ტუხელი: “ზუსტად ვიცი მანჩესტერი რას შემოგვთავაზებს”
“პარი სენ ჟერმენის” მთავარმა მწვრთნელმა ტომას ტუხელმა “მანჩესტერ იუნაიტედთან” გასამართი მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა: “მბაპეს არ ევალება ნეიმარისა და კავანის შეცვლა, მან თავის თამაშზე უნდა იფიქროს. “მანჩესტერს” რომ პოგბა და რეშფორდი არ ჰყავდეს, რა თქმა უნდა მათაც გაუჭირდებოდათ. შეუძლებელია ასეთი ფეხბურთელები უმტკივნეულოდ შეცვალო, ჩვენ ნეიმარი და კავანი ძალიან დაგვაკლდებიან. მეტოქისგან ძალიან შემტევ ფეხბურთს ველი, ამიტომ […]
კავანიმ ბექჰემს უარი უთხრა – ურუგვაელს ევროპაში თამაში სურს
ძალიან მალე, “პარი სენ-ჟერმენის” თავდამსხმელი ედინსონ კავანი თავისუფალი აგენტი გახდება. გამოცდილი ურუგვაელი ფორვარდის დამატება ევროპის რამდენიმე ძლიერ კლუბს სურს, თუმცა ბოლო თვეების განმავლობაში განსაკუთრებით აქტიური მაიამის “ინტერი” იყო, რომელსაც სათავეში დევიდ ბექჰემი უდგას. როგორც calciomercato წერს, 33 წლის ფორვარდმა ლეგენდარულ ინგლისელ ფეხბურთელს უარი უთხრა, რადგან თვლის, რომ ევროპის კონტინენტზე დარჩენა კვლავაც შეუძლია. მას იტალიის ჩემპიონატში დაბრუნება სურს, […]
ედისონ კავანის შესანიშნავი მაკრატელა ეკვადორის წინააღმდეგ (ვიდეო)
12 გამორჩეული მეტსახელი ფეხბურთის ისტორიაში
ზედმეტსახელების შერქმევა ფეხბურთელებისთვის ახალი ხილი ნამდვილად არაა. ზოგადად სპორტსმენები თიკუნებს მათი განსაკუთრებული უნარების, გამორჩეული გარეგნობის, წარმომავლობისა და კიდევ უამრავი მიზეზის გამო იღებენ. ზოგჯერ ფეხბურთელები საკუთარი მეტსახელებით უფრო არიან ცნობილნი, ვიდრე ნამდვილი სახელითა და გვარით. მეტსახელით მოთამაშე არაერთი ვარსკვლავი გვინახავს, რომელსაც გულშემატკივრისთვის სასიამოვნო საფეხბურთო საღამოები უჩუქებია. აქ შეგიძლიათ იხილოთ 12 გამორჩეული ფეხბურთელი, რომელსაც დღესაც მეტსახელებით მოვიხსენიებთ. […]
პსჟ კავანის შემცვლელად , ადამ ლალანას განიხილავს
31 წლის ფეხბურთელი “ლივერპულს’ 2014 წელს შეუერთდა. მისი პირველი სეზონი საშინელი იყო და გულშემატკივრებს ინგლისელი დიდად არ უყვარდათ. ლალანას წინსვლა იურგენ კლოპის მოსვლის შემდეგ დაიწყო , თუმცა ხშირი ტრავმიანობის ფონზე ინგლისელს ბოლომდე არ გამოსდიოდა საკუთარი ძალების დემონსტრირება. ადამს საუკეთესო სეზონი 2016 წელს ჰქონდა , როდესაც იგი საუკეთესო ინგლისელ ფეხბურთელად დასახელდა. ლალანას კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს […]
ტიაგო სილვა: ლივერპულსა და პსჟ-ს მსოფლიოში საუკეთესო თავდასხმა ჰყავთ
“პარი სენ-ჟერმენის” ცენტრალური მცველის, ტიაგო სილვას განცხადებით, “ლივერპულთან” დაპირისპირებისას, ერთმანეთს მსოფლიოს საუკეთესო შემტევითი პოტენციალის მქონე ორი გუნდი დაუპირისპირდება ნეიმარი-მბაპე-კავანისა და მანე-სალაჰი-ფირმინოს შემტევითი ტრიო ნებისმიერი გუნდის დაცვისთვის მართლაც უდიდეს თავსატეხს წარმოადგენს. თუმცა ტიაგო სილვა საკუთარი გუნდის ძალებში მყარად არის დარწმუნებული: “ლივერპულის შეტევებს მაქსიმალურად მობილიზებული უნდა დავხვდეთ და პარიზში კარგი შედეგებით დავბრუნდეთ”, აღნიშნა ბრაზილიელმა მცველმა. დღეს გავრცელებული […]
