ელ კლასიკოში კამპ ნოუ მე-10 წუთზე მესის სკანდირებდა | VIDEO
მადრიდის “ატლეტიკოს” მწვრთნელი დიეგო სიმეონე ამბობს, რომ “რეალის” გარემარბი ვინისიუსი ფრენკი დე იონგის წინააღმდეგ წესების დარღვევის გამო, მოედნიდან გაძევებას იმსახურებდა. საქმე იმაშია, რომ ერთ მომენტში მოთამაშეები ბურთისთვის იბრძოდნენ, სადაც მადრიდელთა ბრაზილიელ შემტევს ზედმეტი მოუვიდა და მეტოქე აკრძალული ილეთით ჩამოიშორა. აღნიშნული ქმედებისთვის მატჩის მთავარმა არბიტრამა ფეხბურთელს მხოლოდ ყვითელი ბარათი უჩვენა. დღეს მატჩისწინა პრესკონფერენციაზე დიეგო სიმეონემ განაცხადა, […]
კურტუა: “შეიძლებოდა, რომ უფრო დიდი ანგარიშით წაგვეგო”
მადრიდის “რეალისა” მეკარემ, ტიბო კურტუამ “ელ კლასიკოში” განცდილი მძიმე მარცხის (0:4) შემდეგ, კომენტარი გააკეთა. ბელგიელი ფეხბურელის აზრით, შესაძლებელი იყო, რომ უფრო დიდი ანგარიში დაფიქსირებულიყო. “ისე არ ვითამაშეთ, როგორც ამას “რეალის” ფეხბურთელები აკეთებენ ხოლმე. მეტოქე ზონებს გამუდმებით პოულობდა, ჩვენ კი მოედანზე ბოლომდე კონცენტრირებულები არ გამოვედით. პირველი ორი გოლი უყურადღებობის გამო გავუშვით. მეორე ტაიმში გამოვედით მოედანზე და […]
რეალი 0:4 ბარსელონა (მიმოხილვა)
ვინისიუს ჟუნიორის სიმულაცია ბარსელონასთან | VIDEO
ობამეიანგის გოლი რეალის კარში | VIDEO
ბენზემა ტრავმის გამო ელ კლასიკოს გამოტოვებს
კარიმ ბენზემა “რეალს” “კლასიკოში” ვერ დაეხმარება – ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა. “მალიორკასთან”, გასული ტურის მატჩში მიღებული კუნთის ტრავმის გამო, ფრანგი თავდამსხმელი “ბარსელონას” წინააღმდეგ თამაშს ვერ ახერხებს. თამაშამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ბენზემა გამოჯანმრთელებას ასწრებდა, თუმცა დაზიანება შედარებით მძიმე გამოდგა. მადრიდელთა კაპიტანსა და ლიდერს საოცარი სეზონი აქვს. კარიმის ანგარიშზე ლა ლიგაში 22 გოლი და 11 საგოლე გადაცემაა. აქვე […]
მენდი ელ კლასიკოს გამოტოვებს, ბენზემას თამაში საეჭვოა
მადრიდის “რეალის” მცველი ფერლან მენდი ლა ლიგის 29-ე ტურში, “ბარსელონას” წინააღმდეგ, ვერ ითამაშებს. კუნთის ტრავმა, რომელიც ფრანგმა წინა დღეს მიიღო, მენდის უმნიშვნელოვანეს თამაშს გამოატოვებინებს. ინფორმაციას Marca ავრცელებს. რაც შეეხება “რეალის” ლიდერ, კარიმ ბენზემას, მისი მონაწილეობა მატჩში კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. კარლო ანჩელოტი ფრანგი თავდამსხმელის საკითხს “ელ კლასიკომდე” გადაწყვეტს. გარდა ორი ფეხბურთელისა, მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, […]
ოპერაციიდან 5 დღეში – არაუხოს 120 წუთი ელ კლასიკოში
ესპანეთის სუპერ თასის ნახევარფინალში “ბარსელონა” “რეალთან” 2:3 დამარცხდა. კატალონიელთა რიგებში შეუცვლელად ითამაშა რონალდ არაუხომ. თავდაპირველად, მოსალოდნელი იყო, რომ ურუგვაელი მცველი “ელ კლასიკოში” ვერ ითამაშებდა. მან ესპანეთის თასის მატჩში ხელი მოიტეხა და “რეალთან” მატჩამდე 5 დღით ადრე ოპერაცია გაიკეთა. მოუხედავად ამ ყველაფრისა, 22 წლის ფეხბურთელმა მოედანზე 120 წუთი გაატარა. “ბარსელონას” შემადგენლობაში არაუხო ერთ-ერთი გამორჩეული იყო.
ბარსელონას მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე ცუდი შედეგი აქვს
“ბარსელონას” მიმდინარე სეზონი კლუბის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე რთულია და ამას სტატისტიკაც მოწმობს. კატალონიურ გრანდს პრობლემები თავზე საყრელად აქვს: ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელის, ლიონელ მესის წასვლა, შემადგენლობის გაახალგაზრდავების მტკივნეული პროცესი და დიდი ფინანსური კრიზისი. ამ ყველაფრის ფონზე, “ბლაუგრანას” სასარგებლოდ არც ციფრები მეტყველებენ. ესპანელმა ჟურნალისტებმა საინტერესო სტატისტიკას მიაკვლიეს. კერძოდ, მიმდინარე სეზონში, ყველა ტურნირზე ჩატარებული 28 მატჩიდან გუნდმა […]
კლასიკო კლასიკოს აღარ ჰგავს | მატჩის პრევიუ
გულწრფელად გვითხარით, ბოლოს როდის მოგეწონათ ესპანური ფეხბურთის მთავარი მშვენების, “რეალისა” და “ბარსელონას” დაპირისპირება? დღეს, 12 იანვარს, ესპანეთის სუპერ თასის ნახევარფინალში, “მადრიდის რეალი” “ბარსელონას” საუდის არაბეთში დაუპირისპირდება – მოტივი რომ ფინანსური სარგებელია, ყველასთვის ნათელია და ესპანეთში ამ ფაქტით უკმაყოფილებას უკვე დიდი ხანია გამოთქვამენ, მაგრამ ფაქტი უცვლელად რჩება. დიახ, ვინც ეს ინფორმაცია ახლა შეიტყვეთ, განგიმარტავთ: ესპანეთის სუპერ […]