სლოვენიაში | VIDEO
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები შეკრებას სლოვენიაში გადის. სამთო-სათხილამურო კურორტ როგლაში, საქართველოს ნაკრებს სავარჯიშოდ იდეალური პირობები აქვს შექმნილი. პირველმა ვარჯიშმა სახალისოდ და პროდუქტიულად ჩაიარა – ხანგრძლივი მგზავრობის შემდეგ კალათბურთელებს განტვირთვის საშუალება მიეცათ. საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა სლოვენიაში პირველი ვარჯიში გამართა | VIDEO საქართველოს კალათბურთის ფედერაციის Facebook გვერდზე, ნაკრების ვარჯიშის ამსახველი ვიდეო განთავსდა. შეგახსენებთ, ჩვენი ნაკრები ფორმისა […]
ბურჯანაძის ბრწყინვალე მატჩი, შერმადინის გამარჯვება და შენგელიას მარცხი ესპანეთის ჩემპიონატში
მერვე ტურის მატჩები გაიმართა ესპანეთის ACB ლიგაში. თორნიკე შენგელიას “ბასკონია” სტუმრად “მორაბანკ ანდორას” დაუპირისპირდა და მოულოდნელად 93:73 დამარცხდა. თოკომ მოედანზე 19:57 წუთი გაატარა და ამ ხნის მანძილზე 7 ქულას და 6 მოხსნას მოუყარა თავი. მოედანზე 21:05 წუთი გაატარა საქართველოს ნაკრების ნატურალიზებულმა კალათბურთელმა მეთ ჯენინგმა, თუმცა მან მხოლოდ 5 ქულის 2 მოხსნის და 2 პასის მოგროვება […]
დუდა სანაძე და კორკმაზი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ | VIDEO
ქართველი ლეგიონერების ბრწყინვალე ტური ესპანეთში!
ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის მორიგ ტურში თორნიკე შენგელიასა და მეთ ჯენინგის “ბასკონია” შინ “გრან კანარიას” დაუპირისპირდა და ახალი მწვრთნელის ველიმირ პერაშოვიჩის ხელმძღვანელობით მეტოქე 91-76 დაამარცხა. მატჩის დაწყების წინ თოკოს ესპანეთის ჩემპიონატის ოქტომბრის თვის MVP-სათვის დაწესებული პრიზი გადასცეს. რაც შეეხება მატჩს საქართველოს ნაკრების ლიდერმა მოედანზე 27:14 წუთი გაატარა და ამ ხნის განმალობაში 16 ქულა, 5 მოხსნა და […]
დუდა სანაძის კომენტარი კორკმაზთან დაპირისპირების შემდეგ
საქართველოს ეროვნული ნაკრების კალათბურთელმა, დუდა სანაძემ, ფურკან კორკმაზთან მომხდარი ინციდენტის შესახებ, ბერძნულ გამოცემასთან, Totalbasket-თან ისუბრა: ,,კორკმაზს ვუთხარი, რომ სულელური ჯარიმა იყო, მას კი ასეთი რეაქცია ჰქონდა. სიმართლე გითხრათ, იმ მომენტში გამიკვირდა და მალევე ერთმანეთის პირისპირ აღმოვჩნდით. ის მეძახდა და გასახდელში გასვლას მთხოვდა. ეს ძალიან ცუდი ინციდენტი იყო, მეგობარი ქვეყნები ვართ და მსგავსი რამ არ უნდა […]
დუდა სანაძის დებიუტი ძალიან წარმატებული გამოდგა
დუდა სანაძის ბრწყივალე დებიუტი პოლონეთის უმაღლეს ლიგაში. საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრმა სეზონის ბოლომდე კონტრაქტი “რადომ როსასთან” გააფორმა და დღეს პოლონეთის ჩემპიონატის მატჩში ახალ კლუბში დებიუტი ჰქონდა. “რადომი” სტუმრად ” ლიუბინის “სტარტს” შეხვდა და 91:109 დამარცხდა, ქართველი ლეგიონერი კი 21 ქულით თავის გუნდში ბომბარდირი გახდა. დუდა სანაძემ მოედანზე 27:24 წუთი გაატარა. დუდამ 7-დან 5 ორქულიანი, 9-დან 3 სამიანი […]
ფურკან კორკმაზი: თავს 5 ადამიანი დაგვესხა!
საქართველოსთან მატჩის შემდეგ, თურქეთის ნაკრების ლიდერმა ფურკან კორკმაზმა პირველი კომენტარი გააკეთა. კორკმაზმა რამდენიმე ეპიზოდთან დაკავშირებით, პროტესტის დაფიქსირება გადაწყვიტა. საუბარია დუდა სანაძესთან მომხდარ ინციდენტზე, პარკეტიდან გაძევებასა და გასახდელში მომხდარ ჩხუბზე, რომლის დროსაც, კოკრმაზის მტკიცებით, 5 ადამიანი დაუპირისპირდა. დუდა სანაძის კომენტარი კორკმაზთან დაპირისპირების შემდეგ საქართველო – თურქეთის ბოლო წუთი | VIDEO რა ხდებოდა საქართველოს ნაკრების ავტობუსში თურქეთთან […]
დუდა სანაძემ პოლონეთში გაიბრწყინა
საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა, დუდა სანაძემ “რადომში” გადასვლის შემდეგ მესამე მატჩი გამართა და საუკეთესო შედეგი დააფიქსირა.