ჰოლანდის დაცინვაში, პსჟ-ს მხოლოდ 1-მა ფეხბურთელმა არ მიიღო მონაწილეობა
ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის განმეორებით შეხვედრაში, “პარი სენ-ჟერმენის” ფეხბურთელებმა ერლინგ ჰოლანდს დასცინეს. თამაშის დასრულების შემდეგ, გუნდის თითოეულმა ფეხბურთელმა, გამარჯვება მედიტაციის სტილში აღნიშნა – ზუსტად ისე, როგორც ეს ჰოლანდმა, პირველ შეხვედრაში გატანილი გოლის დრო გააკეთა. ფეხბურთის გულშემატკივრებმა პარიზელთა საქციელი უღირსად შერაცხეს. საინტერესო ფაქტია, რომ 19 წლის ფეხბურთელის დაცინვაში მხოლოდ 1-მა ფეხბურთელმა არ მიიღო მონაწილეობა. მოდით, მთელ […]
ნეიმარმა 2 წლის წინ დაწყებული კონფლიქტი გამოასწორა (ვიდეო)
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი “პარი სენ-ჟერმენმა” გალათასარაისთან დიდი ანგარიშით (5:0) გამარჯვებით დაასრულა. “პარკ დე პრენსზე” გამართულ დაპირისპირებაში საინტერესო ფაქტი დაფიქსირდა. 82-ე წუთზე, თურქული კლუბის კარში პენალტი დანიშნა, თავდაპირველად ბურთთან ნეიმარი მივიდა, მაგრამ შემდეგ ცვლილებაზე შემოსულ ედისონ კავანის დაუთმო, რომელიც ტრავმირებული გახლდათ და დაბრუნების შემდეგ ჩემპიონთა ლიგაში მიღებული პირველი შანსიც გამოიყენა. არადა, 2017 წელს, მას მერე, […]
10 ფეხბურთელი რომლებსაც ბოლო ათწლეულში ყველაზე მეტი გოლი აქვთ გატანილი
რა თქმა უნდა ამ სტატისტიკაშიც ლიონელ მესი ლიდერობს, რაც ნამდვილად არ არის გასაკვირი. არგენტინელი ყოველდღე ახალ ისტორიას წერს. გთავაზობთ ათეულს საუკეთესო 5 ჩემპიონატის მიხედვით. ამ სტატისტიკაში შედის მხოლოდ შიდა ჩემპიონატში გატანილი გოლები. 1. ლიონელ მესი – 369 გოლი 2. კრიშტიანუ რონალდუ – 335 გოლი 3. ედისონ კავანი – 223 გოლი 4. რობერტ ლევანდოვსკი – 221 […]
პსჟ ოლდ ტრაფორდზე 3 ლიდერის გარეშე ჩავიდა
რამდენიმე წუთის წინ, UEFA-ს ოფიციალურმა საიტმა დაადასტურა და საბოოლოდ გამოაცხადა, რომ ხვალინდელი ჩემპიონთა ლიგის მატჩისთვის “პსჟ”-ს 3 ლიდერი: ედისონ კავანი, მუნიე და ნეიმარი გამოაკლდა. ეს სამი ფეხბურთელი ინგლისში არ ჩაფრინდა. 12 თებერვალს, თბილისის დროით 23:59 საათზე ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური მატჩები აიღებს სტარტს. ერთ-ერთი საინტერესო მატჩი სწორედ ინგლისში, კერძოდ კი ოლდ ტრაფორზე გაიმართება, სადაც “მანჩესტერ […]
კავანიმ მესი საჩხუბრად გაიწვია (ვიდეო)
არგენტინასა და ურუგვაის ეროვნულ გუნდებს შორის ფრედ დასრულებული (2:2) ამხანაგური შეხვედრის მიმდინარეობისას, ედისონ კავანიმ ლიონელ მესი საჩხუბრად გამოიწვია, რაზეც “ალბისელესტეს” კაპიტანი დათანხმდა და უპასუხა: “როცა გსურს”. სამხრეთამერიკული ნაკრებების ფეხბურთელების დაპირისპირება ურუგვაელი მცველების მიერ “ბარსელონას” კაპიტნის უხეშად წაქცევამ გამოიწვია, “პსჟ-ს” თავდამსხმელი კი თანაგუნდელებს გამოექომაგა. თელ-ავივში გამართულ შეხვედრაში გოლის გატანა ორივე ხსენებულმა ფეხბურთელმა მოახერხა, ურუგვაელთაგან მესის მეგობარმა […]
