ქართველების ტრიუმფი ევროპის თასზე – 12 მედალი ჩეხეთიდან
3-4 ივნისს ჩეხეთის დედაქალაქმა პრაღამ ძიუდოში ევროპის თასს უმასპინძლა. საქართველოს ნაკრები ტურნირზე 41 ძიუდოისტით იყო წარმოდგენილი (35 მამაკაცი, 6 გოგონა), საიდანაც 12-მა მათგანმა მედლის მოპოვება შეძლო 60 კგ. – თომა გელაშვილი, ბრინჯაო 66 კგ. – ხვიჩა გაფრინდაშვილი, ვერცხლი 73 კგ. – კოტე კაპანაძე, ოქრო 81 კგ. – ლუკა ბაბუციძე, ვერცხლი 81 კგ. – ლუკა თურაზაშვილი, […]
ბექა ღვინიაშვილმა წონა შეიცვალა და ძველ წონას დაუბრუნდა
საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრმა – ბექა ღვინიაშვილმა წონა შეიცვალა და 90 კგ წონითი კატეგორიიდან ძველ წონას, 100 კგ წონით კატეგორიას დაუბრუნდა. ამის ერთ-ერთი მიზეზად წონაში უდიდესი კონკურენცია სახელდება. 90 კგ წონით კატეგორიაში საქართველოს ნაკრებს – ლუკა მაისურაძე და ლაშა ბექაური ჰყავს, რომლებს შორისაც 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი შედგა (ისტორიაში პირველად, მსოფლიო ჩემპიონატზე ქართული ფინალი). […]
ლუკაშ კრპალეკი: “ოლიმპიური ლიცენზიის მოპოვება ორ წონაში მსურს…”
32 წლის ლეგენდარული ჩეხი ძიუდოისტი – ლუკაშ კრპალეკი ჩვენს გაოცებას კვლავ განაგრძობს. ლუკაშ კრპალეკმა 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, 12 მაისს -100 კგ წონით კატეგორიაში იჭიდავა და ფინალში დამარცხდა, რამდენიმე დღის წინ კი ავსტრიის გრან პრიზე +100 კგ წონით კატეგორიაში იასპარეზა და ჩემპიონი გახდა. გამარჯვების შემდეგ მან ჟურნალისტების დასმულ კითხვას შემდეგნაირად უპასუხა. “დიახ ალბათ გასაკვირია ყველასთვის, […]
ზაურ დვალაშვილმა და დიმიტრი გოჩილაიძემ ბრინჯაოს მედლები მოიგეს
ავსტრიის ქალაქ ლინცში მიმდინარე გრან პრიზე ზაურ დვალაშვილმა და დიმიტრი გოჩილაიძემ ბრინჯაოს მედლები მოიგეს. აღსანიშნავია, რომ ორივე ძიუდოისტმა აღნიშნულ წარმატებას -81 კილოგრამ წონით კატეგორიაში მიაღწია. ავსტრიის გრან პრიზე საქართველოს ნაკრები კიდევ ორი სპორტსმენით არის წარმოდგენილი. ხვალ საქართველოს ღირსებას ბაქარ ერაშვილი დაიცავს, რომელიც -90 კილოგრამ წონით კატეგორიაში იასპარეზებს. მძიმე წონაში კი ლევან გუგავა გვეყოლება, რომელიც -100კგ-ში […]
მსოფლიოსა და ევროპის ძიუდოს ფედერაციებმა საქართველოს წარმატებული ასპარეზობა მიულოცეს
დოჰაში გამართული ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი, ქართველი ძიუდოისტებისთვის ისტორიული გამოდგა. 90 წონით კატეგორიაში გამართული ქართული ფინალისა და ინდივიდუალურად მოპოვებული 2 ოქროს, 1 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს შემდეგ, საქართველოს ძიუდოისტთა შერეულმა ნაკრებმა, მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ქართველი სპორტსმენების წარმატებული ასპარეზობდა უყურადღებოდ არ დარჩენია მსოფლიოს ძიუდოს ფედერაციას, რომელმაც საქართველოს ფედერაციის პრეზიდენტს მილოცვის წერილი გამოუგზავნა. “ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის […]
ასე შეხვდნენ ლუკა მაისურაძეს მშობლიურ ქალაქში | VIDEO