კავანიმ მესი საჩხუბრად გაიწვია (ვიდეო)
არგენტინასა და ურუგვაის ეროვნულ გუნდებს შორის ფრედ დასრულებული (2:2) ამხანაგური შეხვედრის მიმდინარეობისას, ედისონ კავანიმ ლიონელ მესი საჩხუბრად გამოიწვია, რაზეც “ალბისელესტეს” კაპიტანი დათანხმდა და უპასუხა: “როცა გსურს”. სამხრეთამერიკული ნაკრებების ფეხბურთელების დაპირისპირება ურუგვაელი მცველების მიერ “ბარსელონას” კაპიტნის უხეშად წაქცევამ გამოიწვია, “პსჟ-ს” თავდამსხმელი კი თანაგუნდელებს გამოექომაგა. თელ-ავივში გამართულ შეხვედრაში გოლის გატანა ორივე ხსენებულმა ფეხბურთელმა მოახერხა, ურუგვაელთაგან მესის მეგობარმა […]
კავანი: “ინგლისურ გუნდებს საფრანგეთში თამაში გაუჭირდებათ”
ჩემპიონთა ლიგაზე “ლივერპულთან” დამარცხებასთან დაკავშირებით ედისონ კავანიმ კომენტარი გააკეთა. ურუგვაელი ფორვარდის თქმით, მარცხის მიზეზი საფრანგეთის ჩემპიონატში არსებული დაბალი კონკურენტუნარიანი გარემო ნამდვილად არ გამხდარა. “ჩემპიონთა ლიგაზე ევროპის საუკეთესო გუნდები თამაშობენ და მათთან ხან მოიგებ, ხან დამარცხდები. სიმოვნებით ვიხილავდი ინგლისურ კლუბებს საფრანგეთის ჩემპიონატში და ყველა ნახავდა, რამდენად ძლიერები არიან”, – განაცხადა მარცხის შემდეგ კავანიმ. “ლიგა 1-ს ვერ […]
ნეიმარმა 2 წლის წინ დაწყებული კონფლიქტი გამოასწორა (ვიდეო)
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი “პარი სენ-ჟერმენმა” გალათასარაისთან დიდი ანგარიშით (5:0) გამარჯვებით დაასრულა. “პარკ დე პრენსზე” გამართულ დაპირისპირებაში საინტერესო ფაქტი დაფიქსირდა. 82-ე წუთზე, თურქული კლუბის კარში პენალტი დანიშნა, თავდაპირველად ბურთთან ნეიმარი მივიდა, მაგრამ შემდეგ ცვლილებაზე შემოსულ ედისონ კავანის დაუთმო, რომელიც ტრავმირებული გახლდათ და დაბრუნების შემდეგ ჩემპიონთა ლიგაში მიღებული პირველი შანსიც გამოიყენა. არადა, 2017 წელს, მას მერე, […]
პსჟ 4:1 რეიმსი
ფერდინანდმა დაასახელა სამი მოთამაშე რომლის ხილვაც იუნაიტედში სურს
ახალი არ არის ის, რომ მანჩესტერული გიგანტი ცუდ ფორმაშია და სასურველ შედეგს დიდი ხანია ვერ აღწევს. არ წყდება ჭორები ტრანსფერების შესახებ. “ეშმაკებს” არაერთ ფეხბურთელს უკავშირებენ. ამის შესახებ ინგლისის ნაკრების და “მანჩესტერ იუნაიტედის” ლეგენდარულმა ფეხბურთელმა რიო ფერდინანდმა ისაუბრა და დაასახელა სამი მოთამაშე, რომლის ხილვასაც “იუნაიტედში” ისურვებდა. რიო ფერდინანდის სასურველი ფეხბურთელები არიან კალიდუ კულიბალი, ედისონ კავანი და […]
ნაპოლის კავანის დაბრუნება სურს
ნაპოლის პრეზიდენტს, აურელიო დე ლაურენტისს ედისონ კავანის დაბრუნება სურს. იტალიური მედიის ცნობით, “პსჟ-ს” ფორვარდი, რომელიც 2010-2013 წლებში “ნაპოლის” ღირსებას იცავდა, შესაძლოა სათამაშოდ იტალიას დაუბრუნდეს. კავანის, რომელიც პარიზულ კლუბში უკვე მეექვსე სეზონს ატარებს, “პსჟ-სთან” კონტრაქტი 2020 წლამდე აკავშირებს. ურუგვაელ ფორვარდს ამ პერიოდში 255 მატჩი აქვს ჩატარებული, სადაც მან მეტოქის კარის აღება 176-ჯერ შეძლო. Football Italia წერს, […]