ედისონ კავანის შესანიშნავი მაკრატელა ეკვადორის წინააღმდეგ (ვიდეო)
პსჟ 4:1 რეიმსი
ფერდინანდმა დაასახელა სამი მოთამაშე რომლის ხილვაც იუნაიტედში სურს
ახალი არ არის ის, რომ მანჩესტერული გიგანტი ცუდ ფორმაშია და სასურველ შედეგს დიდი ხანია ვერ აღწევს. არ წყდება ჭორები ტრანსფერების შესახებ. “ეშმაკებს” არაერთ ფეხბურთელს უკავშირებენ. ამის შესახებ ინგლისის ნაკრების და “მანჩესტერ იუნაიტედის” ლეგენდარულმა ფეხბურთელმა რიო ფერდინანდმა ისაუბრა და დაასახელა სამი მოთამაშე, რომლის ხილვასაც “იუნაიტედში” ისურვებდა. რიო ფერდინანდის სასურველი ფეხბურთელები არიან კალიდუ კულიბალი, ედისონ კავანი და […]
კავანი ნაპოლიში დაბრუნებას არ განიხილავს
გასულ კვირას გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ნაპოლის პრეზიდენტს, აურელიო დე ლაურენტისს ედისონ კავანის დაბრუნება სურს. იტალიურმა მედიამ აღნიშნულ თემას არაერთი სტატია მიუძღვნა და ცხადია, საინტერესოა თავად კავანის მოსაზრება “ნაპოლიში” დაბრუნებასთან დაკავშირებით. “სასიამოვნოა, როდესაც ჩემს სახელს “ნაპოლის” უკავშირებენ, თუმცა ახლა ამაზე არ ვფიქრობ. “ნაპოლისთან” თამაში ჩემპიონთა ლიგაზე მოგვიწევს და ვიმედოვნებ, რომ ადგილობრივი ფანები კარგად დამხვდებიან. ჩემთვის მნიშვნელოვანი […]
კავანი და პრემიერლიგა რეალურია
გამოცდილმა ურუგვაელმა თავდამსხმელმა ედისონ კავანიმ კარიერა შესაძლოა ინგლისის პრემიერლიგაში გააგრძელოს. 32 წლის ფეხბურთელს სეზონის ბოლოს “პსჟ-სთან” კონტრაქტი უმთავრდება და თითქმის გადაწყვეტილია, რომ პარიზელებთან ხელშეკრულების გახანგრძლივებას არ აპირებს. თავისუფალი აგენტის სტატუსით კავანის დამატება რამდენიმე გუნდს სურს, მათ შორის კი ლონდონის “არსენალი” აქტიურობს. მსურველთა რიგებში თანაქალაქელი “ჩელსი” და “მანჩესტერ იუნაიტედიც” ეწერებიან. ცოტა ხნის წინ ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ […]
ტუხელი: “ზუსტად ვიცი მანჩესტერი რას შემოგვთავაზებს”
“პარი სენ ჟერმენის” მთავარმა მწვრთნელმა ტომას ტუხელმა “მანჩესტერ იუნაიტედთან” გასამართი მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა: “მბაპეს არ ევალება ნეიმარისა და კავანის შეცვლა, მან თავის თამაშზე უნდა იფიქროს. “მანჩესტერს” რომ პოგბა და რეშფორდი არ ჰყავდეს, რა თქმა უნდა მათაც გაუჭირდებოდათ. შეუძლებელია ასეთი ფეხბურთელები უმტკივნეულოდ შეცვალო, ჩვენ ნეიმარი და კავანი ძალიან დაგვაკლდებიან. მეტოქისგან ძალიან შემტევ ფეხბურთს ველი, ამიტომ […]