8-11 ივნისს, სლოვენიის ქალაქი პოდჩეტრტეკი ძიუდოს ვეტერანების ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს, სადაც საქართველოს ნაკრები 22 სპორტსმენით იასპარეზებს. საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში 21 მამაკაცი, ხოლო 1 ქალია. ასევე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ შეჯიბრზე იასპარეზებს ფალავანთა-ფალავანი, უძლიერესი – ალექსი დავითაშვილი. საქართველოს ვეტერანთა ნაკრების შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატზე 66 კგ: პაატა მერებაშვილი; თამაზ მჭედლიშვილი; გიორგი პაპოშვილი. 73 კგ: ხვიჩა ბალიაშვილი; ლევან […]
20-21 მაისს, პოლონეთის ქალაქ ბიელსკო-ბიალაში, კადეტთა ევროპის თასი გაიმართა, სადაც საქართველოს ნაკრები 20 სპორტსმენით ასპარეზობდა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ პოლონეთის ევროპის თასზე საქართველოს ნაკრებიდან მხოლოდ ბიჭები ასპარეზობდნენ. საქართველოს ნაკრებმა 7 მედალი მოიპოვა, საიდანაც 1 ოქროს, 2 ვერცხლისა და 4 ბრინჯაოსი იყო და ამ შედეგით გუნდური მეორე ადგილი დაიკავა. ოქროს მედალს +90 კგ წონით კატეგორიაში – […]
მალაგას ევროპის თასი – საქართველოს ნაკრებმა მესამე ადგილი მოიპოვა
20-21 მაისს, ესპანეთის ქალაქ მალაგაში, ახალგაზრდული ევროპის თასი გაიმართა, სადაც საქართველოს ნაკრებმა მამაკაცთა გუნდურ ჩათვლაში მესამე ადგილი დაიკავა. 17 სპორტსმენიდან მედლის მოპოვება 4-მა შეძლო, აქედან 1 ოქროს მედალი, 1 ვერცხლის მედალი და 2 ბრინჯაოს მედალია. ოქროს მედალი 73 კგ წონით კატეგორიაში გიორგი ტერაშვილმა მოიპოვა, რომელმაც ფინალში ყაზახი მეტოქე, ულამაზესი იპონით დაამარცხა. ვერცხლის მედალს თენგო ზირაქაშვილი […]
20-21 მაისს, პოლონეთის ქალაქ ბიელსკო-ბიალაში, კადეტთა ევროპის თასი გაიმართება, სადაც საქართველოს ნაკრები 20 სპორტსმენით იასპარეზებს. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ პოლონეთის ევროპის თასზე საქართველოს ნაკრებიდან მხოლოდ ბიჭები იჭიდავებენ. საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ბიელსკო-ბიალას ევროპის თასზე 50 კგ: ირაკლი მარკოზაშვილი 55 კგ: ლუკა ომანაძე 60 კგ: მერაბ სამადაშვილი; ლუკა დათაშვილი 66 კგ: ლუკა ჩოფლიანი; გიორგი გივიშვილი; გიგი გიუნაშვილი; […]
20-21 მაისს, ესპანეთის ქალაქ მალაგაში, ახალგაზრდული ევროპის თასი გაიმართება, სადაც საქართველოს ნაკრები 17 სპორტსმენით იასპარეზებს. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობაში არაერთი ისეთი ვარსკვლავია, რომლებსაც დიდ შეჯიბრებზეც აქვთ საკუთარი სიტყვა ნათქვამი. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობა მაგალის ევროპის თასზე 60 კგ: კაკო ჩაფურიშვილი; ზურაბ ლობჟანიძე; მათე გოგობერიშვილი; დავით კევლიშვილი 66 კგ: თენგო ზირაქაშვილი; გიგა […]
ავსტრიის გრან პრიზე საქართველოს ნაკრები 4 სპორტსმენით იასპარეზებს
25-27 მაისს, ძიუდოს საერთაშორისო შეჯიბრი, ავსტრიის გრან პრი გაიმართება, სადაც საქართველოს ნაკრებში ამ ეტაპისთვის 4 სპორტსმენია რეგისტრირებული. საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ავსტიის გრან პრიზე 81 კგ: ზაურ დვალაშვილი, დიმიტრი გოჩილაიძე 90 კგ: ბაქარ ერაშვილი 100 კგ: ლევან გუგავა საქართველოს ნაკრები ავსტრიში გადახალისებული შემადგენლობით იასპარეზებს. მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, ნაკრების ლიდერები დროებით ისვენებენ, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის […]